ავტორი:

"გვამებზე მივრბოდით, ერთმანეთზე ხელჩაკიდებულები.... გაგვიმართლა"  - ტრაგედიას გადარჩენილები: როგორ დააღწია ახალგაზრდა ქალმა თავი სიკვდილს?

"გვამებზე მივრბოდით, ერთმანეთზე ხელჩაკიდებულები.... გაგვიმართლა"  - ტრაგედიას გადარჩენილები: როგორ დააღწია ახალგაზრდა ქალმა თავი სიკვდილს?

რუსული მედია ავრცელებს გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებულების ინტერვიუებს. იულია და მისი მეგობარი სროლის დროს ცენტრში იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა კაცს ქუსლის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა, იულია კი მხარშია დაჭრილია.

ქალი მედიასთან ჰყვება, რომ ვინც ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა შეძლო, მორალურად და ფიზიკურად დაზარალდნენ. ის მომხდარს იხსენებეს და ამბობს, რომ მეგობარ ბიჭთან ერთად შენობას თავი გაქცევით დააღწია, მაგრამ ორივე სიკვდილის პირას იყვნენ.

დაზარალებულის თქმით, ის და მისი მეგობარი ბიჭი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტზე მივიდნენ, მაგრამ სანამ ლითონის დეტექტორებთან მივიდოდნენ, სროლის ხმა გაიგეს.

"იატაკზე დავეცი, მერე კი ყველაფერი ნისლში გაეხვია. სროლის ხმა უკვე შორიდან ისმოდა, როდესაც ავდექით და გავიქეცით. გვამებზე მივრბოდით, ერთმანეთზე ხელჩაკიდებულები. გაგვიმართლა, რომ ახლომახლო ცოტა ხალხი იყო და სისხლიან არეულობაში არ მოვხვდით. იარაღი ქუსლსა და მხარში მოგვხვდა, მაგრამ გადავრჩით" - ამბობს ქალი.

წყვილი ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

წაიკითეთ ასევე: