სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმში" მიიღო მონაწილეობა
დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმში" მიიღო მონაწილეობა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მე­კი) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ „ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ ფარ­გლებ­ში, მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. მან ვრცლად ისა­უბ­რა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­ზე.

„ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მხარ­და­ჭე­რით გა­მარ­თულ მე-11 დის­კუ­სი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით „მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და რე­გუ­ლი­რე­ბა“, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე. დის­კუ­სი­ას მო­დე­რა­ტო­რობ­და Business Insider Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი.

„გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია. დის­კუ­სი­ის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლეთ მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და რე­ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ტარ­დე­ბა. უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­იკ­ვე­თა, ეს არის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის გახ­სნა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რო­გორც და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ბიზ­ნე­სის მხრი­დან ის­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი, მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის ნა­წილ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მა­ტე­ბი­თი ენერ­გი­ე­ბის წყა­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს წყალ­ქვე­შა მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ქსე­ლის მო­წყო­ბას, რო­მელ­მაც უნდა და­ა­კავ­ში­როს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­პი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას, სატ­რან­ზი­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდას: „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვი­წყეთ მე­ო­თხე ენერ­გე­ტი­კუ­ლი პა­კე­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. დიდი პერ­სპექ­ტი­ვის მა­ტა­რე­ბე­ლია შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვა ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის“ ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია სა­ხელ­მწი­ფო, ანა­ლი­ტი­კუ­რი და ბიზ­ნე­სის სექ­ტო­რის მხრი­დან გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე მდგა­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ე­ბის მთა­ვა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რია ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი Foundation Institute for Eastern Studies.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

როგორ უნდა პარლამენტში, ა?

jorj
0

ქალაქის მილიონი ხე მოკითხვას უთვლის ბატონ ნარმანიას..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმში" მიიღო მონაწილეობა

დავით ნარმანიამ "ეკონომიკურ ფორუმში" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მწვანე ენერგეტიკის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ მე-11 დისკუსიაში, სახელწოდებით „მწვანე ენერგეტიკის პერსპექტივები და რეგულირება“, სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერატორობდა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ მწვანე ენერგეტიკის აქტუალური საკითხები და რეფორმები, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისათვის ტარდება. უმთავრესი საკითხები, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და მასთან დაკავშირებული როგორც დადებითი მხარეები, ასევე არსებული გამოწვევები. მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესის მხრიდან ისმის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, განსაკუთრებით ახალი, მწვანე ენერგეტიკული პროექტების განვითარების ნაწილში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, განახლებადი ენერგიების ნაწილში მნიშვნელოვანია დამატებითი ენერგიების წყაროების განვითარების ხელშეწყობა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე საუბრისას სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას: „მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციაზე მუშაობა, რომელიც ევროპის ქვეყნებში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. დიდი პერსპექტივის მატარებელია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.

NS