ავტორი:

მოსკოვის სასამართლომ ყირიმის ხიდზე "ტერაქტის" მოწყობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ ყირიმის ხიდზე "ტერაქტის" მოწყობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ყირიმის ხიდზე "ტერაქტის" მოწყობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეს ალექსანდრე ინასარიძეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი“ ავრცელებს.

"სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების დაუსწრებლად არჩევის შესახებ“, - განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა სააგენტოსთან საუბრისას.

მანამდე ამავე საქმეზე სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვასილ მალიუკს.

ცნობისთვის, აფეთქება ხიდზე 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მაგისტრალის ფილა განადგურდა.

კრემლში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ხიდზე ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით მიიტანეს. FSB-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაზიდვის ორგანიზებაში, საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი მონაწილეობდნენ".

  • ავტორი: ანრი კურტანიძე