ავტორი:

5 მილიონამდე დაღუპული ცხოველი - მკაცრმა ზამთარმა მონღოლეთის მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დატოვა

5 მილიონამდე დაღუპული ცხოველი - მკაცრმა ზამთარმა მონღოლეთის მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დატოვა

წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, მკაცრმა ზამთარმა მონღოლეთში 4,7 მილიონი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

მძიმე პირობები, რომელიც ცნობილია როგორც "ძუდ", ხასიათდება ტემპერატურის დაცემით, დიდთოვლობითა და ყინვით, რაც თავისთავად იწვევს საძოვრების დაფარვას, შესაბამისად, პირუტყვს საკვებზე წვდომა აღარ აქვს. ძუდი - ან "კატასტროფა" - მაშინ იწყება, როდესაც ზაფხულის გვალვას ძლიერი თოვლი და უკიდურესი სიცივე მოჰყვება. ტემპერატურა შეიძლება -30 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს.

მონღოლეთში დაახლოებით 300 000 ადამიანი ტრადიციული მომთაბარე მესაქონლეა. მათი შემოსავალი, ძირითადად, საქონლის გაყიდვაზეა დამოკიდებული.

"ადამიანებს, რომლებიც გადარჩენისთვის მთლიანად დამოკიდებულნი არიან თავიანთ პირუტყვზე, ძალიან გაუჭირდებათ. შესაძლოა, რამდენიმე თვეში საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ", - განაცხადა ალექსანდრე მათეუმ, IFRC-ის რეგიონულმა დირექტორმა.

IFRC-ის მონაცემებით, ნოემბრიდან მოყოლებული, სულ მცირე 2250 მესაქონლე ოჯახმა დაკარგა პირუტყვის 70%-ზე მეტი. 7000-ზე მეტ ოჯახს ახლა არ აქვს საკმარისი საკვები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, წლევანდელი თოვლი ყველაზე მაღალი იყო ბოლო 49 წლის განმავლობაში. მკაცრმა ზამთარმა ქვეყნის სამი-მეოთხედი დააზარალა, ვარაუდობენ, რომ პირობები გაუარესდება. მონღოლეთის მთავრობამ გასულ თვეში გაძლიერებული მზადყოფნა გამოაცხადა, რომელიც 15 მაისამდე გაგრძელდება.

მონღოლეთი კლიმატის კრიზისით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა გაიზარდა 2,1 გრადუსით ბოლო 70 წლის განმავლობაში. გაეროს სააგენტოების ცნობით, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ზაფხულის გვალვების ზრდა და შემდგომ მკაცრი ზამთარი...წყარო