სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, თორემ ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდებით, დამხმარე ვერავინ იქნება" - ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების კულუარებზე
"საქართველომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, თორემ ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდებით, დამხმარე ვერავინ იქნება" - ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების კულუარებზე

11 მარტს ახალ­მა პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ზუ­რაბ აბა­ში­ძის ნაც­ვლად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პოსტზე გი­ორ­გი ქა­ჯა­ია და­ი­ნიშ­ნა და ახლა ის გა­უ­ძღვე­ბა გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რა­საც არა­ფორ­მა­ლუ­რად "აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის ფორ­მა­ტი" ჰქვია, ზუ­რაბ აბა­ში­ძე კი მისი მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბა. "აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის" ფორ­მა­ტი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის და­პი­რე­ბით მო­სულ­მა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2012 წელს შექ­მნა.

რა სა­კი­თხე­ბი გა­და­იჭ­რა "აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის" ფორ­მა­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რამ­დე­ნად ხში­რად ის­მო­და რუ­სე­თის მუ­ქა­რა და საყ­ვე­დუ­რე­ბი და რო­გორ რე­ა­გი­რებ­და თბი­ლი­სი, ამ თე­მა­ზე დიპ­ლო­მა­ტი ზუ­რაბ აბა­ში­ძე სა­უბ­რობს:

- 2012 წელს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ვი­და, ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი იყო ვი­თა­რე­ბა, ძა­ლა­დო­ბის გა­ნახ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. იყო 2008 წლის მძი­მე შე­დე­გე­ბი: მსხვერ­პლი, ძა­ლი­ან დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი, დევ­ნი­ლე­ბის ახა­ლი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან და და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - აფხა­ზე­თი, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი და კო­დო­რის ხე­ო­ბა. კო­დო­რის ხე­ო­ბა ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე რა­ტომ ჩა­ბარ­და, ეს დღემ­დე არა­ვის აუხ­სნია. გარ­და ამი­სა, მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტსაც კი მო­ა­წე­რა ხელი, სა­დაც ომის და­წყე­ბა პირ­და­პირ ქარ­თულ მხა­რეს ბრალ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, აღ­მოჩ­ნდა, რომ 2004-2011 წლებ­ში რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს მიჰ­ყი­დეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი აქ­ტი­ვე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა - ენერ­გე­ტი­კის სფე­რო, წი­ა­ღი­სე­უ­ლი, მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როდ ჩა­ით­ვა­ლა დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა, რათა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო და­ძა­ბუ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რაც ყო­ველ წუთს ახა­ლი კონ­ფლიქ­ტის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფორ­მა­ტის წმინ­და პრაქ­ტი­კულ მხა­რეს, 2011 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რი­თაც, გა­წევ­რდა მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და რუ­სეთ­მა აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა, მათ შო­რის, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნაც. ამას იმი­ტომ ვახ­სე­ნებ, რომ 2006 წლი­დან რუ­სეთს ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ემ­ბარ­გო ჰქონ­და შე­მო­ღე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე შე­მო­ე­დი­ნე­ბო­და რუ­სუ­ლი პრო­დუქ­ცია. 2012 წელს მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, რუ­სულ ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი ექ­სპორ­ტი აღგ­ვედ­გი­ნა. ამი­ტომ შე­იქ­მნა პრა­ღის ფორ­მა­ტი და 2012 წლის ბო­ლო­დან 2024 წლამ­დე 26 შეხ­ვედ­რა მქონ­და რუ­სე­თის მხა­რეს­თან პრა­ღა­ში. ამ შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია გა­ვი­და რუ­სულ ბა­ზარ­ზე, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის არა­ერ­თი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას. მხო­ლოდ მეღ­ვი­ნე­ო­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ, არა­მედ სატ­რან­სპორ­ტო სფე­როს, ტუ­რიზმსაც...

იყო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. 2008 წელს რუ­სეთ­ში ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ჯგუ­ფი და მათ 12-14-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხებს და­ვუბ­რუ­ნეთ. ახლა, როცა ვი­ღა­ცას სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე და­ა­კა­ვე­ბენ, ვი­ცით, რა­ნა­ი­რი რე­აქ­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის მე­დი­ა­ში. ეს სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია 2012 წლამ­დე სა­ერ­თოდ და­მა­ლუ­ლი იყო. მოკ­ლედ რომ მო­გახ­სე­ნოთ, ეს არის ამ ფორ­მატ­ში გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი და შე­დე­გე­ბი. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ფორ­მა­ტის შექ­მნი­სას მჭიდ­რო კავ­ში­რი გვქონ­და ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან, ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ბრი­უ­სელ­ში, შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და ნა­ტო­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში და მათ­გან ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი ამ ფორ­მა­ტის მხარ­და­ჭე­რას. ისი­ნი ამას სა­ჯა­რო­დაც აცხა­დებ­დნენ. ის, რომ 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა ევ­რო­კავ­შირ­თან, ამას გარ­კვე­ულ­წი­ლად პრა­ღის ფორ­მატ­მაც შე­უ­წყო ხელი.

- ახლა რუ­სეთ­მა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ 22 წლის მა­მუ­კა გა­წე­რე­ლი­ას. მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე თუ გქო­ნი­ათ კა­რა­სინ­თან სა­უ­ბა­რი, ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ გეგ­მავს ამ თე­მა­ზე მი­მარ­თოს რუ­სეთს?

- უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ კო­მუ­ნი­კა­ცია იშ­ვი­ა­თად გვქონ­და, ისიც მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ზე, როცა სა­ზღვარ­ზე სატ­რან­სპორ­ტო ტვირ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბო­და.

- თუკი ბოლო წლე­ბია შეხ­ვედ­რე­ბი აღარ იმარ­თე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფორ­მატ­მა თავი ამო­წუ­რა? ფრე­ნა გა­ნახ­ლდა, ვაჭ­რო­ბა არის, რუსი ტუ­რის­ტე­ბი შე­მო­დი­ან, გა­მო­დის, ფორ­მა­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა გა­დაჭ­რი­ლია და რაღა სა­ჭი­როა გაგ­რძე­ლე­ბა?

- ეს ფორ­მა­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხია. სა­კი­თხის დას­მაც არას­წო­რია, იმი­ტომ, რომ ამ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბევ­რი კომ­პა­ნი­აა ჩარ­თუ­ლი და იქ მუდ­მი­ვად წარ­მო­იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ სა­ნამ არის ვაჭ­რო­ბა, სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი სულ იქ­ნე­ბა და ეს კო­მუ­ნი­კა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
32

დავსვათ ლეგიტიმური კითხვა, თუ რა იგულისხმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს საბედისწერო შეცდომაში!

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე:

ეს არის ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების სურვილი და რეალური ქმედებები გახდეს „ნატო“-ს წევრი ქვეყანა.

2008 წელი ხომ არ დაავიწყდა მთავრობას?

თუ „ლამაზი თვალების“ გამო დაინდობს რუსეთი?

კარგად ვხედავთ თუ რას უშვება თავის სისხლით მონათესაო უკრაინელებს და აქედან გამომდინარე 2008 წელი მონაგონი იქნება!!!

ჩემი პირადი მოსაზრებით გამოსავალი არსებობს და ეს არის ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადება!!!

111
1

ჰო ცოცხალი თავით არ გამოაქვეყნოთ რასაც გწერთ... თქვენი ადმინია მოსასროლი ფანჯრიდან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"საქართველომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, თორემ ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდებით, დამხმარე ვერავინ იქნება" - ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების კულუარებზე

"საქართველომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, თორემ ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდებით, დამხმარე ვერავინ იქნება" - ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების კულუარებზე

11 მარტს ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძის ნაცვლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაია დაინიშნა და ახლა ის გაუძღვება გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებებს, რასაც არაფორმალურად "აბაშიძე-კარასინის ფორმატი" ჰქვია, ზურაბ აბაშიძე კი მისი მრჩეველი გახდება. "აბაშიძე-კარასინის" ფორმატი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების დაპირებით მოსულმა "ოცნების" ხელისუფლებამ 2012 წელს შექმნა.

რა საკითხები გადაიჭრა "აბაშიძე-კარასინის" ფორმატის მეშვეობით, რამდენად ხშირად ისმოდა რუსეთის მუქარა და საყვედურები და როგორ რეაგირებდა თბილისი, ამ თემაზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე საუბრობს:

- 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ძალიან რთული სიტუაცია იყო, საოკუპაციო ხაზზე იმდენად დაძაბული იყო ვითარება, ძალადობის განახლების რეალური საფრთხე არსებობდა. იყო 2008 წლის მძიმე შედეგები: მსხვერპლი, ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი, დევნილების ახალი და დიდი რაოდენობა ცხინვალის რეგიონიდან და დაკარგული ტერიტორიები - აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და კოდორის ხეობა. კოდორის ხეობა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე რატომ ჩაბარდა, ეს დღემდე არავის აუხსნია. გარდა ამისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო დოკუმენტსაც კი მოაწერა ხელი, სადაც ომის დაწყება პირდაპირ ქართულ მხარეს ბრალდება. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ 2004-2011 წლებში რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს ჩვენი სტრატეგიული აქტივების დიდი რაოდენობა - ენერგეტიკის სფერო, წიაღისეული, მსხვილი კომპანიები. ასეთ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ ჩაითვალა დიალოგის დაწყება, რათა შემცირებულიყო დაძაბულობის მაღალი ხარისხი, რაც ყოველ წუთს ახალი კონფლიქტის საშიშროებას ქმნიდა.

რაც შეეხება ამ ფორმატის წმინდა პრაქტიკულ მხარეს, 2011 წელს რუსეთის ფედერაცია, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერითაც, გაწევრდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და რუსეთმა აიღო ვალდებულებები ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობების წარმოებისა, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოსთანაც. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ 2006 წლიდან რუსეთს ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ჰქონდა შემოღებული, საქართველოში კი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შემოედინებოდა რუსული პროდუქცია. 2012 წელს მიზნად დავისახეთ, რუსულ ბაზარზე ჩვენი ექსპორტი აღგვედგინა. ამიტომ შეიქმნა პრაღის ფორმატი და 2012 წლის ბოლოდან 2024 წლამდე 26 შეხვედრა მქონდა რუსეთის მხარესთან პრაღაში. ამ შეხვედრების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. 2012 წლიდან მოყოლებული 5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა რუსულ ბაზარზე, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ეკონომიკის არაერთი სექტორის განვითარებას. მხოლოდ მეღვინეობას არ ვგულისხმობ, არამედ სატრანსპორტო სფეროს, ტურიზმსაც...

იყო ჰუმანიტარული პრობლემები. 2008 წელს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი და მათ 12-14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენ მოვახერხეთ და ეს ადამიანები ოჯახებს დავუბრუნეთ. ახლა, როცა ვიღაცას საოკუპაციო ხაზზე დააკავებენ, ვიცით, რანაირი რეაქციაა საქართველოში, მათ შორის მედიაში. ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებზე ინფორმაცია 2012 წლამდე საერთოდ დამალული იყო. მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეს არის ამ ფორმატში განხილული საკითხები და შედეგები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფორმატის შექმნისას მჭიდრო კავშირი გვქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიმყოფებოდი ბრიუსელში, შეხვედრები მქონდა ნატოში, ევროკავშირში და მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ამ ფორმატის მხარდაჭერას. ისინი ამას საჯაროდაც აცხადებდნენ. ის, რომ 2014 წელს საქართველომ ასოცირების შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ამას გარკვეულწილად პრაღის ფორმატმაც შეუწყო ხელი.

- ახლა რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლ 22 წლის მამუკა გაწერელიას. მის გათავისუფლებაზე თუ გქონიათ კარასინთან საუბარი, ან ხელისუფლება თუ გეგმავს ამ თემაზე მიმართოს რუსეთს?

- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კომუნიკაცია იშვიათად გვქონდა, ისიც მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე, როცა საზღვარზე სატრანსპორტო ტვირთებთან დაკავშირებული ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნებოდა.

- თუკი ბოლო წლებია შეხვედრები აღარ იმართება, შეიძლება ითქვას, რომ ფორმატმა თავი ამოწურა? ფრენა განახლდა, ვაჭრობა არის, რუსი ტურისტები შემოდიან, გამოდის, ფორმატის მთავარი ამოცანა გადაჭრილია და რაღა საჭიროა გაგრძელება?

- ეს ფორმატი კომუნიკაციის არხია. საკითხის დასმაც არასწორია, იმიტომ, რომ ამ სავაჭრო ურთიერთობებში ბევრი კომპანიაა ჩართული და იქ მუდმივად წარმოიქმნება პრობლემები. ამიტომ სანამ არის ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, პრობლემები სულ იქნება და ეს კომუნიკაცია აუცილებელია...წაიკითხეთ სრულად