ავტორი:

"წესით, ფეხბურთის დროს არ უნდა იწვიმოს" - როგორია დღევანდელი და უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

"წესით, ფეხბურთის დროს არ უნდა იწვიმოს" - როგორია დღევანდელი და უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?

საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინშია. გულშემატკივრებს აინტერესებთ ყველაფერი დღევანდელი მატჩის შესახებ, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორი ამინდი ელოდებათ სტადიონზე საგულშემატკივროდ მისულებს.

  • AMBEBI.GE დეტალური პროგნოზისთვის დაუკავშირდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროს სვეტლანა ნიორაძეს:

"დღეს დაიწყო დასავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში წვიმას ველოდებით. მაღალ მთაში თოვლს. თბილისში უკვე წვიმს და თუმცა, 4-5 საათისთვის, სავარაუდოდ, შეწყდება წვიმა, წესით, ფეხბურთის დროს არ უნდა იწვიმოს და ქარი გაძლიერდეს. ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების. ძლიერი ქარია მოსალოდნელი და რამდენად შეუშლის ხელს ფეხბურთელებს თამაშში, მაგის პროგნოზის მე ვერ გავაკეთებ.

ძლიერი ქარი თბილისში და ზოგადად საქართველოში მთელი ღამე იქროლებს და ხვალაც, მთელი დღის განმავლობაში.

ხვალ დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან - ქარბუქი. ხვალ გამოიდარებს ყველგან, დღის მეორე ნახევარში. 28-29 მარტს მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში 18-23 გრადუსი. აღმოსავლეთშიც მოიმატებს ტემპერატურა და 14-18 გრადუსამდე დათბება. თუმცა ღამის საათებში იქნება დაბალი ტემპერატურა." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრა დღეს "დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდება.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ასევე იხილეთ: