კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს
კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა The Sun-მა გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ქეით მიდლტონ­სა და პრინც უი­ლი­ამს ვხე­დავთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ახა­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გაჩ­ნდა.

ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ, რომ ვი­დე­ო­ში ქე­ი­თის ნაც­ვლად რე­ა­ლუ­რად ჰე­ი­დი ეი­გა­ნია, ქალი, რო­მე­ლიც უელ­სის პრინ­ცე­სას გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხალ­ხის ფან­ტა­ზია იმ­დე­ნად შორს წა­ვი­და, რომ ჰე­ი­დიმ გა­და­წყვი­ტა კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს წერ­ტი­ლი და­უს­ვას და ვი­დე­ოს შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

ჰე­ი­დი უკვე ათწლე­ულ­ზე მე­ტია, რაც შე­მო­სა­ვალს სწო­რედ მიდლტო­ნის პა­რო­დი­ით იღებს. პრინ­ცე­სას იმი­ტა­ტო­რი, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ობს წვე­უ­ლე­ბებ­სა და კონ­ცერ­ტებ­ზე, ამ­ტკი­ცებს, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნამ­დვი­ლად ქე­ი­თია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ჰა­ი­დი პრინც უი­ლი­ა­მის ორე­ულ­თან ერ­თად

ჰე­ი­დის თქმით, ქალი, რო­მელ­საც კად­რებ­ში ვხე­დავთ, ის ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მოს­წავ­ლე­ებს ცეკ­ვა­ში ავარ­ჯი­შებ­და:

"გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი იყო იმის შე­სა­ხებ, ნამ­დვი­ლად ქე­ი­თი და უი­ლი­ა­მი იყ­ვნენ ამ კად­რებ­ში, თუ არა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ყვე­ლა ფიქ­რობ­და, რომ ეს მე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ასე არაა. ამ დროს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი და 100 პრო­ცენ­ტით ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვი­დე­ო­ში ნამ­დვი­ლად ქეით მიდლტო­ნი და უი­ლი­ა­მი არი­ან". - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნალ Mirror-ს.

"ასე რომ, ის ცო­ცხა­ლია და შეგ­ვიძ­ლია დავ­მშვიდ­დეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ძა­ლი­ან შორს წა­ვი­და. თუ მას სურს, რომ ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩეს, მა­შინ კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე სწო­რად იქ­ცე­ვა, რომ მეტ დე­ტალს არ აზი­ა­რებს",- აცხა­დებს პრინ­ცე­სას ორე­უ­ლი.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
2

ოფიციალურ, შტატში აყვანილ ორეულს უთქვამს, იმ დროს მე სხვაგან ვიყავიო და ორიგინალია ფოტოზეო, მერე ისიც დაუმატებია, მგონი მაგათმა მიღალატეს და ახალი ორეული აუყვანიათო, მაგრამ ჟურნალისტს უკვე გამორთული ქონია დიქტოფონი და ზეპირად კიდევ ვერ დაიმახსოვრა

ხათო
4

როგორც ჩანს, პუტინის ორეულების თემა ამოიწურა და ახლა ბრიტანეთის პრინცესას მისდგნენ. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

კადრებში ქეითისა და უილიამის ორეულები არიან? - რას ამბობს ჰეიდი ეიგანი, რომელიც ბრიტანელების პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა გაავრცელა კადრები, სადაც სავარაუდოდ, ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს ვხედავთ, საზოგადოებაში ახალი შეთქმულების თეორია გაჩნდა.

ადამიანები წერენ, რომ ვიდეოში ქეითის ნაცვლად რეალურად ჰეიდი ეიგანია, ქალი, რომელიც უელსის პრინცესას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

სოციალურ ქსელებში ხალხის ფანტაზია იმდენად შორს წავიდა, რომ ჰეიდიმ გადაწყვიტა კონსპირაციულ თეორიებს წერტილი დაუსვას და ვიდეოს შესახებ საუბრობს.

ჰეიდი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც შემოსავალს სწორედ მიდლტონის პაროდიით იღებს. პრინცესას იმიტატორი, რომელიც 2012 წლიდან პროფესიონალურად მუშაობს წვეულებებსა და კონცერტებზე, ამტკიცებს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად ქეითია გადაღებული.

ჰაიდი პრინც უილიამის ორეულთან ერთად

ჰეიდის თქმით, ქალი, რომელსაც კადრებში ვხედავთ, ის ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან მეორე სამსახურში იმყოფებოდა და მოსწავლეებს ცეკვაში ავარჯიშებდა:

"გარკვეული სპეკულაციები იყო იმის შესახებ, ნამდვილად ქეითი და უილიამი იყვნენ ამ კადრებში, თუ არა. სოციალურ მედიაში ყველა ფიქრობდა, რომ ეს მე ვიყავი, მაგრამ ასე არაა. ამ დროს სამსახურში ვიყავი და 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ვიდეოში ნამდვილად ქეით მიდლტონი და უილიამი არიან". - განუცხადა მან ჟურნალ Mirror-ს.

"ასე რომ, ის ცოცხალია და შეგვიძლია დავმშვიდდეთ. ეს ყველაფერი უკვე ძალიან შორს წავიდა. თუ მას სურს, რომ ოპერაციის შესახებ დეტალები საიდუმლოდ დარჩეს, მაშინ კენსინგტონის სასახლე სწორად იქცევა, რომ მეტ დეტალს არ აზიარებს",- აცხადებს პრინცესას ორეული.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა