ავტორი:

დაღუპულია 40 ადამიანი, შენობაში ხანძარია, ადამიანები გამოსვლას ვერ ახერხებენ, ისმის აფეთქებების ხმა - მოსკოვში სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო: ბოლო ცნობები (ფოტოები)

დაღუპულია 40 ადამიანი, შენობაში ხანძარია, ადამიანები გამოსვლას ვერ ახერხებენ, ისმის აფეთქებების ხმა - მოსკოვში სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო: ბოლო ცნობები (ფოტოები)

მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში" სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო. შენობაში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ამჟამად დიდი ხანძარია, რომელსაც სამაშველო სამსახურები ვერ აქრობენ, რადგან ვერ უახლოვდებიან.

შენობაში იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ტერორისტებისა და ხანძრის გამო გასვლას ვერ ახერხებენ.

ამ ეტაპზე რუსულ ტელეგრამ-არხებში გარდაცვლილების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული "ტელეგრამ არხი" “112” ავრცელებს ინფორმაციას, რომ სროლისა და ხანძრის შედეგას 40 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი.

რამდენიმე თვითმხილველი, რომელიც გამოიქცა, ყვება, რომ ბოევიკები ორგანიზებულად მოქმედებდნენ, მათ ჯერ დაცვა მოკლეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი გახსნეს.

რამდენიმე მოწმის თქმით, ბოევიკიებს "დიდი შავი წვერი ჰქონდათ". შეიარაღებული არიან, AKM-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე სავაურადოდ, თან აქვთ საწვავიც.

ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში" შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

რუსული მედიის ცნობით, მაშინ როცა მოსკოვის Crocus City Hall-ში თავდასხმა დაიწყო, შენობაში 6200 ადამიანი იმყოფებოდა

სამი შეიარაღებული პირი შევარდა და ცეცხლი გახსნა, ხალხმა ცოცვა დაიწყო და... - რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს მოსკოვის ცენტრში მომხდარის შესახებ რუსული მედია