ავტორი:

მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება - რა გახდა ამის მიზეზი

მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება - რა გახდა ამის მიზეზი

მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. როდის გამოსწორდება ხარვეზი, რის გამოც მტროს ხაზი ჩერდება, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ "ახმეტელიდან" მეტროსადგურ "გურამიშვილამდე" მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "გურამიშვილიდან" მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" და პირიქით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განახლება:

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, სადაც ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, მოძრაობა უკვე აღდგენილია.