პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზრუნვის 1 საათი დედამიწას - "თეგეტა" გარემოსდაცვით აქტივობას "დედამიწის საათს" შეუერთდა
ზრუნვის 1 საათი დედამიწას - "თეგეტა" გარემოსდაცვით აქტივობას "დედამიწის საათს" შეუერთდა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ გლო­ბა­ლურ გა­რე­მოს­დაც­ვით აქ­ტი­ვო­ბას „დე­და­მი­წის სა­ათს“ შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც წელს 23 მარტს აღი­ნიშ­ნა. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჰოლ­დინ­გის ფი­ლი­ა­ლებ­ში 20:30-დან 21:30-მდე არა­სა­ჭი­რო ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა.

„დე­და­მი­წის სა­ა­თი” მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბაა, რომ­ლის დრო­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ველ წელს ერთი სა­ა­თით უარს ამ­ბობს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რი­თაც მხარს უჭერს დე­და­მი­წის მწვა­ნე და უსაფრ­თხო მო­მა­ვალს. „დე­და­მი­წის სა­ა­თი“ პირ­ვე­ლად 2007 წელს ავ­სტრა­ლი­ა­ში ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონდმა (WWF) აღ­ნიშ­ნა. სიდ­ნე­ი­ში სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბის სიმ­ბო­ლუ­რი და ერთჯე­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წა­მო­წყე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბამ ისე­თი მას­შტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა, რომ მას მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა ყუ­რა­დღე­ბას ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ამახ­ვი­ლებს, რო­გო­რე­ბი­ცაა კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­რე­მოს დაც­ვა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პლა­ნე­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად. გა­სულ წელს, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, 190-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით პლა­ნე­ტას 410,000 სა­ა­თი ვა­ჩუ­ქეთ.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „დე­და­მი­წის სა­ა­თის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­რე­მოს დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის კი­დევ ერთხელ შეხ­სე­ნე­ბაა. „თე­გე­ტა“, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა ამ გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას, რათა ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვა­ში, რაც, ვფიქ­რობთ, ამ სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ჩვენს ფი­ლი­ა­ლებ­ში არა­სა­ჭი­რო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მორ­თვით კი­დევ ერთ ნა­ბიჯს გა­დავ­დგამთ პლა­ნე­ტის უსაფრ­თხო მო­მავ­ლის­კენ. გლო­ბა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის გარ­და, გვქონ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­აც, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია „დე­და­მი­წის სა­ა­თის“ შე­სა­ხებ და მო­ვუ­წო­დეთ, სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ამ დღეს ერთი სა­ა­თით უარი ეთ­ქვათ არა­სა­ჭი­რო ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე და ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ გა­რე­მოს დაც­ვით აქ­ტი­ვო­ბა­ში. გვი­ხა­რია, რომ „თე­გე­ტა­სა“ და მისი დიდი გუნ­დის ჩარ­თუ­ლო­ბით დე­და­მი­წას ზრუნ­ვის ერთი სა­ა­თი ვა­ჩუ­ქეთ.“

გა­რე­მოს დაც­ვა­ზე ზრუნ­ვა „თე­გე­ტას“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია. კომ­პა­ნია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვის სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022 წელს ჰოლ­დინგს კი­დევ ერთი შვი­ლო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“ შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ნარ­ჩე­ნი ზე­თე­ბი, აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი და სა­ბუ­რა­ვე­ბი კომ­პა­ნი­ის შეგ­რო­ვე­ბის პუნ­ქტებ­ში ჩა­ა­ბა­რონ. ამის შემ­დეგ „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“ უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­სა და ლი­ცენ­ზი­რე­ბულ გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ში ჩა­ბა­რე­ბას.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

123.
0

 მაგ პოპულიზმს ჯობია ნაგავი ავტო ნაწილები არ გაყიდოთ უფრო დაეხმარებით ბუნებასაც და ხალხსაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ზრუნვის 1 საათი დედამიწას - "თეგეტა" გარემოსდაცვით აქტივობას "დედამიწის საათს" შეუერთდა

ზრუნვის 1 საათი დედამიწას - "თეგეტა" გარემოსდაცვით აქტივობას "დედამიწის საათს" შეუერთდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ გლობალურ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა, რომელიც წელს 23 მარტს აღინიშნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰოლდინგის ფილიალებში 20:30-დან 21:30-მდე არასაჭირო ელექტროენერგია გაითიშა.

„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი აქტივობაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ყოველ წელს ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. „დედამიწის საათი“ პირველად 2007 წელს ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) აღნიშნა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა აქტივობამ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებიც შეუერთდნენ.

გლობალური ინიციატივა ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტის გადასარჩენად. გასულ წელს, ამ ინიციატივის ფარგლებში, 190-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანებისა და პასუხისმგებლობიანი ინსტიტუტების გაერთიანებით პლანეტას 410,000 საათი ვაჩუქეთ.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „დედამიწის საათის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენებაა. „თეგეტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სიამოვნებით შეუერთდა ამ გლობალურ კამპანიას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში, რაც, ვფიქრობთ, ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენს ფილიალებში არასაჭირო ელექტროენერგიის გამორთვით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ პლანეტის უსაფრთხო მომავლისკენ. გლობალურ აქტივობაში ჩართულობის გარდა, გვქონდა საინფორმაციო კამპანიაც, რომლის ფარგლებშიც ჩვენს თანამშრომლებს მივაწოდეთ ინფორმაცია „დედამიწის საათის“ შესახებ და მოვუწოდეთ, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ამ დღეს ერთი საათით უარი ეთქვათ არასაჭირო ელექტროენერგიაზე და ჩართულიყვნენ გარემოს დაცვით აქტივობაში. გვიხარია, რომ „თეგეტასა“ და მისი დიდი გუნდის ჩართულობით დედამიწას ზრუნვის ერთი საათი ვაჩუქეთ.“

გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვის სხვადასხვა ღონისძიებაში და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა, რომელიც კომპანიის კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS