ავტორი:

"სავარაუდოდ, თეთრი Renault-ით გადაადგილდებოდნენ, რომელიც გადაღებეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თავდამსხმელებზე: Crocus City Hall-ში მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო (ფოტოები)

"სავარაუდოდ, თეთრი Renault-ით გადაადგილდებოდნენ, რომელიც გადაღებეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი თავდამსხმელებზე: Crocus City Hall-ში მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო (ფოტოები)

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი“ იუწყება, რომ მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სააგენტო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" გაავრცელა.

  • ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული. BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.

რა ვიცით თავდამსხმელებზე?

ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან ისინი, რა მოტივი ჰქონდათ და აქვთ სად არიან. თვითმხილველები აღწერენ "ყავისფერ ტანსაცმელში ჩაცმულ ადამიანებს", ზოგიერთი კი ამბობს, რომ ეცვათ ჟილეტი და იყვნენ შენიღბულები. ვერ აკონკრეტებენ რამდენი თავდამსხმელი იყო. კროკუსზე თავდასხმის შემდეგ გავრცელებული ვიდეოებიდან გამომდინარე, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სულ მცირე სამი თავდამსხმელი იყო.

სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ გამოაქვეყნა თეთრი Renault-ის ფოტო, რომელსაც ტვერის რეგიონის სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა.

"ნოვაია გაზეტას" ევროპის ბიუროს ინფორმაციით, მანქანის ბოლო მფლობელი 24 წლის მამაკაცია, რომლის თქმითაც, ავტომობილი მეუღლის ძმას მიჰყიდა "დაახლოებით ერთი კვირის წინ", რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ მის მეგობარს სურდა მანქანა. რუსულმა მედიამ დაადგინა, რომ მანქანა გადაღებული იყო - თავდაპირველად შავი იყო.

"ჩვენ მოვახერხეთ ამ მანქანის ფოტო გადაღებული საგზაო კამერით. მანქანაში ორი მამაკაცი ჩანდა, მაგრამ მხოლოდ ერთის სახის ნაკვთები უხეშად მაინც შეინიშნებოდა - მას ქუდი ეხურა, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ მუქი თმა ჰქონდა, ტანსაცმელი ეცვა. გაურკვეველია აქვს თუ არა ამ ადამიანებს რაიმე კავშირი კროკუსზე თავდასხმასთან" - წერს რუსული მედია.

"კომერსანტი", სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით, ირწმუნება, რომ თავდამსხმელებმა სამხედრო ან საჰაერო წვრთნები გაიარეს.

ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის "ეფესბე"-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი "განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით".

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 60 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.

წაიკითხეთ ასევე: