ავტორი:

მასიური შეტევა კიევზე: რუსეთმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ფოტოები დედაქალაქიდან

მასიური შეტევა კიევზე: რუსეთმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ფოტოები დედაქალაქიდან

ერთ თვეზე მეტი შესვენების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით მასიური სარაკეტო შეტევა დაიწყო, რაკეტების უმეტესობა კიევის მიმართულებით გაისროლა. უკრაინის დედაქალაქში 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ათმა რუსულმა Tu-95MS ბომბდამშენმა რაკეტები გაუშვა, რომლებმაც უკრაინის საზღვრებს კიევის დროით დილის ოთხი საათის შემდეგ მიაღწიეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის თავდასხმის დროს 31 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის სამხედროები წერენ, რომ რუსეთის არმიამ გამოიყენა 29 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, გაშვებული იყო კიდევ ორი ​​ბალისტიკური რაკეტა - ისკანდერ-მ და კინჟალი.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა სვიატოშინსკის რაიონშიც. გარდა ამისა, პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევები არასაცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე დაეცა, ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი შენობის სახურავზე, ასევე ცეცხლი გაუჩნდა ტრანსფორმატორის სადგურს.

კიევიდან ფოტოებს უკრაინული და საერთაშორისო მედია ავრცელებს

კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებების სერია დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა
კიევის შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგები

აფეთქების შედეგად მანქანები დაზიანდა
კიევი, 2024 წლის 21 მარტი