გუშინ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში" რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ეს მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი საკონცერტო დარბაზია, სადაც 6200-მდე ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი. იმ საღამოს დარბაზში ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა.
BBC აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბრობენ ის ადამიანები, ვინც შეძლეს დარბაზიდან გაქცევა, მათ შორის არის ქართველი სოფიკო კვირიკაშვილი, რომელიც კონცერტს მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
"VIP ლოჟაში მეექვსე რიგში ვისხედით. რაღაც მუსიკა უკრავდა, ეკრანებზე მომავალი კონცერტების აფიშები გადიოდა. მეორე ზარი დაირეკა და დარბაზი ნახევრად სავსე იყო“, - განუცხადა მან BBC-ს.
იმ ხალხმა, ვინც უკვე დარბაზში იყვნენ, ვერ დაინახა, როგორ შევიდნენ ფოიეში უცნობი ადამიანები, რომლებმაც მოულოდნელად ცეცხლი გახსნეს, თავიდან ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.
ჩვენ ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, მე მეგონა, რომ ეს იყო ერთგვარი ფეიერვერკი. რამდენიმე გასროლის შემდეგ მივხვდი, რომ ხალხი სხვადასხვა მიმართულებით გარბოდა“, - იხსენებს სოფიკო კვირიკაშვილი.
სოფიკო და მისი ქმარი დარბაზიდან სცენაზე გაიქცნენ.
"ჩემმა ქმარმა სცენაზე ამიყვანა და მითხრა: ”გაიქეცი, მეც მოგყვები”, მაგრამ ჩვენ არ გავრბოდით, მშვიდად გავედით ჯერ სცენის უკან, შემდეგ კი ქუჩის მხრიდან შესასვლელით. ხალხში ვიღაც ყვიროდა, რომ მანიაკი ისროდა".

❗️Стрельба в «Крокус Сити Холл». В сети появляются кадры с погибшими

«РИА Новости» пишут, что огонь открыли три человека в камуфляже pic.twitter.com/OzgKc7ssMr
— Дождь (@tvrain) March 22, 2024

ქალის თქმით, კროკუსის დაცვის თანამშრომლებმა რადიოთი განაცხადეს, რომ სცენისკენ გაქცეულიყვნენ.
"ბევრი ხალხი გაიქცა ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს იყო ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ პანიკაში. ჩემს ქმარს დერეფანში დაველოდე, ქუჩაში გამოვედით და მანქანისკენ გავიქეცით“, – ამბობს სოფიკო.
ამ დროს სროლა უკვე საკონცერტო დარბაზში დაიწყო, სცენის მარცხენა მხარეს თავდამსხმელები გამოჩნდნენ - ისინი დარბაზში შეიჭრნენ.
"მათ ან ყავისფერი ტანსაცმელი ეცვათ, ან ჟილეტები. ხალხის ბრბოში ავტომატური სროლის ხმა ისმოდა და ისინი დარბაზის შესასვლელიდან სცენისკენ გაემართნენ ხალხის მიმართულებით ისროდნენ" - იხსენებს კვირიკაშვილი.
სოფიკო და მისი ქმარი ქუჩაში გავიდნენ და მანქანასთან მიირბინეს. "იმ მომენტში ვერ გავიგეთ, რომ ვიღაც სადღაც ისროდა. სწრაფად წამოვედით და მხოლოდ ჟივოპისნის ხიდზე დავინახეთ, რა ხდებოდა, დედაჩემს დავურეკე“.
წაიკითხეთ ასევე: