პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვარ, მაგრამ ეს ქეითი არ არის, გვატყუებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონის ფოტოების შესახებ, რომელიც The Sun-მა გაავრცელა?
"ვწუხვარ, მაგრამ ეს ქეითი არ არის, გვატყუებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონის ფოტოების შესახებ, რომელიც The Sun-მა გაავრცელა?

ქეით მიდლტონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი კვლავ გრძელ­დე­ბა. ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­იდ­მა, The Sun გა­მო­აქ­ვეყ­ნა კად­რე­ბი, სა­დაც გა­მო­ცე­მის მტკი­ცე­ბით, ქე­ითს მე­უღ­ლეს­თან, პრინც უი­ლი­ამ­თან ერ­თად ვხე­დავთ. ეს არის ქე­ი­თის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნა 2023 წლის დე­კემ­ბრის შემ­დეგ.

  • თით­ქოს პრინ­ცე­სას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ამით უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ამ­ჯე­რად გაჩ­ნდა მო­რი­გი თე­ო­რია იმის შე­სა­ხებ, რომ The Sun-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ზე ქე­ი­თი არ არის.

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ამის შე­სა­ხებ უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც წე­რენ. მათ შო­რის არის ცნო­ბი­ლი რა­დიო და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, პრო­დი­უ­სე­რი და მწე­რა­ლი, ენდი კო­ე­ნი. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს კო­ე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა: "ეს არ არის ქე­ი­თი".

კო­ე­ნის პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ძი­რი­თა­დად კი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ფო­ტო­ებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ქალი ქეით მიდლტო­ნი არ არის.

"ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ეს ის არ არის, გვა­ტყუ­ე­ბენ".

"მათ უბ­რა­ლოდ უნდა გა­და­ე­ხა­დათ სტი­ვენ სპილ­ბერ­გის­თვის ამ­გვა­რი ყალ­ბი ვი­დე­ოს გა­და­სა­ღე­ბად".

"ეს ფეიქ ქე­ი­თია", - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

  • ცნო­ბის­თვის, 2024 წლის იან­ვარ­ში სა­მე­ფო ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქეით მიდლტონ­მა მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. პრინ­ცე­სა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ უნა­ხავს, არც მისი ახა­ლი ფოტო გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ.

მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა კი­თხვამ - სად არის ქე­ი­თი? - სა­მე­ფო ოჯა­ხი ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს ამ თე­მა­ზე არ აკე­თებს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, მათ შო­რის, ზო­გი­ერ­თი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ქე­ით­მა უი­ლი­ა­მის ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, სა­სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და ახლა გან­ქორ­წი­ნე­ბას ითხოვს, სა­მე­ფო ოჯა­ხი კი ცდი­ლობს, პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­როს. ზოგი იმა­საც წერს, რომ პრინ­ცე­სა ოთახ­ში ჰყავთ გა­მო­კე­ტი­ლი, რათა არა­ფე­რი თქვას თა­ვის რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

ფაქ­ტია, რომ The Sun-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არაა და კი­დევ უფრო მეტი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
2

კაცებს რა ჭირთ მაგ ოჯახში?!

ბაბუ
5

სულ იმას ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ აინტერესებს ხალხს, ვის სად სძინავს, ვინ ვისთან გულაობს.... მოკლედ მალე საპირფარეშოს ამბების განხილვაც იქნება იმედია.აბა, ვინ როგორ არის კუჭში, – თქვენ ქვეყანას მიხედეთ და სერიოზული პრობლემების გადაჭრის გზები ეძებეთ– მიდლტონების და პრინცების დედაც ... ღმერთმა ხელი მოუმართოთ თავიანთ პირად ცხოვრებაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვწუხვარ, მაგრამ ეს ქეითი არ არის, გვატყუებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონის ფოტოების შესახებ, რომელიც The Sun-მა გაავრცელა?

"ვწუხვარ, მაგრამ ეს ქეითი არ არის, გვატყუებენ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონის ფოტოების შესახებ, რომელიც The Sun-მა გაავრცელა?

ქეით მიდლტონთან დაკავშირებული სკანდალი კვლავ გრძელდება. ბრიტანულმა ტაბლოიდმა, The Sun გამოაქვეყნა კადრები, სადაც გამოცემის მტკიცებით, ქეითს მეუღლესთან, პრინც უილიამთან ერთად ვხედავთ. ეს არის ქეითის პირველი საჯარო გამოჩენა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ.

  • თითქოს პრინცესას გაუჩინარებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ამით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ამჯერად გაჩნდა მორიგი თეორია იმის შესახებ, რომ The Sun-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე ქეითი არ არის.

საინტერესო ისაა, რომ ამის შესახებ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანებიც წერენ. მათ შორის არის ცნობილი რადიო და ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მწერალი, ენდი კოენი. ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებს კოენი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: "ეს არ არის ქეითი".

კოენის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ძირითადად კი კომენტარების ავტორები სოციალური ქსელების ისეთი მომხმარებლები არიან, რომლებიც თვლიან, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალი ქეით მიდლტონი არ არის.

"ვწუხვარ, მაგრამ ეს ის არ არის, გვატყუებენ".

"მათ უბრალოდ უნდა გადაეხადათ სტივენ სპილბერგისთვის ამგვარი ყალბი ვიდეოს გადასაღებად".

"ეს ფეიქ ქეითია", - წერენ კომენტარებში.

  • ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში სამეფო ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქეით მიდლტონმა მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა. პრინცესა თვეების განმავლობაში საზოგადოებას არ უნახავს, არც მისი ახალი ფოტო გამოუქვეყნებიათ.

მთელი მსოფლიო მოიცვა კითხვამ - სად არის ქეითი? - სამეფო ოჯახი ოფიციალურ კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს, პარალელურად კი ვრცელდება არაერთი შეთქმულების თეორია, მათ შორის, ზოგიერთი თეორიის თანახმად, ქეითმა უილიამის ღალატის შესახებ შეიტყო, სასახლიდან გაიქცა და ახლა განქორწინებას ითხოვს, სამეფო ოჯახი კი ცდილობს, პრობლემა მოაგვაროს. ზოგი იმასაც წერს, რომ პრინცესა ოთახში ჰყავთ გამოკეტილი, რათა არაფერი თქვას თავის რეალურ მდგომარეობაზე.

ფაქტია, რომ The Sun-ის მიერ გავრცელებული ფოტოები, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დამაჯერებელი არაა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.