Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია: უახლესი ცნობები - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო სამსახური
მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია: უახლესი ცნობები - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო სამსახური
  • მთა­ვა­რი ფოტო: "კრო­კუს სიტი ჰო­ლის“ შე­ნო­ბას­თან ხალ­ხმა ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნი­სად­მი პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნა

კრას­ნო­გორსკში, "კრო­კუს სითი ჰოლ­ში" მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის ად­გილ­ზე 137 მსხვერ­პლის ცხე­და­რი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 62 ცხე­და­რი, და­ნარ­ჩენს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ტე­რი­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რაქ­ტის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ოთხი კომ­პლექ­ტი, ორი კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტი და 500-ზე მეტი ტყვია საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. ბომ­ბებ­ში ჩაფ­ლუ­ლი ცხედ­რე­ბი ან სხვა და­ნაღ­მუ­ლი საგ­ნე­ბი არ იქნა ნა­პოვ­ნი.

მოს­კო­ვის რე­გი­ო­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ტე­რაქ­ტის შე­დე­გად 180 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კოვ­ში, "კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 133-ამდე გა­ი­ზარ­და. რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 11 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ოთხი "კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა კა­მა­ლა ჰა­რის­მა და თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს პრესს­პი­კერ­მა, ედ­რი­ენ უოტ­სონ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მოს­კო­ვის ოლ­ქში მდე­ბა­რე სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ “კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის უკან უკ­რა­ი­ნა დგას.

ავტორი:

მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია: უახლესი ცნობები - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო სამსახური

მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 137-ს მიაღწია: უახლესი ცნობები - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგამოძიებო სამსახური
  • მთავარი ფოტო: "კროკუს სიტი ჰოლის“ შენობასთან ხალხმა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ყვავილები მიიტანა

კრასნოგორსკში, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის ადგილზე 137 მსხვერპლის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია 62 ცხედარი, დანარჩენს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ტერიტორიის შემოწმება გრძელდება.

საგამოძიებო კომიტეტმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტის ადგილიდან ამოღებულია საბრძოლო მასალის ოთხი კომპლექტი, ორი კალაშნიკოვის ავტომატი და 500-ზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა. ბომბებში ჩაფლული ცხედრები ან სხვა დანაღმული საგნები არ იქნა ნაპოვნი.

მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 180 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.