მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმას 42 წლის მოდელი ეკატერინა ნოვოსელოვა ემსხვერპლა. ქალის სახელი მეხუთე ადგილზეა გარდაცვლილთა გამოქვეყნებულ სიაში. ეკატერინას ქმარი და ორი შვილი, ვაჟი და ქალიშვილი დარჩა...
ქალი როკ ჯგუფ "პიკნიკის" ფანი იყო და ცენტრში მათ კონცერტზე მივიდა.
ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის დროს ამ დროისთვის გარდაცვლილია 115 ადამიანი, მაგრამ მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან მაშველები აგრძელებენ ხანძრის შემდეგ ჩამონგრეული საკონცერტო დარბაზის ნანგრევების გაწმენდას, რომლის ქვეშ შესაძლოა სხვა დაზარალებულები იყვნენ დამარხული.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.
წაიკითხეთ ასევე: