ავტორი:

რუსული მედიის ცნობით, მაშინ როცა მოსკოვის Crocus City Hall-ში თავდასხმა დაიწყო, შენობაში 6200 ადამიანი იმყოფებოდა

რუსული მედიის ცნობით, მაშინ როცა მოსკოვის Crocus City Hall-ში თავდასხმა დაიწყო, შენობაში 6200 ადამიანი იმყოფებოდა

რუსული მედიის ცნობით, მაშინ როცა მოსკოვის Crocus City Hall-ში თავდასხმა დაიწყო, შენობაში 6200 ადამიანი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის შენობაში ძლიერი ხანძარია, ადამიანების ნაწილი კი ვერ ახერხებს გამოსვლას. სამაშველო სამსახური ჯერჯერობით ცეცხლს აქრობს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო.~

როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" წერს, ხანძრის ცასაქრობად ვერტმფრენი გაიგზავნა, თუმცა ჯერ ის ადგილზე არაა მისული.

ცნობისთვის, მედიის ცნობით, მოსკოვის Crocus City Hall-ში შეაიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 40 ადამიანი, ხოლო დაჭრილების რიცხვი 100-ს აჭარბებს.