ავტორი:

საქართველომ ლუქსემბურს პირველი გოლი გაუტანა - ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბუდუ ზივზივაძემ  გახსნა (ვიდეო)

საქართველომ ლუქსემბურს პირველი გოლი გაუტანა - ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბუდუ ზივზივაძემ  გახსნა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი ოფში ლუქსემბურს უპირისპირდება. მატჩი ამ წუთებში თბილისში, "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.

ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. გოლი საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის უდიდესი უპირატესობით მიმდინარეობდა და ქართველ ფეხბურთელებს არაერთი შანსი ჰქონდათ.

  • ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ხვიჩა კვარაცხელია. ძირითადი 11 ფეხბურთელის სია ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.