ერთ საათში, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
"მოსამზადებლად და ძალების აღსადგენად საკმაო დრო გვქონდა, ყველა ფეხბურთელი მზადაა. ბოლო ვარჯიში დაგვრჩა, სადაც ტაქტიკურ დეტალებს გავივლით. მოწინააღმდეგეზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თავად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
როცა გავიგეთ, რომ შესაძლო მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ჯერ ერთი, ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და მეორე - ფინალია. გამარჯვებულის მენტალიტეტი გულისხმობს, თუ რას გააკეთებ თავად მოგებისთვის. გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ ოცნება არაა. მოგების მენტალიტეტი ნიშნავს, ყოველ დღე გააკეთო რაღაც ამ მიზნისთვის. ჩემი ფეხბურთელები უფრო მეტად არიან მზად წარმატებისთვის!.." - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
აღსანიშნავია, რომ ძირითადში არ იქნებიან მიქაუტაძე და დავითაშვილი.
ძირითადი 11-ეულის სია ასე გამოიყურება - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია
სათადარიგოზე: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, ლოჩოშვილი, ნიტაიშვილი, კანკავა, გოჩოლეიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკესკირი, ქვილითაია, მიქაუტაძე, დავითაშვილი
ნახეთ ასევე:
ნახეთ ვიდეო: ქომაგების შეძახილები სტადიონთან