ავტორი:

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ BBC-ის გადაცემის წამყვანის ჯინსები დააცენზურა - რა გახდა ამის მიზეზი?

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ BBC-ის გადაცემის წამყვანის ჯინსები დააცენზურა - რა გახდა ამის მიზეზი?

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ BBC-ის მებაღეობის შესახებ გადაღებული გადაცემა გააშუქა, თუმცა წამყვან ალან ტიჩმარშის შარვალი დააცენზურა.

ცენტრალურმა ტელევიზიამ დილის აუდიტორიისთვის 2010 წელს გადაღებული გადაცემის, Garden Secrets-ის ეპიზოდი გაუშვა, მაგრამ ყველაფერი იღონა, რომ მაყურებელს წამყვანის შარვალი არ დაენახა.

  • ჯინსები ჩრდილოეთ კორეაში დასავლური იმპერიალიზმის სიმბოლოდ განიხილება და კანონითაა აკრძალული.

კანონი, რომელიც ჯინსებს კრძალავს, ქვეყანაში 1990 წლიდან მოქმედებს. იმ პერიოდში, ლიდერმა კიმ ჩენ-ინმა ჯინსის შარვალი დასავლური, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკული იმპერიალიზმის სიმბოლოდ გამოაცხადა, რომელსაც სოციალისტურ სახელმწიფოში არაფერი ესაქმებოდა.

როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინს აღიზიანებს ვიწრო ჯინსები და აგრეთვე მაისურები, რომლებსაც დასავლური ლოგოები აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სატელიტური თეფშები და გლობალურ ინტერნეტზე წვდომა ფხენიანში აკრძალულია, უცხოური მედია მაინც აღწევს ქვეყანაში. ისინი ჩაკეტილ სახელმწიფოში ხშირად ჩინეთის საზღვრიდან კონტრაბანდული მეხსიერების ბარათების სახით შედის. აქ უცხოური მედიის ფლობა ან მათი ყიდვა/გაყიდვა კანონის დარღვევაა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია ხშირად უცხოური მაუწყებლების "კონტენტს" იპარავს და ეკრანზე მათ ლოგოებს აცენზურებს, რათა თავდაპირველი წყარო გაურკვეველი დატოვოს. ეს ხშირად პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და საერთაშორისო ფეხბურთის გაშუქების შემთხვევაში ხდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა