პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიგერიის არმიამ მძევლად აყვანილი 137 მოსწავლე გაათავისუფლა - რა ხდება ცნობილი?
ნიგერიის არმიამ მძევლად აყვანილი 137 მოსწავლე გაათავისუფლა - რა ხდება ცნობილი?

ნი­გე­რი­ის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ 137 მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც 7 მარტს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ სკო­ლი­დან გა­ი­ტა­ცა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში კა­დუ­ნას შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა უბა სა­ნიმ ისიც დას­ძი­ნა, რომ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ოჯა­ხებს ის პი­რა­დად შეხ­ვდა: "მეც ბედ­ნი­ე­რი ვარ და მათი ოჯა­ხე­ბიც. ყვე­ლას გვი­ხა­რია, რომ ბავ­შვე­ბი ვიხ­სე­ნით".

ამას გარ­და, სა­ნიმ ისიც გა­ამ­ხი­ლა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბულ­თა შო­რის იყო, "გარ­კვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის" შექ­მნის შემ­დეგ, ტყვე­ო­ბა­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. მთავ­რო­ბას და­ღუ­პუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ სხვა დე­ტა­ლე­ბი აღარ გა­უვრცე­ლე­ბია.

სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ დაჯ­გუ­ფე­ბამ 7 მარტს კუ­რი­გას ქა­ლა­ქი­დან სულ 287 მოს­წავ­ლე გა­ი­ტა­ცა.

სამ­ხედ­რო სპი­კე­რის თქმით 137 ტყვე (76 გო­გო­ნა და 61 ბიჭი) მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე შტატ ზამ­ფა­რა­დან კვი­რას დი­ლით იხ­სნეს: "24 მარტს, სამ­ხედ­რო­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სამ­თავ­რო­ბო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია მო­ა­წყვეს და მძევ­ლე­ბი გა­ა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს."

  • ერთ-ერთი წყა­როს თქმით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ტყე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე მათ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბა ტყვე­თა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად $620 000-ს ითხოვ­და და თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი მოკ­ვლით იმუქ­რე­ბო­და.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ნიგერიის არმიამ მძევლად აყვანილი 137 მოსწავლე გაათავისუფლა - რა ხდება ცნობილი?

ნიგერიის არმიამ მძევლად აყვანილი 137 მოსწავლე გაათავისუფლა - რა ხდება ცნობილი?

ნიგერიის მთავრობა აცხადებს, რომ 137 მოსწავლე, რომლებიც 7 მარტს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სკოლიდან გაიტაცა, გათავისუფლებულები არიან. სატელევიზიო მიმართვაში კადუნას შტატის გუბერნატორმა უბა სანიმ ისიც დასძინა, რომ გატაცებული ბავშვების ოჯახებს ის პირადად შეხვდა: "მეც ბედნიერი ვარ და მათი ოჯახებიც. ყველას გვიხარია, რომ ბავშვები ვიხსენით".

ამას გარდა, სანიმ ისიც გაამხილა, რომ მასწავლებელი, რომელიც გატაცებულთა შორის იყო, "გარკვეული გართულებების" შექმნის შემდეგ, ტყვეობაშივე გარდაიცვალა. მთავრობას დაღუპული მასწავლებლის შესახებ სხვა დეტალები აღარ გაუვრცელებია.

სკოლის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფებამ 7 მარტს კურიგას ქალაქიდან სულ 287 მოსწავლე გაიტაცა.

სამხედრო სპიკერის თქმით 137 ტყვე (76 გოგონა და 61 ბიჭი) მეზობლად მდებარე შტატ ზამფარადან კვირას დილით იხსნეს: "24 მარტს, სამხედროებმა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამთავრობო სააგენტოებთან შეთანხმებულად მუშაობდნენ, კოორდინირებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მოაწყვეს და მძევლები გააათავისუფლეს."

  • ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოსწავლეები ტყეში გაათავისუფლეს და ოჯახებში დაბრუნებამდე მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება ტყვეთა გასათავისუფლებლად $620 000-ს ითხოვდა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათი მოკვლით იმუქრებოდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა