ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია გულდაწყვეტილი იმით, რომ ვერ შეძლო საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა - ბევრი გულდაწყვეტილი გულშემატკივარი, პატარა დაგვრჩა. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ დიდი ეკრანები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს ქართული ფეხბურთისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადამწყვეტი დღე. გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგთან „დინამო არენაზე“.
"არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრა არის. მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ და კიდევ ერთხელ, დეტალურად გეტყვით, იმას, რომ ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია გულდაწყვეტილი იმით,რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა ტევადობიდან და რაოდენობიდან გამომდინარე, მხოლოდ რაღაც კატეგორიას, რაოდენობას შეუძლია დაესწროს თამაშს სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ბევრი გულდაწყვეტილი გულშემატკივარი დაგვრჩა, ბევრი გულდაწყვეტილი პატარა დაგვრჩა. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ჩვენი მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ მოვაწყოთ დიდი ეკრანები. ახლაც, ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველა პირობა შეიქმნება იმისათვის, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს.
მერის თქმით, ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, იმუშავებენ კვების ობიექტები და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების fan-shop.
მისი თქმით, 27 თებერვალს 24 საათის განმავლობაში მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.
„ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დღეს ნორმალური ამინდია. შეიძლება ცოტა იწვიმოს. ამიტომ, მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაინც თბილად ჩაიცვით. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მოვა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს. მინდა ჩვენ ბიჭებს წარმატებები, გამარჯვებები ვუსურვო. ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა. შესაბამისად, მინდვრის ყველა მონაკვეთზე მიღწეულ გამარჯვებას, ყოველ სანტიმეტრს, ყოველ მეტრზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს აქვს გათვითცნობიერებული. ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით პატრიოტიზმის, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ეს სჭირდება არამხოლოდ ქართულ ფეხბურთს, სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს. სჭირდება იმ პატარებს, ახალგაზრდებს ვინც თვალებანთებული შესცქერის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და აქვთ იმის იმედი და სურვილი, რომ ისინი დიდი ფეხბურთელები გაიზარდონ. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, მე არ მომეცა ამის შესაძლებლობა, თუმცა დღევანდელ ეროვნულ ნაკრებს, ჩვენ დღევანდელ ბიჭებს აქვთ იმის შანსი,რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ და სრულიად საქართველოში იყოს ზეიმი“, - განაცხადა კალაძემ.