მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის რუსეთის უშიშროების ძალზე ფატალური ჩავარდნა" - რას აჩვენებს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი: ქვეყანა ტერორისტების სამიზნე კვლავაც შეიძლება აღმოჩნდეს?
"ეს არის რუსეთის უშიშროების ძალზე ფატალური ჩავარდნა" - რას აჩვენებს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი: ქვეყანა ტერორისტების სამიზნე კვლავაც შეიძლება აღმოჩნდეს?

შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­მა­ტე­ბით სა­მიზ­ნედ იქ­ცეს.

22 მარტს მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ "კრო­კუს სიტი ჰოლ­ში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტზე რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს ჯერ არ წა­მო­უ­ყე­ნე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია თავ­დას­ხმის დამ­კვეთ­თა და ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა თა­ო­ბა­ზე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მომ­ხდა­რის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკის­რა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“. ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია, სულ მცი­რე 137 ადა­მი­ა­ნი და დაჭ­რი­ლია ასზე მეტი. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, მსხვერ­პლის რი­ცხვი ალ­ბათ გა­იზ­რდე­ბა.

25 მარტს კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა, დმიტ­რი პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მკა­ფიო ვერ­სი­ე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის შე­ნო­ბა­ში მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ფერს იტყვის.

რო­გორც BBC იუ­წყე­ბა, ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ამაკ­მა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რო­გორ შე­დი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი სა­კონ­ცერ­ტო ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში, რო­გორ ხსნი­ან ცე­ცხლს და რო­გორ კლა­ვენ ცივი ია­რა­ღით ძირს და­ცე­მულ ერთ-ერთ ადა­მი­ანს.

ვი­დეო გა­ფორ­მე­ბუ­ლია არა­ბუ­ლი სუბტიტ­რე­ბით, რომ­ლე­ბიც თან ახ­ლავს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ რე­ლი­გი­ურ ლო­ზუნ­გებს. ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ უხ­სნის ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლს ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლი შე­ნო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, მე­ო­რე კი რო­გორ ამ­ხნე­ვებს მას და მო­უ­წო­დებს, "მოკ­ლას, არ და­ინ­დოს ისი­ნი".

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მტკი­ცე­ბით, თავ­დას­ხმა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ოთხი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია და მათ­გან მხო­ლოდ ერთი არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე, მოს­კო­ვის ოლ­ქში, კრას­ნო­გორსკში, თავ­დას­ხმა მო­ა­წყვეს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სრო­ლით შე­იჭრ­ნენ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში და ცე­ცხლი გა­უხ­სნეს კონ­ცერ­ტის და­წყე­ბის მო­ლო­დინ­ში შე­ნო­ბის ჰოლ­ში მყო­ფებს და შემ­დეგ დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც ან­სამ­ბლ "პიკ­ნი­კის“ კონ­ცერტს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უნდა დას­წრე­ბო­და.

"კრო­კუს სიტი ჰო­ლის“ სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცის მფლო­ბელ­მა არაზ აგა­ლა­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ნო­ბა­ში ყვე­ლა ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და და რომ სა­კონ­ცერ­ტო ცენ­ტრის დაც­ვამ ვერ მო­ა­ხერ­ხა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­კა­ვე­ბა.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი:

- რუ­სეთ­სა და "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შო­რის ომი დიდი ხა­ნია, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არა­ხა­ლია. გვახ­სოვს, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბის ბევ­რი სე­რია, მათ შო­რის 2015 წელს ეგ­ვიპ­ტი­დან პე­ტერ­ბურ­გის­კენ შარ­მალ-შე­ი­ხი - პე­ტერ­ბურ­გის რე­ი­სის აფეთ­ქე­ბა და თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა. ასე­ვე ხში­რია, რო­დე­საც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ოლ­ქებ­ში და ცდი­ლობ­დნენ ტე­რაქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას...

ახლა, რო­დე­საც რუ­სე­თი მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ში ომზე და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სხვა ლო­კა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის დე­ტა­ლებს. სწო­რედ ეს მო­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა და ამით ისარ­გებ­ლა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“. მით უმე­ტეს, ეს არის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ხო­რა­სა­ნის გან­შტო­ე­ბა, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში გვხვდე­ბა და მისი დიდი ნა­წი­ლი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია შუა აზი­ე­ლე­ბით. ასე­ვე, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ შუა აზია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის უკა­ნა ეზოს წარ­მო­ად­გენ­და. თუკი ის ვერ­სია მარ­თლაც და­დას­ტურ­და, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ქმე­დე­ბა მოს­კოვ­ში მარ­თლაც ტა­ჯი­კე­ბის მი­ე­რაა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რუ­სე­თი თა­ვად 90-იანი წლე­ბი­დან დგას ტა­ჯი­კეთ­ში და ვი­ცით, მა­ში­ნაც სწო­რედ ამ რე­გი­ონ­ში გა­მო­დი­ო­და რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მუ­რი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ რაც ახლა ვი­ხი­ლეთ, ეს არის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­ტომ, რომ რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და რუ­სე­თის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბას.

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბა ჩა­ვარ­და და პუ­ტი­ნის მცდე­ლო­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თოს და რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც უკ­რა­ი­ნას­თან და­ა­კავ­ში­როს, სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მოხ­სნა - რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბა ისე სუს­ტად და მყი­ფედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რომ მათ დე­მონ­სტრან­ტე­ბის და პრო­ტეს­ტან­ტე­ბის და­კა­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­უძ­ლი­ათ, ხოლო ტე­რო­რის­ტულ ქმე­დე­ბა­ზე სა­თა­ნა­დო პა­სუხს ვერ სცე­მენ. ამი­ტომ უნდა პუ­ტინს რა­ღაც და­მა­ტე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი შექ­მნას, თით­ქოს ეს თა­ვი­სი ჩა­ვარ­დნა რა­ღა­ცით გა­ა­მარ­თლოს და უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ხა­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც სა­სა­ცი­ლო მცდე­ლო­ბაა. ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ეს არის შიდა მოხ­მა­რე­ბის პი­ა­რი, რომ­ლი­საც ნაკ­ლე­ბად სჯე­რათ თა­ვად რუ­სე­თის შიგ­ნი­თაც კი. გა­სა­გე­ბია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო, რო­მე­ლიც "თა­ლი­ბა­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის, თა­ვის მხრივ, თა­ლი­ბა­ნის მომ­ხრეა რუ­სე­თი. ცნო­ბი­ლია, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ და "თა­ლი­ბა­ნი“ ერ­თმა­ნეთს ავ­ღა­ნე­თის­თვის ებ­რძვის და რუ­სე­თი ორი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ერთ-ერთს (თა­ლი­ბანს) უჭერს მხარს. სრუ­ლი­ად რე­ა­ლის­ტუ­რი ვერ­სი­აა, რომ ტე­რაქ­ტი "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თავ­დას­ხმა მათ აი­ღეს სა­კუ­თარ თავ­ზე, რუ­სეთ­მა კი ვერ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა, ამი­ტო­მაც მო­იყ­ვა­ნეს სის­რუ­ლე­ში ეს აქტი.

ეს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და რუ­სე­თის მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ის სა­კი­თხთან რა­ი­მე კავ­შირ­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა. რუ­სეთს ახლა იმ­დე­ნად დიდი რე­სურ­სე­ბი აქვს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დარ­თუ­ლი, რომ მას ეს ტე­რაქ­ტი, უბ­რა­ლოდ, გა­ე­პა­რა. ჩვენ ახლა ვხე­დავთ იმას, რომ და­სავ­ლეთ­მა უკეთ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა, რო­დე­საც რუ­სე­თი წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ და ისიც ვნა­ხეთ, თა­ვად რუ­სეთ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ უგუ­ლე­ბელ­ყო, როცა ამ­ბობ­დნენ, გვა­ში­ნე­ბენ, მეტი არა­ფე­რიო. ეს არის რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ძალ­ზე ფა­ტა­ლუ­რი ჩა­ვარ­დნა, რაც იმ ფაქ­ტზე მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სე­თი შე­საძ­ლოა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­მა­ტე­ბით სა­მიზ­ნედ კვლავ იქ­ცეს - ტე­რო­რის­ტე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ში სი­სუს­ტე­ებს ეძე­ბენ და თუ და­ი­ნა­ხეს და და­ი­ჯე­რეს, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე საკ­მა­რი­სად სუს­ტია და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევს, შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კვლავ გა­მო­ვიდ­ნენ.

ტე­რო­რიზ­მი გან­კერ­ძო­ე­ბუ­ლი სა­კი­თხია და ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ას უფრო ახ­დენს ხოლ­მე, ვიდ­რე დაქ­საქ­სუ­ლო­ბას. სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ რუ­სეთს არ აქვს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი, ერ­თდრო­უ­ლად ებ­რძო­ლოს ტე­რო­რიზმსაც და სხვა ქვეყ­ნე­ბის და­პყრო­ბაც სცა­დოს.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლათინური
23

ჩავარდნაცაა და სირცხვილიც. რუსეთი ძირითადად მეგობრობს აღმოსავლური მენტალობის ქვეყნებთან. სადაც სისუსტე ყველაზე დიდი ნაკლია.

ახალ ხუხას,
37

რუსეთისთვის ეს ტერაქტი თუ სისუსტეზე მიუთითებს, იქნებ განმარტოთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში რაზე მიუთითებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ეს არის რუსეთის უშიშროების ძალზე ფატალური ჩავარდნა" - რას აჩვენებს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი: ქვეყანა ტერორისტების სამიზნე კვლავაც შეიძლება აღმოჩნდეს?

"ეს არის რუსეთის უშიშროების ძალზე ფატალური ჩავარდნა" - რას აჩვენებს მოსკოვში მომხდარი ტერაქტი: ქვეყანა ტერორისტების სამიზნე კვლავაც შეიძლება აღმოჩნდეს?

შესაძლოა, რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციების დამატებით სამიზნედ იქცეს.

22 მარტს მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზ "კროკუს სიტი ჰოლში“ განხორციელებულ ტერაქტზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ წამოუყენებია ოფიციალური ვერსია თავდასხმის დამკვეთთა და ორგანიზატორთა თაობაზე. როგორც ცნობილია, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“. ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე 137 ადამიანი და დაჭრილია ასზე მეტი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.

25 მარტს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რადგან გამოძიება გრძელდება და მკაფიო ვერსიები ჯერ არ არსებობს, ხელისუფლება საკონცერტო დარბაზის შენობაში მასობრივი მკვლელობის შესახებ არაფერს იტყვის.

როგორც BBC იუწყება, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო "ამაკმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედიან ტერორისტები საკონცერტო ცენტრის შენობაში, როგორ ხსნიან ცეცხლს და როგორ კლავენ ცივი იარაღით ძირს დაცემულ ერთ-ერთ ადამიანს.

ვიდეო გაფორმებულია არაბული სუბტიტრებით, რომლებიც თან ახლავს ტერორისტების მიერ გაჟღერებულ რელიგიურ ლოზუნგებს. ჩანაწერში ჩანს, როგორ უხსნის ავტომატიდან ცეცხლს ერთ-ერთი თავდამსხმელი შენობაში მყოფ ადამიანებს, მეორე კი როგორ ამხნევებს მას და მოუწოდებს, "მოკლას, არ დაინდოს ისინი".

"ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცებით, თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, ოთხივე დაკავებულია და მათგან მხოლოდ ერთი არ აღიარებს დანაშაულს.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ "პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

"კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო სივრცის მფლობელმა არაზ აგალაროვმა განაცხადა, რომ შენობაში ყველა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართულად მუშაობდა და რომ საკონცერტო ცენტრის დაცვამ ვერ მოახერხა შეიარაღებული თავდასხმის შეკავება.

გიორგი კობერიძე, პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი:

- რუსეთსა და "ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ომი დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს, ეს არახალია. გვახსოვს, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტების ბევრი სერია, მათ შორის 2015 წელს ეგვიპტიდან პეტერბურგისკენ შარმალ-შეიხი - პეტერბურგის რეისის აფეთქება და თვითმფრინავის ჩამოგდება. ასევე ხშირია, როდესაც "ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები დაპირისპირებაში შედიოდნენ რუსეთის სხვადასხვა ოლქებში და ცდილობდნენ ტერაქტების განხორციელებას...

ახლა, როდესაც რუსეთი მთლიანად გადართულია უკრაინაში ომზე და საგარეო პოლიტიკაზე, ნაკლები ყურადღება ეთმობა სხვა ლოკალურად მნიშვნელოვან უსაფრთხოების დეტალებს. სწორედ ეს მომენტი გამოიყენა და ამით ისარგებლა "ისლამურმა სახელმწიფომ“. მით უმეტეს, ეს არის "ისლამური სახელმწიფოს“ ხორასანის განშტოება, რომელიც ავღანეთში გვხვდება და მისი დიდი ნაწილი დაკომპლექტებულია შუა აზიელებით. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ შუა აზია დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის უკანა ეზოს წარმოადგენდა. თუკი ის ვერსია მართლაც დადასტურდა, რომ ტერორისტული ქმედება მოსკოვში მართლაც ტაჯიკების მიერაა განხორციელებული, რუსეთი თავად 90-იანი წლებიდან დგას ტაჯიკეთში და ვიცით, მაშინაც სწორედ ამ რეგიონში გამოდიოდა რადიკალური ისლამური ძალების წინააღმდეგ. ჩვენ რაც ახლა ვიხილეთ, ეს არის "ისლამური სახელმწიფოს“ გამოყენებული შესაძლებლობა იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, ნაკლები ყურადღება ეთმობოდა რუსეთის შიდა უსაფრთხოებას.

რუსეთის უშიშროება ჩავარდა და პუტინის მცდელობა, რომ ეს ყველაფერი მიმართოს და რაღაც დონეზე მაინც უკრაინასთან დააკავშიროს, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის მოხსნა - რუსეთის უშიშროება ისე სუსტად და მყიფედ გამოიყურება, რომ მათ დემონსტრანტების და პროტესტანტების დაკავება რამდენიმე წუთში შეუძლიათ, ხოლო ტერორისტულ ქმედებაზე სათანადო პასუხს ვერ სცემენ. ამიტომ უნდა პუტინს რაღაც დამატებითი საფეხური შექმნას, თითქოს ეს თავისი ჩავარდნა რაღაცით გაამართლოს და უფრო სერიოზული გახადოს საერთაშორისო ძალების მონაწილეობა, რაც სასაცილო მცდელობაა. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის შიდა მოხმარების პიარი, რომლისაც ნაკლებად სჯერათ თავად რუსეთის შიგნითაც კი. გასაგებია, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომელიც "თალიბანის“ წინააღმდეგ გამოდის, თავის მხრივ, თალიბანის მომხრეა რუსეთი. ცნობილია, რომ "ისლამური სახელმწიფო“ და "თალიბანი“ ერთმანეთს ავღანეთისთვის ებრძვის და რუსეთი ორი ტერორისტული ორგანიზაციიდან ერთ-ერთს (თალიბანს) უჭერს მხარს. სრულიად რეალისტური ვერსიაა, რომ ტერაქტი "ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა, თავდასხმა მათ აიღეს საკუთარ თავზე, რუსეთმა კი ვერ მოახდინა რეაგირება, ამიტომაც მოიყვანეს სისრულეში ეს აქტი.

ეს ტერორისტული აქტი განკერძოებული მოვლენაა და რუსეთის მიმდინარე აგრესიის საკითხთან რაიმე კავშირში ყველაზე ნაკლებადაა. რუსეთს ახლა იმდენად დიდი რესურსები აქვს სხვა მიმართულებით გადართული, რომ მას ეს ტერაქტი, უბრალოდ, გაეპარა. ჩვენ ახლა ვხედავთ იმას, რომ დასავლეთმა უკეთ მოახდინა რეაგირება, როდესაც რუსეთი წინასწარ გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ისიც ვნახეთ, თავად რუსეთმა ეს ინფორმაცია როგორ უგულებელყო, როცა ამბობდნენ, გვაშინებენ, მეტი არაფერიო. ეს არის რუსეთის უშიშროების ძალზე ფატალური ჩავარდნა, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ რუსეთი შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციების დამატებით სამიზნედ კვლავ იქცეს - ტერორისტები მოწინააღმდეგეებში სისუსტეებს ეძებენ და თუ დაინახეს და დაიჯერეს, რომ მოწინააღმდეგე საკმარისად სუსტია და წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, შესაძლებელი ხდება ხოლმე, რომ ამ ქვეყნების წინააღმდეგ კვლავ გამოვიდნენ.

ტერორიზმი განკერძოებული საკითხია და ის პოლიტიკური რეჟიმების კონსოლიდაციას უფრო ახდენს ხოლმე, ვიდრე დაქსაქსულობას. საბოლოოდ კი, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსი, ერთდროულად ებრძოლოს ტერორიზმსაც და სხვა ქვეყნების დაპყრობაც სცადოს.