პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში საქართველოდან გენეტიკურად დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რა დაადგინეს ისრაელელმა გამომძიებლებმა და რას აცხადებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე საქართველოს პროკურატურაში?
ისრაელში საქართველოდან გენეტიკურად დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რა დაადგინეს ისრაელელმა გამომძიებლებმა და რას აცხადებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე საქართველოს პროკურატურაში?

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის თაღ­ლი­თო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლივ­მა ერ­თთვი­ან­მა გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თელ-ავი­ვის ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ორი კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან ჰე­მო­ფი­ლი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი ჩა­ი­ტა­ნეს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ემ­ბრი­ო­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მათი იმპლან­ტი­რე­ბა იმ ებ­რა­ელ პა­ცი­ენტ ქა­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას მი­მარ­თავ­დნენ.

ებ­რა­უ­ლი მე­დი­ის ვნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დო თაღ­ლი­თო­ბა­სა და მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი ემ­ბრი­ო­ლო­გია და კერ­ძო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია. მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია და თელ-ავივ­ში ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კერ­ძო კლი­ნი­კის მფლო­ბე­ლია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სა კლი­ნი­კის სა­ხე­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ჯა­რო­ვებს.

ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მათ საქ­მის გან­ხილ­ვა შიდა გა­მო­ძი­ე­ბით და­ი­წყეს. სა­მი­ნის­ტრომ ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო იმის შე­სა­ხებ, რომ ჰე­მო­ფი­ლია B-ს გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი დო­ნო­რის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კა­ში გა­ა­ნა­ყო­ფი­ე­რეს და შემ­დეგ ის­რა­ელ­ში შე­ი­ტა­ნეს.

  • ჰე­მო­ფი­ლია B არის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ანს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტ­ხანს უგ­რძელ­დე­ბა სის­ხლდე­ნა. სა­ში­ში და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში სის­ხლდე­ნა შე­საძ­ლოა ში­ნა­გა­ნად მოხ­დეს - სახ­სრებ­ში ან კუნ­თებ­ში, ან გა­რე­დან, მცი­რე ჭრი­ლო­ბე­ბის, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის, ტრავ­მის ან ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შე­დე­გად.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ საქ­მე­ში ჩარ­თულ­მა პი­რებ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ის­რა­ელ­შიც, იცოდ­ნენ, რომ ემ­ბრი­ო­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ. Times Of Israel-ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კი­დან გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის იმ­პორ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ჩე­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

ებ­რა­უ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ დრომ­დე უკვე ოთხმა ებ­რა­ელ­მა ქალ­მა შე­ი­ტა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი პო­ლი­ცი­ა­ში. მომ­ჩი­ვან­თა­გან ერ­თმა ჰე­მო­ფი­ლი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, მე­ო­რეს კი 20 კვი­რის ორ­სულს მო­ე­შა­ლა მუ­ცე­ლი.

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის და ის­რა­ე­ლის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ერ­თობ­ლი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო­დან შე­მო­სუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ფარ­გლებ­ში, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის, დო­ნა­ცი­ის და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრ BIRTH-ში (სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა) სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კი­დან დო­კუ­მენ­ტა­ცია და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამო­ი­ღეს.

ამ ეტაპ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, მათ შო­რის, და­გეგ­მი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა.

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ვინც კვერცხუჯრედები და ემბრიონები ბიზნესად გაიხადეთ ჩვეულებრივი ადამიანებით და სიკვდილით მოვაჭრეები ხართ, !

ნიაკო
0

აუცილელად უნდა გაასაჯაროვონ ინფორმაცია ვინ აწოდებდა ბიოლოგიურ მასალას მაგ კლინიკებს საქართველოში უამრავი მომხმარებელი ყავს და ათიათსობით ლარი ღირს მომსახურეობა ათწუთიანი პროცედურები ათასობით ლარი ღირს და რამდენ პაციენტს ატყუებენ ვინ იცის ყველა კორპუსში რეპროდუქციული კლინიკაა და თავზე საყრელი დოქტორ-პროფესორი რეპროდუქტოლოგები უამრავ ფულს შოულობენ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ისრაელში საქართველოდან გენეტიკურად დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რა დაადგინეს ისრაელელმა გამომძიებლებმა და რას აცხადებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე საქართველოს პროკურატურაში?

ისრაელში საქართველოდან გენეტიკურად დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რა დაადგინეს ისრაელელმა გამომძიებლებმა და რას აცხადებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე საქართველოს პროკურატურაში?

ჯანდაცვის სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის თაღლითობის სამმართველოს ერთობლივმა ერთთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ თელ-ავივის ინ ვიტრო განაყოფიერების ორი კლინიკის თანამშრომლებმა საქართველოდან ჰემოფილიით დაავადებული განაყოფიერებული უჯრედები ჩაიტანეს.

სავარაუდოდ, თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ემბრიონები დაავადებული იყო, თუმცა მაინც განახორციელეს მათი იმპლანტირება იმ ებრაელ პაციენტ ქალებში, რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავდნენ.

ებრაული მედიის ვნობით, სავარაუდო თაღლითობასა და მსგავსი დანაშაულებისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი ემბრიოლოგია და კერძო საავადმყოფოში განყოფილების უფროსია. მეორე დაკავებული პროფესორია და თელ-ავივში ნაყოფიერების კერძო კლინიკის მფლობელია. ჯანდაცვის სამინისტრო დამნაშავეებისა კლინიკის სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ საქმის განხილვა შიდა გამოძიებით დაიწყეს. სამინისტრომ ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ ჰემოფილია B-ს გენეტიკური მუტაციის მატარებელი დონორის კვერცხუჯრედები საქართველოს ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში გაანაყოფიერეს და შემდეგ ისრაელში შეიტანეს.

  • ჰემოფილია B არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ჩვეულებრივზე მეტხანს უგრძელდება სისხლდენა. საშიში და სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა შესაძლოა შინაგანად მოხდეს - სახსრებში ან კუნთებში, ან გარედან, მცირე ჭრილობების, სტომატოლოგიური პროცედურების, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.

სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ საქმეში ჩართულმა პირებმა, საქართველოშიც და ისრაელშიც, იცოდნენ, რომ ემბრიონები დაავადების მატარებლები იქნებოდნენ. Times Of Israel-ის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს კლინიკიდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების იმპორტის დაუყოვნებლივ შეჩერების ბრძანება გასცა.

ებრაული მედიის ცნობით, ამ დრომდე უკვე ოთხმა ებრაელმა ქალმა შეიტანა ოფიციალური საჩივარი პოლიციაში. მომჩივანთაგან ერთმა ჰემოფილიით დაავადებული ბავშვი გააჩინა, მეორეს კი 20 კვირის ორსულს მოეშალა მუცელი.

  • აღნიშნულ თემაზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის, დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა