მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომელიც კოსმოსური საშინელების სიღრმეში ჩაგძირავთ: რატომ უნდა წაიკითხოთ ლავკრაფტის "ჰიპნოზი"
წიგნი, რომელიც კოსმოსური საშინელების სიღრმეში ჩაგძირავთ: რატომ უნდა წაიკითხოთ ლავკრაფტის "ჰიპნოზი"

ადა­მი­ან­ში ინ­ტე­რესს იწ­ვევს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ში­ში და ბნე­ლია, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ში - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ხში­რად მი­ფიქ­რია იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თა თავ­შიც გე­ნი­ა­ლუ­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი იბა­დე­ბო­და, ხორცს ის­ხამ­და და წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებ­და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ედ­გარ ალან პოსა და ჰო­ვარდ ფი­ლიპს ლავ­კრაფტს.

ედ­გარ პო სწო­რედ ის მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბა­ში, ჩემ­ში მის­ტი­კის ჟან­რი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გა­აღ­ვი­ვა. მის­ტი­კა, ფენ­ტე­ზი, ფან­ტას­ტი­კა და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ზი­დავ­და, რად­გან ყო­ველ ჯერ­ზე ძა­ლი­ან ღრმად ვი­ძი­რე­ბო­დი გა­სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ებ­ში. ისეთ­ში, რო­გო­რის წარ­მოდ­გე­ნაც ჩემი აზ­რით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბას არ შე­უძ­ლია. მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლებს... ასე­თი იყო ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ჰო­ვარდ ლავ­კრაფ­ტი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც ისე­თი­ვე იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი და ბნე­ლი იყო, რო­გო­რიც მისი შე­მოქ­მე­დე­ბა. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და იდუ­მა­ლი ავ­ტო­რია სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში.

ვფიქ­რობ, შე­დევ­რებს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან, რო­მელ­თაც რთუ­ლი და ხში­რად ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დათ. ფაქ­ტია, რომ ლავ­კრაფ­ტიც შთა­გო­ნე­ბას სა­კუ­თა­რი უც­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან იღებ­და. როცა პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე მისი მო­თხრო­ბე­ბი, ჩემ­ში ბავ­შვო­ბის იმ შეგ­რძნე­ბებ­მა გა­იღ­ვი­ძა, რომ­ლე­ბიც ედ­გარ პოს წიგ­ნე­ბის კი­თხვი­სას მე­უფ­ლე­ბო­და.

ერ­თდრო­უ­ლად ში­შის და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის, ად­რე­ნა­ლი­ნის და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, რაც გა­ი­ძუ­ლებს ბევ­რი იფიქ­რო, ჩა­უღ­რმავ­დე სა­კუ­თარ პერ­სო­ნას და და­აკ­ვირ­დე სიზ­მრებს, რომ­ლებ­შიც შე­საძ­ლოა იმა­ლე­ბო­დეს პა­სუ­ხე­ბი ჩვენს გა­უ­ცე­მელ კი­თხვებ­ზე...

ლავ­კრაფ­ტის მო­თხრო­ბებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ ჩემ­ში და­ბა­და სურ­ვი­ლი, მო­მე­ძია და გავ­ცნო­ბო­დი იმ ავ­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფი­ას, რომ­ლის გო­ნე­ბა­მაც და­უ­ჯე­რე­ბე­ლი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი და პერ­სო­ნა­ჟე­ბი შექ­მნა. სუ­ლაც არ გამ­კვირ­ვე­ბია, როცა გა­ვი­გე, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი ედ­გარ პო იყო. არც ის გამ­კვირ­ვე­ბია, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კოშ­მა­რე­ბი ტან­ჯავ­და და კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და. ლავ­კრაფ­ტი არ ცდი­ლობ­და გაჰ­ქ­ცე­ო­და სა­ში­ნელ სიზ­მრებ­ში მოვ­ლე­ნილ ურჩხუ­ლებს, ის აკ­ვირ­დე­ბო­და და სწავ­ლობ­და მათ, წერ­და წიგ­ნებს და წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რომ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, გაჩ­ნდე­ბო­და ახა­ლი ჟან­რი - Lovecraftian horror „ლავ­კრაფ­ტი­სე­უ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა“.

ლავ­კრაფ­ტის მო­თხრო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სიზ­მრე­ბის იდუ­მალ სამ­ყა­როს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე-20 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­წე­რი­ლი მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღემ­დე გა­ო­ცე­ბა­სა და შიშ­ში ტო­ვებს მკი­თხველს. ლავ­კრაფ­ტის მდი­დარ­მა ფან­ტა­ზი­ამ და უნი­კა­ლურ­მა სტილ­მა შექ­მნა სა­კუ­თა­რი მი­თო­ლო­გი­უ­რი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Cthulhu Mythos (ქთულ­ხუს მი­თო­სი), სა­დაც მი­ვი­წყე­ბულ სამ­ყა­რო­ში უძ­ვე­ლეს ღმერ­თებს სძი­ნავთ და კა­ცობ­რი­ო­ბა მათ ბო­როტ გავ­ლე­ნას ეჯა­ხე­ბა.

ლავ­კრაფ­ტი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი უნა­რით შექ­მნას უნი­კა­ლუ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ატ­მოს­ფე­რო. მისი მო­თხრო­ბე­ბი სავ­სეა პირ­ქუ­ში, უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქე­ბით, სიბ­ნე­ლი­თა და უფსკრუ­ლე­ბით. მან ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა კოს­მო­სუ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ელე­მენ­ტე­ბი, რაც მის ნა­მუ­შევ­რებს წარ­მო­უდ­გენ­ლად მის­ტი­კურს ხდის.

დღეს ბევ­რი მწე­რა­ლი და მხატ­ვა­რი იღებს შთა­გო­ნე­ბას ჰო­ვარდ ლავ­კრაფ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან. მისი სამ­ყა­რო მრა­ვა­ლი წიგ­ნის, ფილ­მი­სა და თა­მა­შის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და და მისი გავ­ლე­ნა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟანრ­ზე დღე­საც კი ღრმად არის გამ­ჯდა­რი.

მოგ­ზა­უ­რო­ბა ჰო­ვარდ ლავ­კრაფ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არის ჩა­ძირ­ვა მის­ტი­კის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სა და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო­ში. მისი მო­თხრო­ბე­ბი ცო­ცხლობს და მკი­თხველს აძ­ლევს უნი­კა­ლუ­რი კი­თხვის გა­მოც­დი­ლე­ბას, რომ­ლის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ ჯერ კი­დევ არ იც­ნობთ ლავ­კრაფ­ტის ნა­მუ­შევ­რებს, გირ­ჩევთ, დღეს­ვე და­ი­წყოთ კი­თხვა. ლავ­კრაფ­ტის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი „ჰიპ­ნო­ზი“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა, „პორ­ტა­ლის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. კრე­ბუ­ლი მწერ­ლის თორ­მეტ ცნო­ბილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს.

გვერ­დე­ბი: 220; ყდის ტიპი: მა­გა­რი; ფასი: 14.95 ₾

ესე­ნია: „ჰიპ­ნო­ზი“, რო­მე­ლიც ჩემი აზ­რით სა­კუ­თა­რი სიზ­მრე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით და­წე­რა და პერ­სო­ნაჟ­ში თა­ვად მწე­რალს ამო­იც­ნობთ. „ჯა­დოქ­რე­ბის ბუ­ნა­გი“, რო­მე­ლიც ალ­ქა­ჯე­ბის და ჯა­დოქ­რე­ბის არ­სე­ბო­ბას თით­ქმის და­გა­ჯე­რებთ. „უც­ნა­უ­რი მო­ხუ­ცი“, „სი­ცი­ვე“, „მთვა­რის ჭა­ო­ბი“, „სიზ­მრის კე­დელს მიღ­მა“, „იდუ­მა­ლი ხე“, არ­ტურ ჯერ­მი­ნი“, „ხუან რო­მე­როს გარ­და­სახ­ვა“, „ბო­რო­ტე­ბის მსა­ხუ­რი“, „რენ­დოლფ კარ­ტე­რის ჩვე­ნე­ბა“ და „ვერ­ცხლის გა­სა­ღე­ბი“.

უფრთხილ­დით ძველ ღმერ­თებს და მო­ემ­ზა­დეთ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის სიბ­ნე­ლი­სა და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის სამ­ყა­რო­ში!

თეა ინა­სა­რი­ძე

შე­საძ­ლოა და­გა­ინ­ტე­რე­სოთ: მოგ­ზა­უ­რო­ბა სტი­ვენ კინ­გის ბნელ სამ­ყა­რო­ებ­ში: მწერ­ლის 2 წიგ­ნი მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წიგნი, რომელიც კოსმოსური საშინელების სიღრმეში ჩაგძირავთ: რატომ უნდა წაიკითხოთ ლავკრაფტის "ჰიპნოზი"

წიგნი, რომელიც კოსმოსური საშინელების სიღრმეში ჩაგძირავთ: რატომ უნდა წაიკითხოთ ლავკრაფტის "ჰიპნოზი"

ადამიანში ინტერესს იწვევს ყველაფერი, რაც საშიში და ბნელია, რადგან ყველაფერი საშიში - ძალიან საინტერესოა. ხშირად მიფიქრია იმ ადამიანებზე, რომელთა თავშიც გენიალური და წარმოუდგენელი ისტორიები იბადებოდა, ხორცს ისხამდა და წარუშლელ კვალს ტოვებდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ასეთი ადამიანების სიაში ჩემთვის გამორჩეული ადგილი უჭირავს ედგარ ალან პოსა და ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს.

ედგარ პო სწორედ ის მწერალია, რომელმაც ბავშვობაში, ჩემში მისტიკის ჟანრისადმი განსაკუთრებული სიყვარული გააღვივა. მისტიკა, ფენტეზი, ფანტასტიკა და საშინელებათა ჟანრი ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა, რადგან ყოველ ჯერზე ძალიან ღრმად ვიძირებოდი გასაოცარ სამყაროებში. ისეთში, როგორის წარმოდგენაც ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანის გონებას არ შეუძლია. მხოლოდ განსაკუთრებულებს... ასეთი იყო ამერიკელი მწერალი ჰოვარდ ლავკრაფტი, რომლის ცხოვრებაც ისეთივე იდუმალებით მოცული და ბნელი იყო, როგორიც მისი შემოქმედება. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და იდუმალი ავტორია საშინელებათა ჟანრის ლიტერატურის ისტორიაში.

ვფიქრობ, შედევრებს ისეთი ადამიანები ქმნიან, რომელთაც რთული და ხშირად ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ. ფაქტია, რომ ლავკრაფტიც შთაგონებას საკუთარი უცნაური ცხოვრებიდან იღებდა. როცა პირველად წავიკითხე მისი მოთხრობები, ჩემში ბავშვობის იმ შეგრძნებებმა გაიღვიძა, რომლებიც ედგარ პოს წიგნების კითხვისას მეუფლებოდა.

ერთდროულად შიშის და აღფრთოვანების, ადრენალინის და ცნობისმოყვარეობის, რაც გაიძულებს ბევრი იფიქრო, ჩაუღრმავდე საკუთარ პერსონას და დააკვირდე სიზმრებს, რომლებშიც შესაძლოა იმალებოდეს პასუხები ჩვენს გაუცემელ კითხვებზე...

ლავკრაფტის მოთხრობებში მოგზაურობამ ჩემში დაბადა სურვილი, მომეძია და გავცნობოდი იმ ავტორის ბიოგრაფიას, რომლის გონებამაც დაუჯერებელი განზომილებები და პერსონაჟები შექმნა. სულაც არ გამკვირვებია, როცა გავიგე, რომ მისი საყვარელი მწერალი ედგარ პო იყო. არც ის გამკვირვებია, რომ მთელი ცხოვრება კოშმარები ტანჯავდა და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ლავკრაფტი არ ცდილობდა გაჰქცეოდა საშინელ სიზმრებში მოვლენილ ურჩხულებს, ის აკვირდებოდა და სწავლობდა მათ, წერდა წიგნებს და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, გაჩნდებოდა ახალი ჟანრი - Lovecraftian horror „ლავკრაფტისეული საშინელება“.

ლავკრაფტის მოთხრობების უმეტესობა სიზმრების იდუმალ სამყაროსთანაა დაკავშირებული. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი მისი ნაწარმოებები დღემდე გაოცებასა და შიშში ტოვებს მკითხველს. ლავკრაფტის მდიდარმა ფანტაზიამ და უნიკალურმა სტილმა შექმნა საკუთარი მითოლოგიური სამყარო, რომელიც ცნობილია როგორც Cthulhu Mythos (ქთულხუს მითოსი), სადაც მივიწყებულ სამყაროში უძველეს ღმერთებს სძინავთ და კაცობრიობა მათ ბოროტ გავლენას ეჯახება.

ლავკრაფტი ცნობილია თავისი უნარით შექმნას უნიკალური საშინელებათა ატმოსფერო. მისი მოთხრობები სავსეა პირქუში, უძველესი ქალაქებით, სიბნელითა და უფსკრულებით. მან ოსტატურად გამოიყენა კოსმოსური საშინელებათა ელემენტები, რაც მის ნამუშევრებს წარმოუდგენლად მისტიკურს ხდის.

დღეს ბევრი მწერალი და მხატვარი იღებს შთაგონებას ჰოვარდ ლავკრაფტის შემოქმედებიდან. მისი სამყარო მრავალი წიგნის, ფილმისა და თამაშის საფუძველი გახდა და მისი გავლენა საშინელებათა ჟანრზე დღესაც კი ღრმად არის გამჯდარი.

მოგზაურობა ჰოვარდ ლავკრაფტის შემოქმედებაში არის ჩაძირვა მისტიკის, საიდუმლოებისა და საშინელებების სამყაროში. მისი მოთხრობები ცოცხლობს და მკითხველს აძლევს უნიკალური კითხვის გამოცდილებას, რომლის დავიწყება შეუძლებელია. თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ლავკრაფტის ნამუშევრებს, გირჩევთ, დღესვე დაიწყოთ კითხვა. ლავკრაფტის მოთხრობების კრებული „ჰიპნოზი“, გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, „პორტალის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. კრებული მწერლის თორმეტ ცნობილ მოთხრობას აერთიანებს.

გვერდები: 220; ყდის ტიპი: მაგარი; ფასი: 14.95 ₾

ესენია: „ჰიპნოზი“, რომელიც ჩემი აზრით საკუთარი სიზმრების გამოცდილებით დაწერა და პერსონაჟში თავად მწერალს ამოიცნობთ. „ჯადოქრების ბუნაგი“, რომელიც ალქაჯების და ჯადოქრების არსებობას თითქმის დაგაჯერებთ. „უცნაური მოხუცი“, „სიცივე“, „მთვარის ჭაობი“, „სიზმრის კედელს მიღმა“, „იდუმალი ხე“, არტურ ჯერმინი“, „ხუან რომეროს გარდასახვა“, „ბოროტების მსახური“, „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ და „ვერცხლის გასაღები“.

უფრთხილდით ძველ ღმერთებს და მოემზადეთ წარმოუდგენელი თავგადასავლებისთვის სიბნელისა და საიდუმლოების სამყაროში!

თეა ინასარიძე

შესაძლოა დაგაინტერესოთ: მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის