საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა - ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა.
"2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა იყო 630 000, 2011 წელს იყო 785 000, დღეს, საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა. ასევე მოტოტექნიკა, რაც არის ავარიის ერთ-ერთი ხშირი შემთხვევა, როდესაც გარდაცვალებით მთავრდება. 2011 წელს იყო დარეგისტრირებული 3 100 მოტოტექნიკა, დღეს კი 33 552 არის დარეგისტრირებული.
რა თქმა უნდა, ცუდია, გარდაცვალების შემთხვევის ზრდა, თუმცა მანქანები მილიონით არის გაზრდილი და თითქმის 30 ათასით არის გაზრდილი მოტოტექნიკა. ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს. რეალურად ეს არის, რომ მანქანებმა ძალიან მოიმატა ქვეყანაში. აქედან გამომდინარეა საცობი და ავარიებიც იმატებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, რომ არა სიჩქარის კონტროლი და კამერების მონტაჟი, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მაჩვენებელთან შედარებით ორმაგი და სამმაგი იქნებოდა.
"ახსენეთ, რატომ დავაყენოთ კამერები, რატომ ვაკონტროლებთ სიჩქარეს და ასე შემდეგ. ეს რომ არ გავაკეთოთ, ორმაგი და სამმაგი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევები. იგივე გამკაცრებული ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. ვფიქრობ, მკაცრი უნდა იყოს. მხარს ვუჭერ, რომ უნდა გამკაცრებულიყო ამ მიმართულებით“,- აღნიშნა მინისტრმა.
წაიკითხეთ ასევე: