ავტორი:

"ევაკუაცია ჯოჯოხეთიდან": აშშ ჰაიტიდან თავისი მოქალაქეების ვერტმფრენით გამოყვანას იწყებს - რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

"ევაკუაცია ჯოჯოხეთიდან": აშშ ჰაიტიდან თავისი მოქალაქეების ვერტმფრენით გამოყვანას იწყებს - რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

აშშ-მ განაცხადა, რომ ის ჰაიტიდან თავისი მოქალაქეების ვერტმფრენით ევაკუაციას იწყებს. ეს კრიმინალურ ბანდებთან ბრძოლის ფონზე ხდება, რომლებმაც პორტ-ო-პრენსის უმდიდრეს ანკლავში სასტიკი სროლა მოაწყვეს.

  • სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის დაქირავებული ვერტმფრენები მოქალაქეებს პორტ-ო-პრენსიდან დომინიკის რესპუბლიკაში გადაიყვანს.

პატელმა ჰაიტის დედაქალაქში არსებული სიტუაცია, სადაც მძიმედ შეიარაღებულმა ბანდის მებრძოლებმა 29 თებერვალს მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს, აღწერა, როგორც ცვალებადი.

  • აშშ-ს მთავრობის განცხადებით, ჰაიტიში საევაკუაციო ფრენები ყოველდღიურად განხორციელდება. ოფიციალური ინფორმაციით, ჰაიტიში მთავრობას ევაკუაციის ან დახმარების თხოვნით აშშ-ს 1600-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

მედიის ინფორმაციით, ევაკუაციის დაწყებიდან მალევე ჰაიტის დედაქალაქში ბრძოლა განახლდა და Unicef-ის ხელმძღვანელმა კეტრინ რასელმა ეს საშინელი კვირა ფილმ "Mad Max"-ის სცენას შეადარა.

"ოდესღაც მშვიდობიან დასახლებებში ახლა საშინელი სროლის ხმებია",- იტყობინება Associated Press, რომლის ჟურნალისტმაც ერთ-ერთ გარეუბანში 5 ადამიანის ცხედარი ნახა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ნახეთ ასევე: