ავტორი:

ჩამოინგრა შენობის სახურავის ნაწილი და არსებობს საფრთხე, რომ ჩამოინგრეს ერთ-ერთი სართული - რა ვიცით მოსკოვში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც კრემლში "სისხლიანი ტერაქტი უწოდეს" (ფოტოები)

ჩამოინგრა შენობის სახურავის ნაწილი და არსებობს საფრთხე, რომ ჩამოინგრეს ერთ-ერთი სართული - რა ვიცით მოსკოვში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც კრემლში "სისხლიანი ტერაქტი უწოდეს" (ფოტოები)

ბოლო ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, Crocus City Hall-ის შენობის სახურავი ხანძარმა მოიცვა. გავრცელებულ კადრებზე ცეცხლსა და კვამლში გახვეული შენობა ჩანს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, დაიწვა შენობის დაახლოებით მესამედი. არსებული ინფორმაციით შენობის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ხანძრის გამო შენობის ერთ-ერთი სართული ჩამოინგრეს. არსებული ინფორმაციით, შენობაში არიან ადამიანები და გამოსვლას ვერ ახერხებენ.

ზოგიერთი მოქალაქე, ვინც შეიარაღებული პირებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, სავარაუდოდ სარდაფში გაიქცა, ზოგი კი სახურავზე. ბოლო ცნობების მიხედვით, დაღუპულია 40 ადამიანი 100-ზე მეტი კი დაშავებული.

ასევე რუსული მედია წერს, რომ თავდასხმის დაწყების მომენტში, შენობაში დაახლოებით 6200 ადამიანი იმყოფებოდა.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მომხდარს "საშინელი ტრაგედია" უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი "სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა". მედიის ცნობით, ადგილზე ქაოსიოა.

  • ნახეთ მომხდარის ამსხაველი ფოტოები:

ავტორი: ანრი კურტანიძე