მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ასაკში გაჩენილი ინტერესი და წარმატებული საქმიანობა ტექნოლოგიებში - პროექტი, რომელმაც მარიამ ნონიკაშვილი მიზნამდე მიიყვანა
26 წლის ასაკში გაჩენილი ინტერესი და წარმატებული საქმიანობა ტექნოლოგიებში - პროექტი, რომელმაც მარიამ ნონიკაშვილი მიზნამდე მიიყვანა

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლიო და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ებ­რძვის სტე­რე­ო­ტიპს, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაა და ქა­ლე­ბი ამ საქ­მე­ში ძლი­ე­რე­ბი არ არის. თუმ­ცა არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ქალი, რომ­ლე­ბიც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. არა­ერ­თი დიდი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რიც სწო­რედ ქა­ლია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ სტე­რე­ო­ტი­პე­ბია და მეტი არა­ფე­რი, 29 წლის მა­რი­ამ ნო­ნი­კაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­აც და­გარ­წმუ­ნებთ. მან 26 წლის ასაკ­ში და­ი­წყო ვებ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის შეს­წავ­ლა და დღეს პრო­ექ­ტში „კო­დინ­გის სკო­ლა 1500 ქა­ლის­თვის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად გუნდთან ერ­თად ქმნის ვე­ბპორ­ტალს BTU-ს პარტნი­ო­რის­თვის European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ Full-stack დე­ვე­ლო­პერ მა­რი­ამ ნო­ნი­კაშ­ვილს.

მა­რი­ამ, რო­გორ მოხ­და თქვე­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა?

ჩემი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ რა ხდე­ბო­და დიდი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მიღ­მა და რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ ის სერ­ვი­სე­ბი, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ყე­ნებთ. ამ ინ­ტე­რეს­მა მი­ბიძ­გა, რომ 26 წლი­სას და­მე­წყო ვებ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის შეს­წავ­ლა.

თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, რამ­დე­ნად რთუ­ლია გო­გოს­თვის ის­წავ­ლოს და და­საქმდეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა ბევ­რი შრო­მა და დის­ციპ­ლი­ნა. ვფიქ­რობ, სქესს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც გა­რე­მო ხელ­შემ­წყობ პი­რო­ბებს. თუ გაქვს კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი, ყველ­გან შე­გიძ­ლია ის­წავ­ლო, გან­ვი­თარ­დე და იმუ­შაო.

ეს სფე­რო ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და პროგ­რა­მის­ტებს გვი­წევს ფეხი ავუ­წყოთ ამ პრო­ცე­სებს. ასე რომ, მუდ­მი­ვად გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რათ BTU-ს პრო­ექ­ტი „კო­დინ­გის სკო­ლა 1500 ქა­ლის­თვის“. მოგ­ვი­ყე­ვით პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ

მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ BTU-გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბო­და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ამ კურ­სზე დამ­ხვდე­ბო­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლექ­ტო­რი. კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­შიც და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დგო­მაც, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო გუნ­დის დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამის მა­გა­ლი­თია ის პრო­ექ­ტიც, რო­მელ­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ჩაგ­ვრთეს. მაქვს არა­ერ­თი სამ­სა­ხუ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს პრო­ექ­ტი, არის უწყვე­ტი ნეთ­ვორ­ქინ­გი­სა და მენ­ტორ­ში­პის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ახ­ლაც გრძელ­დე­ბა.

რას ურ­ჩევთ გო­გო­ებს, რომ­ლებ­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა სურთ და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ეში­ნი­ათ?

ვურ­ჩევ, იყ­ვნენ გა­ბე­დუ­ლე­ბი და შე­უ­პოვ­რე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი იმუ­შა­ონ და შე­დეგს ყო­ველ­დღი­უ­რად და­ი­ნა­ხა­ვენ. ასე­ვე, ვე­ტყვი, რომ არ გა­მო­ტო­ვონ BTU-სგან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი. ის ცოდ­ნა, მენ­ტორ­ში­ფი და ნეთ­ვორ­ქინ­გი, რა­საც აქ მი­ი­ღე­ბენ, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

26 წლის ასაკში გაჩენილი ინტერესი და წარმატებული საქმიანობა ტექნოლოგიებში - პროექტი, რომელმაც მარიამ ნონიკაშვილი მიზნამდე მიიყვანა

26 წლის ასაკში გაჩენილი ინტერესი და წარმატებული საქმიანობა ტექნოლოგიებში - პროექტი, რომელმაც მარიამ ნონიკაშვილი მიზნამდე მიიყვანა

21-ე საუკუნეში მსოფლიო და მათ შორის, საქართველო ებრძვის სტერეოტიპს, რომ ტექნოლოგიები მამაკაცების მიმართულებაა და ქალები ამ საქმეში ძლიერები არ არის. თუმცა არსებობს უამრავი ქალი, რომლებიც ტექნოლოგიებში ძალიან წარმატებულები არიან. არაერთი დიდი ტექნოლოგიური გამოგონების ავტორიც სწორედ ქალია.

ეს ყველაფერი რომ სტერეოტიპებია და მეტი არაფერი, 29 წლის მარიამ ნონიკაშვილის ისტორიაც დაგარწმუნებთ. მან 26 წლის ასაკში დაიწყო ვებ დეველოპმენტის შესწავლა და დღეს პროექტში „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ მონაწილეობის შედეგად გუნდთან ერთად ქმნის ვებპორტალს BTU-ს პარტნიორისთვის European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine პროექტის ფარგლებში. უფრო ახლოს გაგაცნობთ Full-stack დეველოპერ მარიამ ნონიკაშვილს.

მარიამ, როგორ მოხდა თქვენი ტექნოლოგიებთან დაკავშირება?

ჩემი ტექნოლოგიებით დაინტერესება გამოიწვია ცნობისმოყვარეობამ. ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა დიდი აპლიკაციების მიღმა და როგორ მუშაობდნენ ის სერვისები, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ამ ინტერესმა მიბიძგა, რომ 26 წლისას დამეწყო ვებ დეველოპმენტის შესწავლა.

თქვენი გამოცდილებით, რამდენად რთულია გოგოსთვის ისწავლოს და დასაქმდეს ტექნოლოგიების მიმართულებით?

როგორც ნებისმიერ სფეროში, ტექნოლოგიების მიმართულებითაც, წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა და დისციპლინა. ვფიქრობ, სქესს არ აქვს მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც გარემო ხელშემწყობ პირობებს. თუ გაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, ყველგან შეგიძლია ისწავლო, განვითარდე და იმუშაო.

ეს სფერო ყოველდღიურად ვითარდება და პროგრამისტებს გვიწევს ფეხი ავუწყოთ ამ პროცესებს. ასე რომ, მუდმივად გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ამ მიმართულებით განვითარებაში დაგეხმარათ BTU-ს პროექტი „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“. მოგვიყევით პროექტის შესახებ

მქონდა მოლოდინი, რომ BTU-გან შემოთავაზებული პროექტი იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული და ამ კურსზე დამხვდებოდა პროფესიონალი ლექტორი. კურსის განმავლობაშიც და მისი დასრულების შემდგომაც, უნივერსიტეტის საორგანიზაციო გუნდის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ჩემი კარიერული განვითარებისთვის. ამის მაგალითია ის პროექტიც, რომელშიც წარმატებული კურსდამთავრებულები ჩაგვრთეს. მაქვს არაერთი სამსახურის შემოთავაზება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რითაც გამოირჩევა ეს პროექტი, არის უწყვეტი ნეთვორქინგისა და მენტორშიპის პროგრამა, რომელიც ახლაც გრძელდება.

რას ურჩევთ გოგოებს, რომლებსაც ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარება სურთ და სტერეოტიპების ეშინიათ?

ვურჩევ, იყვნენ გაბედულები და შეუპოვრები. საკუთარ თავზე, რაც შეიძლება მეტი იმუშაონ და შედეგს ყოველდღიურად დაინახავენ. ასევე, ვეტყვი, რომ არ გამოტოვონ BTU-სგან შემოთავაზებულ პროექტებში მონაწილეობის შანსი. ის ცოდნა, მენტორშიფი და ნეთვორქინგი, რასაც აქ მიიღებენ, წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

R