ავტორი:

ნუცა ბუზალაძის გამოსვლა საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ტაიმებს შორის - მომენტი, რომელიც ეთერში არ გასულა (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძის გამოსვლა საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ტაიმებს შორის - მომენტი, რომელიც ეთერში არ გასულა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგს მოუგო და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალში გავიდა. მატჩი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. დუბლი შეასრულა ნაკრების შემტევმა, ბუდუ ზივზივაძემ - საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 2-0 დასრულდა.

ფინალში ჩვენი გუნდი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ვინ იქნება საქართველოს მეტოქე, ეს დღეს გაირკვევა.

ფინალის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

  • აღსანიშნავია, რომ ტაიმებს შორის ფეხბურთის ათასობით გულშემატკივრის წინაშე ნუცა ბუზალაძემ იმღერა. ნუცამ სიმღერა Firefighter შეასრულა, ეს ის სიმღერაა, რომელსაც ბუზალაძე "ევროვიზიაზე" იმღერებს. ვიდეოს სოციალურ ქსელში "ევროვიზია საქართველოს" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ნახეთ ვიდეო: