კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“ - მილას წერილი ქეით მიდლტონს, რომელიც თავის დროზე პატარა გოგონას ლეიკემიის დამარცხებაში დაეხმარა
"შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“ - მილას წერილი ქეით მიდლტონს, რომელიც თავის დროზე პატარა გოგონას ლეიკემიის დამარცხებაში დაეხმარა

გა­სულ კვი­რას, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცე­სა სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­სახ­ლეს ქეით მიდლტო­ნის დი­აგ­ნოზ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურ­და, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლის გამო იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რომ გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

მიდლტონ­მა ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყო, რომ ქე­ითს იან­ვარ­ში ჩა­უ­ტარ­და მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია, რის შემ­დე­გაც სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. პრინ­ცე­სა ახლა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა. ქე­ი­თი მი­მარ­თვა­ში და­ა­ვა­დე­ბის დე­ტა­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უმ­ტკივ­ნე­უ­ლო უნდა იყოს მისი შვი­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ სა­მე­ფო ოჯა­ხის სურ­ვი­ლია და­ცუ­ლი იყოს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა.

ქე­ი­თის ამ­ბავ­მა 7 წლის მილა სნე­დო­ნამ­დეც მი­აღ­წია. გო­გო­ნას ოთხი წლის ასაკ­ში ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 2020 წელს ქეით მიდლტო­ნი და მისი მე­უღ­ლე უი­ლი­ა­მი კუ­რი­რებ­დნენ პრო­ექტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იღებ­დნენ ფო­ტო­ებს, რაც გა­მო­ხა­ტავ­და იმ სიძ­ნე­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც მათ პან­დე­მი­ის დროს შეხ­ვდათ. მილა ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო, რომ­ლის ფო­ტოც პრო­ექ­ტში მოხ­ვდა და პრინ­ცე­სა მას ორ­ჯერ შეხ­ვდა. ფო­ტო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლია ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც გო­გო­ნა მა­მას ფან­ჯრი­დან კოც­ნას უგ­ზავ­ნის, ამ დროს მილა ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზით ინ­ტენ­სი­უ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ო­და.

ფოტო, სა­ხელ­წო­დე­ბით Shielding Mila, გო­გო­ნას დე­დამ ლინ­დამ გა­და­ი­ღო და იყო ერთ-ერთი 100 სუ­რა­თი­დან, რო­მე­ლიც ქე­ი­თის წიგნ­ში "Hold Still: A Portreit of Our Nation 2020" შე­ვი­და.

მას შემ­დეგ, ქე­ით­მა პა­ტა­რა გო­გო­ნას და­უ­რე­კა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რი­სას მი­ლამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა უთხრა ქე­ითს, რომ სი­ა­მოვ­ნებს ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა, იცის მისი და უი­ლი­ა­მის ყვე­ლა შვი­ლის სა­ხე­ლი და მოს­წონს ვარ­დის­ფე­რი - შემ­დეგ კი პრინ­ცე­სას სთხო­ვა, რომ შეხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში ვარ­დის­ფე­რი კაბა ჩა­ეც­ვა.

ქე­ით­მა მი­ლას და­ნა­პი­რე­ბი შე­უს­რუ­ლა და შეხ­ვედ­რი­სას სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ლას­თვის ვარ­დის­ფე­რი კაბა ჩა­იც­ვა. "მინ­და ძლი­ე­რად ჩა­გე­ხუ­ტო... მომ­წონს შენი კაბა, შე­გიძ­ლია დატ­რი­ალ­დე?" - უთხრა იმ დღეს მი­ლამ პრინ­ცე­სას.

მას შემ­დეგ, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე­ჯერ კი­დევ და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მილა სა­სახ­ლე­ში შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზეც მი­იწ­ვი­ეს.

გო­გო­ნამ მო­ა­ხერ­ხა და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა. ახლა კი, რო­დე­საც ქე­ი­თის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გა­ი­გო, პრინ­ცე­სას მის­წე­რა, რომ ამ სენს ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­უმკლავ­დე­ბო­და.

"შენ მა­მა­ცი ხარ ისე­ვე, რო­გორც მე და შენც იბ­რძო­ლებ ისე, რო­გორც მე ვიბ­რძო­ლე“, - მი­მარ­თავს მილა ქე­ითს და დას­ძენს: "იმე­დი მაქვს, რომ მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. მას სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ."

"ქე­ი­თის ვი­დეო მი­ლას რე­მი­სი­ის ორი წლის­თავ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. მილა მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, რომ სურ­და ქე­ი­თის­თვის ბა­რა­თი მი­ე­წე­რა. წლე­ბის წინ ქე­ით­მა მი­ლას მი­მართ დიდი თა­ნაგ­რძნო­ბა, ზრუნ­ვა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის დროს, ასე­ვე მის შემ­დეგ, ამი­ტომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ბავ­შვის­თვის მისი ვი­დე­ოს ნახ­ვა. მილა ამ ამ­ბავს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან აკავ­ში­რებს“, - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lamaras
9

ლამარა ძალიან შეუხედავი ხომ არა ხარ? რაღაც ძალიან ბოღმით აკომენტარებ ორი ჭკვიანი და მშვენიერი ქალბატონის წინააღმდეგ ან უფრო უარესი კოსმოპოლიტი ხარ, არაფერი ჩვენებური არ მოგწონს სამაგიეროდ უცხო თურმე ყველაფერი კარგია არა?

მოქალაქე
2

ქეითს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს თავის ოჯახთან ერთად! ხშირად გავეხარებინეთ თავისი ლამაზი გამოსვლებით..., ის მხოლოდ ინგლისის პრინცესა არ არის , ის მსოფლიო პრინცესაა პრინცესებს შორის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“ - მილას წერილი ქეით მიდლტონს, რომელიც თავის დროზე პატარა გოგონას ლეიკემიის დამარცხებაში დაეხმარა

"შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“ - მილას წერილი ქეით მიდლტონს, რომელიც თავის დროზე პატარა გოგონას ლეიკემიის დამარცხებაში დაეხმარა

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. თავდაპირველად სასახლეს ქეით მიდლტონის დიაგნოზზე საუბარი არ სურდა, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებულები გახდნენ, რომ განცხადება გაეკეთებინათ.

მიდლტონმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეომიმართვიდან საზოგადოებამ შეიტყო, რომ ქეითს იანვარში ჩაუტარდა მუცლის ღრუს ოპერაცია, რის შემდეგაც სიმსივნე დაუდგინდა. პრინცესა ახლა ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპზეა. ქეითი მიმართვაში დაავადების დეტალებზე არ ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უმტკივნეულო უნდა იყოს მისი შვილებისთვის, ამიტომ სამეფო ოჯახის სურვილია დაცული იყოს კონფიდენციალურობა.

ქეითის ამბავმა 7 წლის მილა სნედონამდეც მიაღწია. გოგონას ოთხი წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. 2020 წელს ქეით მიდლტონი და მისი მეუღლე უილიამი კურირებდნენ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთის მოქალაქეები იღებდნენ ფოტოებს, რაც გამოხატავდა იმ სიძნელეებს, რომლებიც მათ პანდემიის დროს შეხვდათ. მილა ერთ-ერთი მათგანი იყო, რომლის ფოტოც პროექტში მოხვდა და პრინცესა მას ორჯერ შეხვდა. ფოტოზე გადაღებულია ის მომენტი, როდესაც გოგონა მამას ფანჯრიდან კოცნას უგზავნის, ამ დროს მილა ლეიკემიის დიაგნოზით ინტენსიური ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა.

ფოტო, სახელწოდებით Shielding Mila, გოგონას დედამ ლინდამ გადაიღო და იყო ერთ-ერთი 100 სურათიდან, რომელიც ქეითის წიგნში "Hold Still: A Portreit of Our Nation 2020" შევიდა.

მას შემდეგ, ქეითმა პატარა გოგონას დაურეკა. სატელეფონო ზარისას მილამ აღფრთოვანებულმა უთხრა ქეითს, რომ სიამოვნებს ძაღლის გასეირნება, იცის მისი და უილიამის ყველა შვილის სახელი და მოსწონს ვარდისფერი - შემდეგ კი პრინცესას სთხოვა, რომ შეხვედრის შემთხვევაში ვარდისფერი კაბა ჩაეცვა.

ქეითმა მილას დანაპირები შეუსრულა და შეხვედრისას სპეციალურად მილასთვის ვარდისფერი კაბა ჩაიცვა. "მინდა ძლიერად ჩაგეხუტო... მომწონს შენი კაბა, შეგიძლია დატრიალდე?" - უთხრა იმ დღეს მილამ პრინცესას.

მას შემდეგ, ისინი რამდენიმეჯერ კიდევ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მილა სასახლეში შობის დღესასწაულზეც მიიწვიეს.

გოგონამ მოახერხა დაავადების დამარცხება. ახლა კი, როდესაც ქეითის დიაგნოზის შესახებ გაიგო, პრინცესას მისწერა, რომ ამ სენს ის აუცილებლად გაუმკლავდებოდა.

"შენ მამაცი ხარ ისევე, როგორც მე და შენც იბრძოლებ ისე, როგორც მე ვიბრძოლე“, - მიმართავს მილა ქეითს და დასძენს: "იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ."

"ქეითის ვიდეო მილას რემისიის ორი წლისთავზე გამოქვეყნდა. მილა მომიბრუნდა და მითხრა, რომ სურდა ქეითისთვის ბარათი მიეწერა. წლების წინ ქეითმა მილას მიმართ დიდი თანაგრძნობა, ზრუნვა და მხარდაჭერა გამოავლინა, როგორც მკურნალობის დროს, ასევე მის შემდეგ, ამიტომ ძალიან ემოციური იყო ბავშვისთვის მისი ვიდეოს ნახვა. მილა ამ ამბავს საკუთარ ჯანმრთელობასთან აკავშირებს“, - ამბობს გოგონას დედა.

იხილეთ ასევე: