პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ: "იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება"
რა ვითარებაა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ: "იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება"

"გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს“ გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მა­რი­ნა არა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბაა, აზო­ტის დი­ოქ­სი­დის ნორ­მის გა­და­ჭარ­ბე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც მან "კვი­რის“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, ქა­ლაქ რუს­თავ­ში მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის კლე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა.

"შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დი, ოზო­ნი, გო­გირ­დის დი­ოქ­სი­დი არა­ნა­ირ გა­მოწ­ვე­ვას არ წარ­მო­ად­გენს, ისი­ნი თით­ქმის ნორ­მის ფარ­გლებ­ში გვაქვს. თუმ­ცა, მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ხან ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბაა და ხან ად­გი­ლობ­რი­ვი, გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა ნორ­მას აჭარ­ბებ­დეს. ასე­ვე, გა­მოვ­კვეთ­დით აზო­ტის დი­ოქ­სი­დის შემ­ცვე­ლო­ბას, რომ­ლის წყა­რო არის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ყვე­ლა იმ ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­დაც ჩვე­ნი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია გზის­პი­რა ად­გი­ლებ­ში, იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა გვაქვს, აზო­ტის დი­ოქ­სი­დის ნორ­მის გა­და­ჭარ­ბე­ბა შე­იმ­ჩნე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში გვაქვს ასე­თი ბევ­რი ლო­კა­ცია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა სწო­რედ აქ არის თავ­მოყ­რი­ლი. ასე­ვე, არ შე­იძ­ლე­ბა არ აღი­ნიშ­ნოს, რომ გვაქვს მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის კლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ქა­ლაქ რუს­თავ­ში, რო­მე­ლიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­რეწ­ვე­ლო ქა­ლა­ქია და ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იყო ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ გა­უმ­ჯო­ბეს­და ამ კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა აზო­ტის დი­ოქ­სი­დებს, აქ მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მა­ტე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა არა­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი!
2

ეუროპა ხომ გინდათ! პაკისტანს დაემსგავსა ქვეყანა!

კახა
1

ძალიან მაინტერესებს რატომ არ ირეცხება ქუჩები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რა ვითარებაა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ: "იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება"

რა ვითარებაა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ: "იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება"

"გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინა არაბიძის განცხადებით, დედაქალაქში იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება ფიქსირდება.

ამასთან, როგორც მან "კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქალაქ რუსთავში მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება აღინიშნება.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, გოგირდის დიოქსიდი არანაირ გამოწვევას არ წარმოადგენს, ისინი თითქმის ნორმის ფარგლებში გვაქვს. თუმცა, მყარი ნაწილაკები, რომელიც პერიოდულად ხან ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა და ხან ადგილობრივი, გარკვეულ დღეებში შეიძლება ნორმას აჭარბებდეს. ასევე, გამოვკვეთდით აზოტის დიოქსიდის შემცველობას, რომლის წყარო არის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ინდიკატორები განთავსებულია გზისპირა ადგილებში, იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობა გვაქვს, აზოტის დიოქსიდის ნორმის გადაჭარბება შეიმჩნევა, განსაკუთრებით, დედაქალაქში გვაქვს ასეთი ბევრი ლოკაცია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ აქ არის თავმოყრილი. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გვაქვს მყარი ნაწილაკების შემცველობის კლება, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, რომელიც მოგეხსენებათ, სამრეწველო ქალაქია და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება აქ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მთავრობის მიერ დამტკიცებული იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, საკმაოდ გაუმჯობესდა ამ კუთხით მდგომარეობა. რაც შეეხება აზოტის დიოქსიდებს, აქ მდგომარეობა უცვლელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატება არ ფიქსირდება“,-განაცხადა მარინა არაბიძემ.