როგორც ჩანს, კიმ კარდაშიანი შთაგონებას ყოფილი ქმრის, ქანიე ვესტის ახალი ცოლის ბიანკა ცენსორისგან იღებს და ჩაცმის სტილით ჰბაძავს. რეალითი შოუების ვარსკვლავმა "ინსტაგრამზე" ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ შიშველ სხეულზე დიდი ზომის ქურქი აცვია.
კარდაშიანმა ბიანკას ვარცხნილობაც მიბაძა.
რა თქმა უნდა, კიმის ახალ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ 43 წლის მილიარდერი ბიანკას ჰბაძავდა, ბევრმა მას "კიმ ცენსორი" უწოდა.
"კიმ ცენსორი!!! კიმ რას აკეთებ?!?!”, "ის ახლა ბიანკას მსგავსად იქცევა... რატომ ჰბაძავს ქანიეს ახალ ცოლს?" - ვკითხულობთ კომენტარებში.
ტაბლოიდები წერენ, რომ ქანიე ცდილობს, ბიანკა სკანდალური სტილით კიმ კარდაშიანზე უფრო პოპულარული გახადოს. მათივე მტკიცებით, რეპერი ცოლს ასეთი გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმას "აიძულებდა" და ამაზე ბიანკას ოჯახიც წუხილს გამოთქვამდა.
თუმცა პიარის ექსპერტი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი წყვილის გეგმის ნაწილია და ისინი უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობენ:
"ქანიე მშვენივრად ხედავს, როგორი შეშფოთებულია ხალხი და ცდილობს, რომ მათგან კიდევ უფრო მეტი რეაქცია მიიღოს. აქ ზღვარი უნდა გავავლოთ მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ეს ქანიეს კონტროლით ხდება და მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ეს ქალი თანამონაწილეა და ამ უცნაურ შოუში თვითონაცაა ჩართული. კი, ეს ყველაფერი უცნაურია, მაგრამ ამ სიტუაციას ყველა თვალს ვადევნებთ, მოგვწონს ეს, თუ არა",- დასძენს ექსპერტი.
ამათ კი მოაქვთთ თავი მსოფლიოს განვითარებულ, წინწასულ ადამიანებად, მაგრამ ხალხო, ამერიკას და საერთოდ დასავლეთს ასეთი ადამიანები და ლგბტ თემი გამოუყვანენ წირვას და ამის მომსწრეები ვართ ახლა. ეს ყოველგვარი სულიერებისაგან,მორალისაგან, წერიგისაგან დაცლა და პირველყოფილი ადამიანების,ცხოველების ინსტიქტებისაკენ დაღმასვლა მალე ბოლოს მოუღებს მაგ ქვეყნებს.
იქამდე დავეცით, რომ ამ მოსიარულე ვაგინების და ფალოსების ,,თავგადასავლებით" ვერთობით, ამბები გე?