ავტორი:

"კიდევ ერთი ტერორისტი, რომელიც თავს დაესხა ხალხს, 19 წლის არის და ის ცოტა ხნის წინ დააკავეს" - ბოლო ცნობები უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებზე

"კიდევ ერთი ტერორისტი, რომელიც თავს დაესხა ხალხს, 19 წლის არის და ის ცოტა ხნის წინ დააკავეს" - ბოლო ცნობები უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებზე

კიდევ ერთი ტერორისტი, რომელიც თავს დაესხა კროკუსის სითი მოლს, ბრაიანკის მახლობლად დააკავეს.

  • კროკუსის ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დევნის შედეგად დააკავეს, ის 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი აღმოჩნდა. დაკავებისას ის დაიჭრა.

"ფოტოზე ჩანს, რომ კაცს მარცხენა თვალი დაზიანებული აქვს და ვერ ხურავს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ოპერაცია უტარდება. ფაიზოვთან ერთად კიდევ ერთი ტერორისტი ბრაიანსკთან, უკრაინის საზღვართან დააკავეს", - წერს რუსული მედია.

ბრაიანსკის რეგიონში გადაღებული რენოს მანქანის ფოტო, რომლითაც სავარაუდო ტერორისტები გაიქცნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ექვსი ტერორისტია. მათგან ოთხის ვინაობა ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

1)მახმადრასულ ნასრიდინოვი 37 წლის

2)რივოჟიდინ ისმონოვი 51 წლის

3)შოხინჯონ საფოლზოდა 21 წლის

4)რუსტამ ნაზაროვი 29 წლის.

არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

წაიკითხეთ ასევე: