მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის
მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის

სტი­ვენ კინ­გი სი­ტყვე­ბის ბნე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის უდა­ვო ოს­ტა­ტია, სა­ში­ში სამ­ყა­რო­ე­ბის შემ­ქმნე­ლი, სა­დაც რე­ა­ლო­ბა და კოშ­მა­რი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ვა და სა­ო­ცარ სიმ­ფო­ნი­ას ქმნის. სტი­ვენ კინ­გის მდი­და­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მო­ი­ცავს ნა­წარ­მო­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იპყრობს მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რო­თი, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­თა და სიღ­რმით. ორი ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რია "სა­ლიმს ლოტი" და "ბნე­ლი კოშ­კი".

კინ­გი ხში­რად ამ­ბობ­და, რომ არ აქვს ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კა და სწო­რედ ეს მსუ­ბუ­ქი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა ეხ­მა­რე­ბა მას რთუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, მწე­რალს ეში­ნია თვითმფრი­ნა­ვე­ბის და ფსი­ქი­ატ­რე­ბის. აქვს არაქ­ნო­ფო­ბია და ოც­ნე­ბობს, რომ თა­ვის ფო­ბი­ა­ზე (ობო­ბე­ბის შიში) და­წე­როს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი რო­მა­ნი. ამას­თან, სტი­ვე­ნი ტრის­კა­ი­დე­კა­ფო­ბი­ი­თაც იტან­ჯე­ბა. მას ეში­ნია 13 რი­ცხვის და ცდი­ლობს ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ექ­ცეს მას.

სა­ლიმს ლოტი

მა­ი­ნის ტყე­ებ­ში, ბნელ ქვე­ტყე­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნუ­რი ში­შე­ბი იკ­ვე­თე­ბა მის­ტი­კურ ძა­ლებ­თან, ვი­თარ­დე­ბა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გვა­ი­ძუ­ლებს სუ­ლის ყვე­ლა­ზე ბნელ კუ­თხე­ებ­ში ჩა­ვი­ხე­დოთ. „სა­ლიმს ლოტი“ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრი­ლე­რის ჟან­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია, სა­დაც ყო­ვე­ლი გვერ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბი­თა და ინ­ტრი­გე­ბი­თაა გამ­სჭვა­ლუ­ლი. „სა­ლიმს ლოტი“ - გა­მო­გო­ნილ ქა­ლაქს ჰქვია, სა­დაც მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა. პა­ტა­რა წყნარ ქა­ლაქ­ში - 1319 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ბენ მე­ი­ერ­სი სა­ლიმს-ლოტ­ში ბავ­შვო­ბის ში­შე­ბის და­საძ­ლე­ვად და ახა­ლი წიგ­ნის და­სა­წე­რად მი­დის. ქა­ლაქ­ში ის გა­იც­ნობს გო­გო­ნას, სა­ხე­ლად სი­უ­ზენს და მათ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გრძნო­ბა უჩ­ნდე­ბათ. ბენი ასე­ვე ხვდე­ბა მეტ ბურკს, ჯიმი კო­დის და მამა კა­ლა­ჰენს, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში რა­ღაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხდე­ბა...

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა იმით, რომ პრო­ვინ­ცი­ულ ამე­რი­კულ ქა­ლაქ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გაქ­რო­ბას იწყე­ბენ - სა­თი­თა­ოდ და მთე­ლი ოჯა­ხე­ბით. ვერც ახ­ლობ­ლებ­მა და ვერც პო­ლი­ცი­ამ ვერ იპო­ვა ისი­ნი და როცა იმე­დი თით­ქოს სა­მუ­და­მოდ გაქ­რა, და­კარ­გუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ და ქა­ლა­ქი სა­ში­ნე­ლე­ბის­გან შე­ირ­ყა...

„სა­ლიმს-ლოტი“სტი­ვენ კინ­გის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში წიგ­ნე­ბის ხუ­თე­ულ­ში იკა­ვებს ად­გილს.

რო­მა­ნის სა­თა­უ­რი პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბაა ქა­ლაქ სა­ლემ­ზე, რო­მე­ლიც ფარ­თოდ არის ცნო­ბი­ლი პო­პუ­ლა­რულ კულ­ტუ­რა­ში, რო­გორც „ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბის ად­გი­ლი“. 1914 წელს ქა­ლა­ქი თით­ქმის მთლი­ა­ნად და­იწ­ვა დიდი ხან­ძრის შე­დე­გად.

წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მია ambebishop.ge-ს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში (ფასი 27.95 ₾). გვერ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 528. ყდის ტიპი: მა­გა­რი.

ბნე­ლი კოშ­კი

მოგ­ზა­უ­რო­ბა სამ­ყა­რო­ე­ბი­სა და დრო­ის უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ებ­ში, სა­დაც რე­ა­ლო­ბა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ფან­ტა­ზი­ას­თან და მის­ტი­ციზ­მთან - ეს ბნე­ლი კოშ­კია. სტი­ვენ კინ­გის მიერ შექ­მნი­ლი ეპი­კუ­რი საგა მთა­ვა­რი გმი­რის, რო­ლანდ დე­შა­ი­ნის სა­ხი­ფა­თო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გვიწ­ვევს, დი­დე­ბუ­ლი ბნე­ლი კოშ­კის მიღ­მა. ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ვხვდე­ბით უც­ნა­ურ არ­სე­ბებს, იდუ­მალ მოვ­ლე­ნებ­სა და სა­შიშ დაბ­რკო­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც გვა­ი­ძუ­ლე­ბენ გან­ვსა­ჯოთ სა­კუ­თა­რი თავი და ვე­ძი­ოთ ცხოვ­რე­ბის აზრი ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­ში.

სტი­ვენ კინ­გმა რო­მა­ნე­ბის ციკ­ლის "ბნე­ლი კოშ­კის" გა­მო­ცე­მა 1982 წელს და­ი­წყო. იგი ფენ­ტე­ზის, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის, ჰო­რო­რის, ვეს­ტერ­ნი­სა და გარ­კვე­ულ­წი­ლად, მე­ლოდ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ზა­ვია.

„ბნე­ლი კოშ­კი“ სე­რი­ის მეშ­ვი­დე და ბოლო წიგ­ნია. ალის­ფე­რი მე­ფის დამ­ქა­შე­ბი მის ნა­ში­ერს ელო­დე­ბი­ან... შეძ­ლე­ბენ ჯე­ი­კი და მამა კა­ლა­ჰე­ნი მის გა­მოხ­სნას? ვინ არის არ­სე­ბა, რო­მე­ლიც სუ­ზა­ნამ შობა? რა გეგ­მე­ბი აქვს უოლ­ტერს, იმა­ვე რენ­დალ ფლეგს? გა­და­არ­ჩე­ნენ თუ არა ჩვე­ნი გმი­რე­ბი თა­ვი­ანთ შემ­ქმნელს? რა ბედი ეწე­ვა მსრო­ლელ­სა და მის კა-ტეტს? და, ბო­ლოს და ბო­ლოს, მი­აღ­წევს თუ არა რო­ლანდ დის­ქე­ი­ნი ბნელ კოშ­კამ­დე? ეს წიგ­ნი ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს ახ­დის ფარ­დას, მაგ­რამ ამოხ­სნის ბნე­ლი კოშ­კის იდუ­მა­ლე­ბას?"

მის­ტი­კის, მის­ტე­რი­ი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი დრა­მის შერ­წყმა "სა­ლიმს ლოტ­სა" და "ბნელ კოშკს" თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ნა­თელ შე­დევ­რე­ბად აქ­ცევს. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი არა მხო­ლოდ გვი­ზი­დავს მათ სამ­ყა­რო­ში, არა­მედ გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, სიკ­ვდილ­ზე და იმა­ზე, თუ რა იმა­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს შო­რის.

"ბნე­ლი კოშ­კი" ambebishop.ge-ს მა­რაგ­შია (ფასი 32.95 ₾). გვერ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 712. ყდის ტიპი: მა­გა­რი

თეა ინა­სა­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის

მოგზაურობა სტივენ კინგის ბნელ სამყაროებში: მწერლის 2 წიგნი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებისთვის

სტივენ კინგი სიტყვების ბნელი ხელოვნების უდავო ოსტატია, საშიში სამყაროების შემქმნელი, სადაც რეალობა და კოშმარი ერთმანეთში ირევა და საოცარ სიმფონიას ქმნის. სტივენ კინგის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს ნაწარმოებებს, რომლებიც განსაკუთრებულად იპყრობს მკითხველის ყურადღებას თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, საიდუმლოებებითა და სიღრმით. ორი ასეთი შესანიშნავი ნამუშევარია "სალიმს ლოტი" და "ბნელი კოშკი".

კინგი ხშირად ამბობდა, რომ არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა და სწორედ ეს მსუბუქი არაადეკვატურობა ეხმარება მას რთული სიუჟეტების მოფიქრებაში. მაგალითად, მწერალს ეშინია თვითმფრინავების და ფსიქიატრების. აქვს არაქნოფობია და ოცნებობს, რომ თავის ფობიაზე (ობობების შიში) დაწეროს ძალიან შთამბეჭდავი რომანი. ამასთან, სტივენი ტრისკაიდეკაფობიითაც იტანჯება. მას ეშინია 13 რიცხვის და ცდილობს ნებისმიერი საშუალებით გაექცეს მას.

სალიმს ლოტი

მაინის ტყეებში, ბნელ ქვეტყეში, სადაც ადამიანური შიშები იკვეთება მისტიკურ ძალებთან, ვითარდება ისტორია, რომელიც გვაიძულებს სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში ჩავიხედოთ. „სალიმს ლოტი“ ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრის შესანიშნავი მაგალითია, სადაც ყოველი გვერდი დაძაბულობითა და ინტრიგებითაა გამსჭვალული. „სალიმს ლოტი“ - გამოგონილ ქალაქს ჰქვია, სადაც მოქმედება ვითარდება. პატარა წყნარ ქალაქში - 1319 ადამიანი ცხოვრობს.

ცნობილი მწერალი ბენ მეიერსი სალიმს-ლოტში ბავშვობის შიშების დასაძლევად და ახალი წიგნის დასაწერად მიდის. ქალაქში ის გაიცნობს გოგონას, სახელად სიუზენს და მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. ბენი ასევე ხვდება მეტ ბურკს, ჯიმი კოდის და მამა კალაჰენს, მაგრამ ქალაქში რაღაც ძალიან უცნაური ხდება...

ყველაფერი იწყება იმით, რომ პროვინციულ ამერიკულ ქალაქში ადამიანები გაქრობას იწყებენ - სათითაოდ და მთელი ოჯახებით. ვერც ახლობლებმა და ვერც პოლიციამ ვერ იპოვა ისინი და როცა იმედი თითქოს სამუდამოდ გაქრა, დაკარგულები დაბრუნდნენ და ქალაქი საშინელებისგან შეირყა...

„სალიმს-ლოტი“ სტივენ კინგის ყველაზე საშიში წიგნების ხუთეულში იკავებს ადგილს.

რომანის სათაური პირდაპირი მინიშნებაა ქალაქ სალემზე, რომელიც ფართოდ არის ცნობილი პოპულარულ კულტურაში, როგორც „ჯადოქრებზე ნადირობის ადგილი“. 1914 წელს ქალაქი თითქმის მთლიანად დაიწვა დიდი ხანძრის შედეგად.

წიგნი ხელმისაწვდომია ambebishop.ge-ს ონლაინ მაღაზიაში (ფასი 27.95 ₾). გვერდების რაოდენობა: 528. ყდის ტიპი: მაგარი.

ბნელი კოშკი

მოგზაურობა სამყაროებისა და დროის უზარმაზარ სივრცეებში, სადაც რეალობა გადაჯაჭვულია ფანტაზიასთან და მისტიციზმთან - ეს ბნელი კოშკია. სტივენ კინგის მიერ შექმნილი ეპიკური საგა მთავარი გმირის, როლანდ დეშაინის სახიფათო მოგზაურობაში გვიწვევს, დიდებული ბნელი კოშკის მიღმა. ამ ნაწარმოებში ვხვდებით უცნაურ არსებებს, იდუმალ მოვლენებსა და საშიშ დაბრკოლებებს, რომლებიც გვაიძულებენ განვსაჯოთ საკუთარი თავი და ვეძიოთ ცხოვრების აზრი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში.

სტივენ კინგმა რომანების ციკლის "ბნელი კოშკის" გამოცემა 1982 წელს დაიწყო. იგი ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ვესტერნისა და გარკვეულწილად, მელოდრამის წარმატებული ნაზავია.

„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკამდე? ეს წიგნი ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"

მისტიკის, მისტერიისა და ადამიანური დრამის შერწყმა "სალიმს ლოტსა" და "ბნელ კოშკს" თანამედროვე ლიტერატურის ნათელ შედევრებად აქცევს. ეს ნამუშევრები არა მხოლოდ გვიზიდავს მათ სამყაროში, არამედ გვაფიქრებინებს სიცოცხლის მნიშვნელობაზე, სიკვდილზე და იმაზე, თუ რა იმალება ამ ყველაფერს შორის.

"ბნელი კოშკი" ambebishop.ge-ს მარაგშია (ფასი 32.95 ₾). გვერდების რაოდენობა: 712. ყდის ტიპი: მაგარი

თეა ინასარიძე