ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის უნიკალურ სასწავლო პროგრამაზე საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები რეგისტრაცია 4 აპრილამდე გრძელდება. ეს გახლავთ სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა.
გარდა იმისა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს სთავაზობს მაგისტრანტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სრული დაფინანსებით, საჩუქრად დაგეგმილია არაერთი აქტივობა. მათ შორისაა: საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, შეხვედრები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, გადამზადების პროგრამა ინგლისურ ენაში, შიდა გამოცდისთვის მოსამზადებელი შეხვედრები, პანელური დისკუსიები.
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ. კურსზე გავლილი საგნები მათ ცოდნის კიდევ უფრო სრულყოფასა და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტებია: უსაფრთხოების გამოწვევები, საფრთხეები და თანამედროვე ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, დაზვერვა ომსა და მშვიდობაში, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, დაზვერვის როლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში, ღია წყაროების ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პრინციპები და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგ დიპლომს, გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად მოამზადა კურიკულუმი.
სამაგისტრო პროგრამას მიღებული აქვს მაღალი რანგის საერთაშორისო გამოხმაურება საერთაშორისო ექსპერტების და აკადემიური წრეების მხრიდან: გენერალი ჯოვანი მარიცა (იტალია); პროფესორი აზარ გატი (თელ ავივის უნივერსიტეტი, ისრაელი); დოქტორი ტალ პაველი (კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ისრაელი) და სხვა. პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები არიან რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია); ტუშას უნივერსიტეტი (იტალია); კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა); ვებსტერის უნივერსიტეტი (აშშ); საგარეო კვლევების პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ); კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (ისრაელი); უსაფრთხოების აკადემია (ისრაელი) და სხვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.
პროგრამაზე სტუდენტთა მიღება მოხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების, ინგლისური ენისა და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით. პროგრამის წლიური ღირებულება კი 2250 ლარია.
დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე.
R