ავტორი:

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები ტაძარში, ისტორიული მატჩის დაწყებამდე - რა კადრები ვრცელდება?

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები ტაძარში, ისტორიული მატჩის დაწყებამდე - რა კადრები ვრცელდება?

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები მატჩის დაწყებამდე ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდნენ. კადრებს ადგილიდან ქეთო სვანაძე ავრცელებს.

მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. საქართველოს ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგის" ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

26 ფეხბურთელიდან შეხვედრისთვის ფრანგ სპეციალისტს სამი მოთამაშე განაცხადს მიღმა უნდა დაეტოვებინა და ესენი ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, სამატჩო სიას დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია.

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: