ავტორი:

"მიდით რა, გაიბრწყინეთ, ჩემი შვილის ანთებული თვალები მანახეთ, გამარჯვება გვენატრება" - ირაკლი ვახტანგიშვილი საქართველოს ნაკრებს მიმართავს

"მიდით რა, გაიბრწყინეთ, ჩემი შვილის ანთებული თვალები მანახეთ, გამარჯვება გვენატრება" - ირაკლი ვახტანგიშვილი საქართველოს ნაკრებს მიმართავს

"მე ბოლომდე მჯერა საქართველოს ნაკრების და ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ გარდა არის პატარა თაობა, რომელიც აბოდებს თქვენზე", - ასე მიმართავს ირაკლი ვახტანგიშვილი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. აღნიშნულის შესახებ ვახტანგიშვილმა TST სპორტთან ისაუბრა.

  • "თქვენ ხართ მათი ვარსკვლავები და მიდით რა, გაიბრწყინეთ გაახარეთ ისინი, ჩემი შვილის ანთებული თვალები მანახეთ. გამარჯვება გვენატრება, რაღაც თაობას არ გვაქვს ნანახი გამარჯვება, 1981 ხომ მოვიგეთ და მამაჩვენების თაობამ იზეიმა.

ჩემთვის ყველაზე დიდი საფეხბურთო წარმატება რაც მინახავს ის იყო, დინამო რომ გავიდა უეფას თასზე. გულშემატკივრები მოედნიდან არ მივდიოდით, ვიდექით და გვიხაროდა, ზოგი ტიროდა, ზოგი მღეროდა, ზოგი ცეკვავდა, სასწაული იყო. გვიყვარს და გვენატრება, გვინდა რომ ვიღრიალოთ, ვთქვათ, რომ მოვიგეთ. ყველა თამაშს თავის ემოცია აქვს. რაღაც გადამწყვეტ თამაშებში ქართველი გულშემატკივარი ერთიანდება და ერთი ხდება, ყოფილა თამაშები, როდესაც 90 წუთი ბარაბანი ხელიდან არ გამიგდია", - ამბობს ირაკლი ვახტანგიშვილი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/zeWUFSUM92k?si=9XZraNn7wZCDNu6Z" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>