ბრაზილიისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი თავდამსხმელი რობსონ დე სოუზა, იგივე რობინიო პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. ბრაზილიის სასამართლომ მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 9 -ლიანი პატიმრობა ქალის გაუპატიურებისთვის მიესაჯა.
ბრალდების თანახმად, ფეხბურთელმა დანაშაული 2013 წელს ჩაიდინა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მილანში თამაშობდა.
2017 წელს მილანის სასამართლომ რობინიო და კიდევ ხუთი სხვა ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო. თავად რობინიო ბრალდებებს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა.
ბრაზილიური მედიის ცნობით, მას სავარაუდოდ ქალაქ ტრემბეს ციხეში გადაიყვანენ. ტრემბეს ციხე ცნობილია, როგორც "სახელგანთქმული" ადამიანების საპყრობილე.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა