ავტორი:

ილია თოფურიამ ათასობით გულშემატკივარს UFC-ის ჩემპიონის ქამარი წარუდგინა - ამაღელვებელი მომენტი და ემოციები "დინამო არენადან"

ილია თოფურიამ ათასობით გულშემატკივარს UFC-ის ჩემპიონის ქამარი წარუდგინა - ამაღელვებელი მომენტი და ემოციები "დინამო არენადან"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი ოფში ლუქსემბურს ხვდებდა. თამაშის დაწყებამდე UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ათასობით გულშემატკივრის წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.

ილიას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა. სპორტსმენმა ფეხბურთელები გაამხნევა.

ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარება ხვიჩა კვარაცხელია. ახლახან კი გამოქვეყნდა ძირითადი 11-ეულის სია - ვნახოთ ვინ დაიწყებს თამაშს პირველივე წუთებიდან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.

სათადარიგო: გუგეშაშვილი, ლორია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, მამუჩაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა, ალთუნაშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, ქვილითაია.