ავტორი:

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

ნიკოლაი პატრუშევმა შეკითხვაზე, ვინ დგას "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან, უკრაინა თუ ე.წ. "ისლამური სახელმწიფო“, უპასუხა, რომ უკრაინა.

"რა თქმა უნდა, უკრაინა“, - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.

ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა მას აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება.

მოსკოვში, გასულ პარასკევს მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგად 139 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.