საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის მეუღლის იდუმალებით მოცული სიკვდილი და ბელადის არასრულწლოვანი საყვარლის ისტორია
სტალინის მეუღლის იდუმალებით მოცული სიკვდილი და ბელადის არასრულწლოვანი საყვარლის ისტორია

ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას, რო­მე­ლიც ყოვ­ლის­შემ­ძლე ხალ­ხის მა­მის მე­ო­რე ცოლი იყო, თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე, ის­ტო­რი­კო­სე­ბი დღემ­დე კა­მა­თო­ბენ. ერთ-ერთი ვერ­სია - ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ვინ არის ის, უც­ნო­ბი მე­ტო­ქე?

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო

რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, ის გახ­ლდათ სა­ხალ­ხო კო­მის­რის, ლა­ზარ კა­გა­ნო­ვი­ჩის ძმის­შვი­ლი, 17 წლის მზე­თუ­ნა­ხა­ვი როზა კა­გა­ნო­ვი­ჩი. ბე­ლა­დი­სა და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფი მათი ვაჟი იური იყო, რო­მე­ლიც ისე მოკ­ვდა, რომ ვერ გა­ი­გო, ვინ იყო მისი ნამ­დვი­ლი მამა.

1932 წლის 8 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს კრემ­ლის ელი­ტა კლი­მენ­ტი ვო­რო­ში­ლო­ვის სახ­ლში ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ის 15 წლის­თავს ზე­ი­მობ­და. მა­შინ მო­მა­ვა­ლი მარ­შა­ლი ალექ­სან­დრ ეგო­რო­ვი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ღა­მო­ზე მზე­თუ­ნა­ხავ ცოლ­თან - მსა­ხი­ობ გა­ლი­ნა ცეშ­კოვ­სკა­ი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და. კარ­გად შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი სტა­ლი­ნი პუ­რის­გან ბურ­თუ­ლებს აკე­თებ­და, ქა­ლის მა­დი­საღ­მძვრელ დე­კოლ­ტეს უმიზ­ნებ­და და ეს­რო­და. ამ გუ­ლი­სამ­რევ სცე­ნას სტა­ლი­ნის ცოლი ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვა უყუ­რებ­და და სა­შინ­ლად ნერ­ვი­უ­ლობ­და. სიბ­რა­ზის­გან სა­წყა­ლი ქალი ხან ფით­რდე­ბო­და, ხან წით­ლდე­ბო­და. მთვრალ­მა ბე­ლად­მა ცოლს მან­და­რი­ნის ქერ­ქი ეს­რო­ლა.

- ეი, შენ! რა­ტომ არ სვამ? - უკ­მა­ყო­ფი­ლოდ შე­ე­კი­თხა ნა­დეჟ­დას. ალი­ლუ­ე­ვამ ხმა­უ­რი­ა­ნად გას­წია სკა­მი, ოთა­ხი­დან გა­ვარ­და და კარი მი­ი­ჯა­ხუ­ნა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში იგი შუბლგახ­ვრე­ტი­ლი იპო­ვეს. ნა­დეჟ­დამ თავი მო­იკ­ლა თუ სტა­ლინ­მა მო­აკ­ვლე­ვი­ნა - ის­ტო­რი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად დარ­ჩა. დღემ­დე არ არის დად­გე­ნი­ლი ის ფაქ­ტიც, რა იყო ოჯა­ხუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი. ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, სტა­ლი­ნის უტ­აქტო საქ­ცი­ელ­მა 31 წლის ქალს მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ბო­ლომ­დე აუვ­სო, მან კარ­გად იცო­და: 52 წლის ქმარს ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და და ამ სა­ზა­რელ ფაქტს მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და.

"ოქ­ტომ­ბრის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის 15 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ სტა­ლი­ნი ღამე შინ არ მი­სუ­ლა, - იხ­სე­ნებ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი. - ნა­დეჟ­და სერ­გე­ევ­ნამ ზუ­ბა­ლო­ვოს აგა­რაკ­ზე და­რე­კა. მას აუ­წყეს, რომ მისი მე­უღ­ლე ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის­ვე­ნებ­და" - ამის გამ­გო­ნე ალი­ლუ­ე­ვამ თა­ვის მოკ­ვლა გა­და­წყვი­ტა.

იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს ვის­თან ატ­არებ­და დროს გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სი, უცნო­ბია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მის გვერ­დით არა­ნა­ი­რი საყ­ვა­რე­ლი არ ყო­ფი­ლა. გა­დამ­თვრალ ბე­ლადს შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ჩა­ე­ძი­ნა და მა­ინც, სტა­ლი­ნის გა­რე­მოც­ვი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მას ერთ ქალ­თან ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და: მას როზა კა­გა­ნო­ვი­ჩი ერ­ქვა, იგი სტა­ლი­ნის თა­ნა­მებ­რძო­ლის, ლა­ზარ კა­გა­ნო­ვი­ჩის ძმის­შვი­ლი იყო. ბე­ლა­დის ფა­ვო­რი­ტის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი რა­ქე­ლია. გო­გო­ნა სტა­ლინ­მა კრემ­ლის ერთ-ერთ ბან­კეტ­ზე გა­იც­ნო. ხა­ვერ­დის­თვა­ლა, შავ­თმი­ან­მა გო­გო­ნამ მა­შინ­ვე მი­ი­პყრო მისი ყუ­რა­დღე­ბა. ბი­ძი­ამ ძმის­შვილს აუხ­სნა, რომ სტა­ლი­ნის ყუ­რა­დღე­ბა­ზე უა­რის თქმა არ ღირ­და. ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა პარ­ტი­ულ­მა სა­მე­ულ­მა - მო­ლო­ტოვ­მა, ბე­რი­ამ და კა­გა­ნო­ვიჩ­მა გა­და­წყვი­ტეს, გე­ნე­რა­ლი­სი­მუს­ზე გავ­ლე­ნის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გო­გო­ნა თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

სტა­ლინს საყ­ვარ­ლის სიყ­მაწ­ვი­ლე არ აშ­ფო­თებ­და. მო­მა­ვალ ცოლ­თან, ნა­დეჟ­დას­თან, მა­შინ გა­ა­ბა რო­მა­ნი, როცა გო­გო­ნა სულ 16 წლის იყო.

- როზა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი ქალი იყო, - ჰყვე­ბო­და სერ­გო ბე­რია, ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ვაჟი, მაგ­რამ სტა­ლი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი მა­ინც ვერ გახ­და, მის­გან ვაჟი კი გა­ა­ჩი­ნა.

ალი­ლუ­ე­ვას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მმარ­თვე­ლი პარ­ტია სტა­ლი­ნის და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლობ­და. აი, რას წერს ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კოს-პუბ­ლი­ცის­ტი დი­მიტ­რი ვოლ­კო­გო­ნო­ვი: "ადა­მი­ა­ნებ­მა მისი გა­რე­მოც­ვი­დან გა­და­წყვი­ტეს კო­ბას კი­დევ ერთხელ ექორ­წი­ნა - ბე­ლა­დის ახლო მე­გობ­რის ერთ-ერთ ნა­თე­სავ­ზე. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, მაგ­რამ მი­ზე­ზი მხო­ლოდ ქვრი­ვის­თვი­საა ცნო­ბი­ლი, ქორ­წი­ნე­ბა არ შედ­გა".

და­დი­ო­და ჭო­რე­ბი, თით­ქოს სტა­ლინს სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ამის შე­სა­ხებ ერთხელ მი­ხა­ილ კა­ლი­ნინს შეს­ჩივ­ლა... სა­კავ­ში­რო მე­ქალ­თა­ნემ და ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბელ­მა პატ­რონს გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რო­მე­ლიც თა­ვად ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი და შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი იყო. ექიმ დი­მიტ­რი პლეტ­ნე­ვის და­მოწ­მე­ბით პი­რა­დად მან, ორ ექიმ­თან ერ­თად, იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძეს ჯირ­კვა­ლი გა­და­უ­ნერ­გა. მად­ლი­ერ­მა სტა­ლინ­მა ექიმს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან რა­ფა­ე­ლის ნა­ხა­ტის "ქრის­ტე ეკ­ლი­ა­ნი გვირ­გვი­ნით" ორი­გი­ნა­ლი აჩუ­ქა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1938 წელს პლეტ­ნე­ვი, რო­გორც "ექი­მი-მომ­წამ­ვლე­ლი", დახ­ვრი­ტეს.

1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს საბ­ჭო­თა ელი­ტურ წრე­ებ­ში ჭო­რა­ობ­დნენ ახალ­გაზ­რდა საყ­ვარ­ლის ბე­ლად­ზე უჩ­ვე­უ­ლო გავ­ლე­ნა­ზე. ამ­ბობ­დნენ, სტა­ლინ­თან მიღ­წე­ვა მხო­ლოდ "როზა კა­გა­ნო­ვი­ჩის სა­ლო­ნის" გავ­ლით შე­იძ­ლე­ბაო. სტა­ლი­ნის "მე­სა­მე" ცო­ლის გავ­ლე­ნი­ა­ნო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის­თვის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­სა­ჯა.

თა­ვის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ში რო­ზას ნე­ტა­რი მატ­რო­ნაც იხ­სე­ნი­ებ­და, რომ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაც სა­მა­მუ­ლო ომის დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ერთ-ერთი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­სას მატ­რო­ნამ თქვა, რომ სტა­ლი­ნი თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით არ მოკ­ვდე­ბო­და - კა­გა­ნო­ვი­ჩის ძმის­შვი­ლი ბა­ლი­შით და­ახ­რჩობ­და.

სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ როზა გა­თხოვ­და და გვა­რი გა­მო­იც­ვა­ლა. რო­დე­საც ლა­ზა­რე მა­ი­სე­ვიჩს ძმის­შვილ­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ, იგი ამ­ბობ­და, თით­ქოს­და როზა ქმარ­თან ერ­თად როს­ტოვ­ში ცხოვ­რობ­და, მოს­კოვ­ში კი მხო­ლოდ ომის შემ­დეგ ჩა­ვი­და. მისი მტკი­ცე­ბით, გრა­ნოვ­სკის ქუ­ჩა­ზე მას ცუდი სახ­ლი მი­სცეს. მაგ­რამ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კრემ­ლის ამ თვალ­სა­ჩი­ნო სახ­ლებ­ში, უბ­რა­ლოდ, არ იყო ცუდი ბი­ნე­ბი. როზა კა­გა­ნო­ვიჩ­მა ღრმა სი­ბე­რემ­დე იცხოვ­რა და ლა­ზარ კა­გა­ნო­ვი­ჩის სიკ­ვდი­ლი­დან სამი წლის შემ­დეგ, 1994 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

1930-იანი წლის ბო­ლოს რო­ზამ სტა­ლი­ნის­გან ვაჟი გა­ა­ჩი­ნა. ბავ­შვი კა­გა­ნო­ვი­ჩე­ბის ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. ბი­ჭუ­ნას იური ერ­ქვა და ძა­ლი­ან ჰგავ­და ქარ­თველს. დე­და­მი­სი სა­დღაც წა­ვი­და და პა­ტა­რა ბი­ძას და­უ­ტო­ვა, - იხ­სე­ნებ­და სერ­გო ბე­რია.

ლა­ზარ კა­გა­ნო­ვი­ჩი მრა­ვა­ლი წელი ცხოვ­რობ­და ცოლ­თან მა­რია პრი­ვო­როტსკა­ი­ას­თან ერ­თად. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი არ ჰყო­ლია. კა­გა­ნო­ვიჩს პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან ჰყავ­და ქა­ლიშ­ვი­ლი მაია. ოჯახ­ში იუ­რის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ ლა­ზარ კა­გა­ნო­ვი­ჩი ჰყვე­ბო­და, თით­ქოს­და მან ობო­ლი ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა და ქა­ლიშ­ვილს სთხო­ვა ბავ­შვთა სახ­ლში მო­ე­ძებ­ნა პა­ტა­რა. თით­ქოს თა­ვი­დან მა­ი­ამ შინ ქერა ბავ­შვი მი­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ოჯა­ხურ საბ­ჭო­ზე გა­და­წყვი­ტეს, რომ იგი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტო­მაც შავგვრე­მა­ნი ბავ­შვის მო­ძებ­ნას შე­უდ­გნენ...

ვინ იყო იური

პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნის "კრემ­ლის ცო­ლე­ბის" ავ­ტო­რი ლა­რი­სა ვა­სი­ლი­ე­ვა ცდი­ლობ­და გა­ერ­კვია, ვინ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში იური კა­გა­ნო­ვი­ჩი. მან მო­ძებ­ნა მისი პირ­ვე­ლი ცოლი - სე­რა­ფი­მა მი­ხა­ი­ლოვ­ნა. სე­რა­ფი­მამ იური მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც იგი სა­არ­ტი­ლე­რიო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და, შემ­დეგ ჟუ­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა.

- იუ­რას ძი­რი­თა­დად "ოპე­რუ­ლად" ზრდიდ­ნენ, რო­გორც ჩვენ ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­კებს ვუ­წო­დებ­დით, - იხ­სე­ნებ­და სე­რა­ფი­მა მი­ხა­ი­ლოვ­ნა, - სწო­რედ მათ და­ა­წყე­ბი­ნეს სმაც. იურა მე­ქალ­თა­ნე იყო, მოლ­ხე­ნა უყ­ვარ­და.

და­ლე­ვა მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც კა­გა­ნო­ვი­ჩი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იური ენ­გელსში სა­ვერ­ტა­ლი­ო­ტო ბა­ზა­ზე სა­მუ­შა­ოდ გაგ­ზავ­ნეს. ყო­ფი­ლი ცო­ლის გად­მო­ცე­მით, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, როცა სას­მელ­ზე ფული არ ჰყოფ­ნი­და, სახ­ლი­დან ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო. შეშ­ფო­თე­ბულ­მა სე­რა­ფი­მამ დახ­მა­რე­ბის­თვის ლა­ზარ კა­გა­ნო­ვიჩს მი­მარ­თა. გან­რის­ხე­ბულ­მა მო­ხუც­მა შვი­ლო­ბილს ბი­ლი­არ­დის კიი ჩა­არ­ტყა თავ­ში. შემ­დეგ აგა­რა­კი­დან კურ­დღლე­ბის მო­პარ­ვის­თვის სა­ერ­თოდ გა­აგ­დო ში­ნი­დან. იური ჯერ ირ­კუტსკში, შემ­დეგ მირ­ნი­ში გა­და­ბარ­გდა სა­ცხოვ­რებ­ლად. ელი­ტუ­რი ოჯა­ხის ნა­ში­ერ­მა თა­ვი­სი ლო­თო­ბით ყვე­ლას ისე მო­ა­ბეზ­რა თავი, რომ იგი ქა­ლაქკო­მის მდი­ვან­მა გა­მო­ი­ძა­ხა: "რო­მელ თვითმფრი­ნავ­შიც გინ­და ჩაგ­სვამ, მხო­ლოდ გაფ­რინ­დი!" 60 წლის იური ჩეჩ­ნეთ­ში გაფ­რინ­და. იქ ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლი. გა­მუდ­მე­ბუ­ლი ლო­თო­ბის­გან იუ­რის გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო და 1976 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

კვლავ გე­ნე­რა­ლი­სი­მუ­სის საყ­ვა­რელ ქა­ლებ­ზე

* სტა­ლი­ნის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი ეკა­ტე­რი­ნე სვა­ნი­ძე იყო. იგი 1907 წლის 22 ნო­ემ­ბერს ტი­ფით თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მან ბე­ლადს გა­უ­ჩი­ნა უფ­რო­სი ვაჟი ია­კო­ბი.

* 1914-დან 1918 წლამ­დე სოსო ჯუ­ღაშ­ვი­ლის ცოლი იყო ანა რუ­ბინშტე­ი­ნი. მას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვა­ზე იქორ­წი­ნა, მაგ­რამ ყო­ფი­ლი ცოლი არ და­ი­ვი­წყა, ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი რე­გი­ნა ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, რი­თაც პარ­ტი­უ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

* სტა­ლინს ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავ­და ვაჟი ვა­სი­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი სვეტ­ლა­ნა.

* 1932 წელს სტა­ლი­ნი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა ვერა და­ვი­დო­ვამ (მჭედ­ლი­ძემ) გა­ი­ტა­ცა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ვი­დო­ვა ხში­რად სტუმ­რობ­და ბე­ლადს, რო­დე­საც იგი სამ­ხრეთ­ში ის­ვე­ნებ­და. ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სო­ჭის ზამ­თრის თე­ატ­რი სტა­ლინ­მა საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გამო აა­შე­ნე­ბი­ნა.

* სე­რა­ფიმ კა­გა­ნო­ვი­ჩი ამ­ბობ­და, რომ სტა­ლინს მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქო­ნდა მის ოფი­ცი­ანტ ქალ ვა­ლენ­ტი­ნას­თან.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | ამე­რი­კა­ში სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან

მარინა ყორანაშვილი
0

ამდენი ბინძური ვერსიის დაწერას და ხალხის შეცდომაში შეყვანას,ხომ არ სჯობდა ნამდვილად გაგერკვიათ?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სტალინის მეუღლის იდუმალებით მოცული სიკვდილი და ბელადის არასრულწლოვანი საყვარლის ისტორია

სტალინის მეუღლის იდუმალებით მოცული სიკვდილი და ბელადის არასრულწლოვანი საყვარლის ისტორია

ნადეჟდა ალილუევას, რომელიც ყოვლისშემძლე ხალხის მამის მეორე ცოლი იყო, თვითმკვლელობის მიზეზებზე, ისტორიკოსები დღემდე კამათობენ. ერთ-ერთი ვერსია - ეჭვიანობა, მაგრამ ვინ არის ის, უცნობი მეტოქე?

ყველაფერი ასე დაიწყო

როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ის გახლდათ სახალხო კომისრის, ლაზარ კაგანოვიჩის ძმისშვილი, 17 წლის მზეთუნახავი როზა კაგანოვიჩი. ბელადისა და ახალგაზრდა ქალის სიყვარულის ნაყოფი მათი ვაჟი იური იყო, რომელიც ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო, ვინ იყო მისი ნამდვილი მამა.

1932 წლის 8 ნოემბრის საღამოს კრემლის ელიტა კლიმენტი ვოროშილოვის სახლში ოქტომბრის რევოლუციის 15 წლისთავს ზეიმობდა. მაშინ მომავალი მარშალი ალექსანდრ ეგოროვი სადღესასწაულო საღამოზე მზეთუნახავ ცოლთან - მსახიობ გალინა ცეშკოვსკაიასთან ერთად მივიდა. კარგად შეზარხოშებული სტალინი პურისგან ბურთულებს აკეთებდა, ქალის მადისაღმძვრელ დეკოლტეს უმიზნებდა და ესროდა. ამ გულისამრევ სცენას სტალინის ცოლი ნადეჟდა ალილუევა უყურებდა და საშინლად ნერვიულობდა. სიბრაზისგან საწყალი ქალი ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა. მთვრალმა ბელადმა ცოლს მანდარინის ქერქი ესროლა.

- ეი, შენ! რატომ არ სვამ? - უკმაყოფილოდ შეეკითხა ნადეჟდას. ალილუევამ ხმაურიანად გასწია სკამი, ოთახიდან გავარდა და კარი მიიჯახუნა. რამდენიმე საათში იგი შუბლგახვრეტილი იპოვეს. ნადეჟდამ თავი მოიკლა თუ სტალინმა მოაკვლევინა - ისტორიის საიდუმლოებად დარჩა. დღემდე არ არის დადგენილი ის ფაქტიც, რა იყო ოჯახური განხეთქილების ნამდვილი მიზეზი. ერთი ვერსიის თანახმად, სტალინის უტ­აქტო საქციელმა 31 წლის ქალს მოთმინების ფიალა ბოლომდე აუვსო, მან კარგად იცოდა: 52 წლის ქმარს ახალი საყვარელი ჰყავდა და ამ საზარელ ფაქტს მტკივნეულად განიცდიდა.

"ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო წვეულების შემდეგ სტალინი ღამე შინ არ მისულა, - იხსენებდა თავის მოგონებებში ნიკიტა ხრუშჩოვი. - ნადეჟდა სერგეევნამ ზუბალოვოს აგარაკზე დარეკა. მას აუწყეს, რომ მისი მეუღლე ახალგაზრდა, ლამაზი ქალიშვილის საზოგადოებაში ისვენებდა" - ამის გამგონე ალილუევამ თავის მოკვლა გადაწყვიტა.

იმ საბედისწერო ღამეს ვისთან ატ­არებდა დროს გენერალისიმუსი, უცნო­ბია. გამორიცხული არ არის, რომ მის გვერდით არანაირი საყვარელი არ ყოფილა. გადამთვრალ ბელადს შეიძლება უბრალოდ ჩაეძინა და მაინც, სტალინის გარემოცვისა და ახლობლების თქმით, მას ერთ ქალთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა: მას როზა კაგანოვიჩი ერქვა, იგი სტალინის თანამებრძოლის, ლაზარ კაგანოვიჩის ძმისშვილი იყო. ბელადის ფავორიტის ნამდვილი სახელი რაქელია. გოგონა სტალინმა კრემლის ერთ-ერთ ბანკეტზე გაიცნო. ხავერდისთვალა, შავთმიანმა გოგონამ მაშინვე მიიპყრო მისი ყურადღება. ბიძიამ ძმისშვილს აუხსნა, რომ სტალინის ყურადღებაზე უარის თქმა არ ღირდა. ქვეყნის მმართველმა პარტიულმა სამეულმა - მოლოტოვმა, ბერიამ და კაგანოვიჩმა გადაწყვიტეს, გენერალისიმუსზე გავლენის გასაძლიერებლად გოგონა თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

სტალინს საყვარლის სიყმაწვილე არ აშფოთებდა. მომავალ ცოლთან, ნადეჟდასთან, მაშინ გააბა რომანი, როცა გოგონა სულ 16 წლის იყო.

- როზა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო, - ჰყვებოდა სერგო ბერია, ლავრენტი ბერიას ვაჟი, მაგრამ სტალინის ოფიციალური ცოლი მაინც ვერ გახდა, მისგან ვაჟი კი გააჩინა.

ალილუევას სიკვდილის შემდეგ მმართველი პარტია სტალინის დაქორწინებაზე აქტიურად მსჯელობდა. აი, რას წერს ამის შესახებ ისტორიკოს-პუბლიცისტი დიმიტრი ვოლკოგონოვი: "ადამიანებმა მისი გარემოცვიდან გადაწყვიტეს კობას კიდევ ერთხელ ექორწინა - ბელადის ახლო მეგობრის ერთ-ერთ ნათესავზე. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ქვრივისთვისაა ცნობილი, ქორწინება არ შედგა".

დადიოდა ჭორები, თითქოს სტალინს სექსუალური პრობლემები ჰქონდა და ამის შესახებ ერთხელ მიხაილ კალინინს შესჩივლა... საკავშირო მექალთანემ და ქალების გულთამპყრობელმა პატრონს გამაახალგაზრდავებელი ოპერაციის გაკეთება შესთავაზა, რომელიც თავად ჰქონდა გადატანილი და შედეგით კმაყოფილი იყო. ექიმ დიმიტრი პლეტნევის დამოწმებით პირადად მან, ორ ექიმთან ერთად, იოსებ ბესარიონის ძეს ჯირკვალი გადაუნერგა. მადლიერმა სტალინმა ექიმს ხელოვნების მუზეუმიდან რაფაელის ნახატის "ქრისტე ეკლიანი გვირგვინით" ორიგინალი აჩუქა. მოგვიანებით, 1938 წელს პლეტნევი, როგორც "ექიმი-მომწამვლელი", დახვრიტეს.

1930-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ელიტურ წრეებში ჭორაობდნენ ახალგაზრდა საყვარლის ბელადზე უჩვეულო გავლენაზე. ამბობდნენ, სტალინთან მიღწევა მხოლოდ "როზა კაგანოვიჩის სალონის" გავლით შეიძლებაო. სტალინის "მესამე" ცოლის გავლენიანობაზე გავრცელებული ჭორებისთვის ბევრი ადამიანი დაისაჯა.

თავის წინასწარმეტყველებაში როზას ნეტარი მატრონაც იხსენიებდა, რომლის წინასწარმეტყველებაც სამამულო ომის დროს ძალიან პოპულარული იყო. ერთ-ერთი წინასწარმეტყველებისას მატრონამ თქვა, რომ სტალინი თავისი სიკვდილით არ მოკვდებოდა - კაგანოვიჩის ძმისშვილი ბალიშით დაახრჩობდა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ როზა გათხოვდა და გვარი გამოიცვალა. როდესაც ლაზარე მაისევიჩს ძმისშვილზე ეკითხებოდნენ, იგი ამბობდა, თითქოსდა როზა ქმართან ერთად როსტოვში ცხოვრობდა, მოსკოვში კი მხოლოდ ომის შემდეგ ჩავიდა. მისი მტკიცებით, გრანოვსკის ქუჩაზე მას ცუდი სახლი მი­სცეს. მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ კრემლის ამ თვალსაჩინო სახლებში, უბრალოდ, არ იყო ცუდი ბინები. როზა კაგანოვიჩმა ღრმა სიბერემდე იცხოვრა და ლაზარ კაგანოვიჩის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, 1994 წელს გარდაიცვალა.

1930-იანი წლის ბოლოს როზამ სტალინისგან ვაჟი გააჩინა. ბავშვი კაგანოვიჩების ოჯახში იზრდებოდა. ბიჭუნას იური ერქვა და ძალიან ჰგავდა ქართველს. დედამისი სადღაც წავიდა და პატარა ბიძას დაუტოვა, - იხსენებდა სერგო ბერია.

ლაზარ კაგანოვიჩი მრავალი წელი ცხოვრობდა ცოლთან მარია პრივოროტსკაიასთან ერ­თად. წყვილს საერთო შვილი არ ჰყოლია. კა­განოვიჩს პირველი ცოლისგან ჰყავდა ქალიშვილი მაია. ოჯახში იურის გამოჩენის შესახებ ლაზარ კაგანოვიჩი ჰყვებოდა, თითქოსდა მან ობოლი ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა და ქალიშვილს სთხოვა ბავშვთა სახლში მოეძებნა პატარა. თითქოს თავიდან მაიამ შინ ქერა ბავშვი მიიყვანა, მაგრამ ოჯახურ საბჭოზე გადაწყვიტეს, რომ იგი ოჯახის წევრებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა, ამიტომაც შავგვრემანი ბავშვის მოძებნას შეუდგნენ...

ვინ იყო იური

პოპულარული წიგნის "კრემლის ცოლების" ავტორი ლარისა ვასილიევა ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო სინამდვილეში იური კაგანოვიჩი. მან მოძებნა მისი პირველი ცოლი - სერაფიმა მიხაილოვნა. სერაფიმამ იური მაშინ გაიცნო, როდესაც იგი საარტილერიო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ჟუკოვის სახელობის აკადემია დაამთავრა.

- იურას ძირითადად "ოპერულად" ზრდიდნენ, როგორც ჩვენ ოპერატიულ მუშაკებს ვუწოდებდით, - იხსენებდა სერაფიმა მიხაილოვნა, - სწორედ მათ დააწყებინეს სმაც. იურა მექალთანე იყო, მოლხენა უყვარდა.

დალევა მაშინ დაიწყო, როდესაც კაგანოვიჩი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იური ენგელსში სავერტალიოტო ბაზაზე სამუშაოდ გაგზავნეს. ყოფილი ცოლის გადმოცემით, შინ დაბრუნებულმა, როცა სასმელზე ფული არ ჰყოფნიდა, სახლიდან ნივთების გაყიდვა დაიწყო. შეშფოთებულმა სერაფიმამ დახმარებისთვის ლაზარ კაგანოვიჩს მიმართა. განრისხებულმა მოხუცმა შვილობილს ბილიარდის კიი ჩაარტყა თავში. შემდეგ აგარაკიდან კურდღლების მოპარვისთვის საერთოდ გააგდო შინიდან. იური ჯერ ირკუტსკში, შემდეგ მირნიში გადაბარგდა საცხოვრებლად. ელიტური ოჯახის ნაშიერმა თავისი ლოთობით ყველას ისე მოაბეზრა თავი, რომ იგი ქალაქკომის მდივანმა გამოიძახა: "რომელ თვითმფრინავშიც გინდა ჩაგსვამ, მხოლოდ გაფრინდი!" 60 წლის იური ჩეჩნეთში გაფრინდა. იქ ცოლად მოიყვანა საბავშვო ბაღის აღმზრდელი. გამუდმებული ლოთობისგან იურის გულმა ვეღარ გაუძლო და 1976 წელს გარდაიცვალა.

კვლავ გენერალისიმუსის საყვარელ ქალებზე

* სტალინის პირველი ოფიციალური ცოლი ეკატერინე სვანიძე იყო. იგი 1907 წლის 22 ნოემბერს ტიფით თბილისში გარდაიცვალა. მან ბელადს გაუჩინა უფროსი ვაჟი იაკობი.

* 1914-დან 1918 წლამდე სოსო ჯუღაშვილის ცოლი იყო ანა რუბინშტეინი. მასთან განქორწინების შემდეგ ნადეჟდა ალილუევაზე იქორწინა, მაგრამ ყოფილი ცოლი არ დაივიწყა, ის და მისი ქალიშვილი რეგინა ყველა იმ უფლებით სარგებლობდნენ, რითაც პარტიული მაღალჩინოსნები.

* სტალინს ნადეჟდა ალილუევასთან ქორწინებაში ჰყავდა ვაჟი ვასილი და ქალიშვილი სვეტლანა.

* 1932 წელს სტალინი საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამ (მჭედლიძემ) გაიტაცა. როგორც ამბობენ, დავიდოვა ხშირად სტუმრობდა ბელადს, როდესაც იგი სამხრეთში ისვენებდა. ირწმუნებიან, რომ სოჭის ზამთრის თეატრი სტალინმა საყვარელი ქალის გამო ააშენებინა.

* სერაფიმ კაგანოვიჩი ამბობდა, რომ სტალინს მყარი ურთიერთობები ჰქო­ნდა მის ოფიციანტ ქალ ვალენტინასთან.

ასევე დაგაინტერესებთ | ამერიკაში სტალინის ქალიშვილი მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა

ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან