სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ვაღიარო, სულელური პოსტი დავდე "ფოტოშოპის შეცდომებზე" - მსახიობი, რომელმაც ქეით მიდლტონს დედის დღეს გამოქვეყნებული ფოტოს გამო დასცინა, ბოდიშს იხდის
"უნდა ვაღიარო, სულელური პოსტი დავდე "ფოტოშოპის შეცდომებზე" - მსახიობი, რომელმაც ქეით მიდლტონს დედის დღეს გამოქვეყნებული ფოტოს გამო დასცინა, ბოდიშს იხდის

ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა ბლე­იკ ლა­ი­ვიმ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ქეით მიდლტონ­ზე არა­გო­ნივ­რუ­ლი ხუმ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ავ­რცე­ლა, სა­ნამ უელ­სის პრინ­ცე­სა გა­მო­ა­ცხა­დებ­და, რომ მას კიბო აქვს.

კეიტ მიდლტო­ნის მიერ კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ ვი­დეო შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ, ლა­ივ­ლიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში Stories-ში და­წე­რა: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ეს უნდა ვა­ღი­ა­რო. მე დავ­დე სუ­ლე­ლუ­რი პოს­ტი "ფო­ტო­შო­პის შეც­დო­მებ­ზე" და ღმერ­თო ჩემო, ამ პოსტმა დღეს გული დამ­წყვი­ტა. უკაც­რა­ვად. ვუგ­ზავ­ნი ჩემს სიყ­ვა­რულს და სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლებს ყვე­ლას და ყო­ველ­თვის“, - წერს მსა­ხი­ო­ბი.

მა­ნამ­დე ლა­ივ­ლიმ აუზ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც დას­ცი­ნო­და ქეით მიდლტონს, რო­მე­ლიც დე­დის დღეს შვი­ლებ­თან ერ­თად ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ფო­ტო­შოპ­ში გა­მო­ი­ჭი­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უელ­სის პრინ­ცე­სამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს რე­დაქ­ტი­რე­ბის­თვის.

ლა­ივ­ლი იმ დროს წერ­და: "აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ ახა­ლი ფო­ტოს გა­ზი­ა­რე­ბით, რო­მე­ლიც დღეს გა­და­ვი­ღე, რათა გაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი 4 ახა­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ქე­ი­თის ფო­ტოს ერ­თგვა­რი პა­რო­დია იყო".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ო­ბი თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რად­გან თა­ვად დიდ­ხანს ინა­ხავ­და სა­ი­დუმ­ლოდ შვი­ლე­ბის სა­ხე­ლებ­სა და სქესს, ახლა კი გა­და­წყვი­ტა ქე­ი­თის „და­ცინ­ვა“ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სურ­ვი­ლის გამო. მსა­ხი­ო­ბის ძვე­ლი მე­სი­ჯი ამ დრო­ის­თვის წაშ­ლი­ლია.

ცნო­ბის­თვის, ქეით მიდლტო­ნი 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. 2024 წლის იან­ვარ­ში კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლემ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პრინ­ცე­სამ "მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია" გა­ი­კე­თა. მას შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა უამ­რა­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია. მე­დია იმა­საც წერ­და, რომ ქე­ითს უი­ლი­ამ­მა უღა­ლა­ტა, ხოლო როცა ეს ამ­ბა­ვი პრინ­ცე­სამ შე­ი­ტყო, ის სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

თავცარიელი, ამიტომ უნდა დააჭირო ენას კბილი, თან მაგრად

ლელა
0

კარგია,რომ აღიარა შეცდომა და ბოდიშიც მოიხადა! ისე,სჯობდა,არ დასჭირვებოდა, თუმცა ხდება ხოლმე!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"უნდა ვაღიარო, სულელური პოსტი დავდე "ფოტოშოპის შეცდომებზე" - მსახიობი, რომელმაც ქეით მიდლტონს დედის დღეს გამოქვეყნებული ფოტოს გამო დასცინა, ბოდიშს იხდის

"უნდა ვაღიარო, სულელური პოსტი დავდე "ფოტოშოპის შეცდომებზე" - მსახიობი, რომელმაც ქეით მიდლტონს დედის დღეს გამოქვეყნებული ფოტოს გამო დასცინა, ბოდიშს იხდის

ამერიკელმა მსახიობმა ბლეიკ ლაივიმ ბოდიში მოიხადა ქეით მიდლტონზე არაგონივრული ხუმრობისთვის, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა, სანამ უელსის პრინცესა გამოაცხადებდა, რომ მას კიბო აქვს.

კეიტ მიდლტონის მიერ კიბოს დიაგნოზის შესახებ ვიდეო შეტყობინების შემდეგ, ლაივლიმ სოციალურ ქსელში Stories-ში დაწერა: "დარწმუნებული ვარ, დღეს არავის აინტერესებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს უნდა ვაღიარო. მე დავდე სულელური პოსტი "ფოტოშოპის შეცდომებზე" და ღმერთო ჩემო, ამ პოსტმა დღეს გული დამწყვიტა. უკაცრავად. ვუგზავნი ჩემს სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს ყველას და ყოველთვის“, - წერს მსახიობი.

მანამდე ლაივლიმ აუზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დასცინოდა ქეით მიდლტონს, რომელიც დედის დღეს შვილებთან ერთად ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ფოტოშოპში გამოიჭირეს. მოგვიანებით უელსის პრინცესამ ბოდიში მოიხადა შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოს რედაქტირებისთვის.

ლაივლი იმ დროს წერდა: "აღფრთოვანებული ვარ ამ ახალი ფოტოს გაზიარებით, რომელიც დღეს გადავიღე, რათა გაჩვენოთ ჩვენი 4 ახალი პროდუქტი, რომელიც ქეითის ფოტოს ერთგვარი პაროდია იყო".

სოციალურ ქსელში მსახიობი თვალთმაქცობაში დაადანაშაულეს, რადგან თავად დიდხანს ინახავდა საიდუმლოდ შვილების სახელებსა და სქესს, ახლა კი გადაწყვიტა ქეითის „დაცინვა“ კონფიდენციალურობის სურვილის გამო. მსახიობის ძველი მესიჯი ამ დროისთვის წაშლილია.

ცნობისთვის, ქეით მიდლტონი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. 2024 წლის იანვარში კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ პრინცესამ "მუცლის ღრუს ოპერაცია" გაიკეთა. მას შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი შეთქმულების თეორია. მედია იმასაც წერდა, რომ ქეითს უილიამმა უღალატა, ხოლო როცა ეს ამბავი პრინცესამ შეიტყო, ის სასახლიდან გაიქცა.

წაიკითხეთ ასევე: