ბრიუს უილისის 30 წლის ქალიშვილმა ტალულამ თქვა, რომ მას აუტიზმი აქვს. ტალულა, რომელიც მამის მსგავსად მსახიობია, ინფორმაცია "ინსტაგრამის" გვერდზე გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს, რომ ბრიუს უილისს თავის 10 წლის ქალიშვილს ხელში უჭირავს, გოგონა კი გამუდმებით მას თავზე ეხება. ვიდეო გადაღებულია 2004 წელს The Whole Nine Yards 2-ის პრემიერაზე.
გოგონამ აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მოულოდნელმა ცნობამ სრულად შეცვალა მისი ცხოვრება. ოჰაიოს კლივლენდის კლინიკის ექიმებმა კომენტარი გააკეთეს მეცნიერთა აზრით, გოგონების თითქმის 80% პირველად იგებს აუტიზმის შესახებ არა უადრეს 18 წლის ასაკში.
მანამდე ბრიუს უილისის მეუღლემ, ემა ჰემინგმა დემენციის მქონე მეუღლესთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე წყვილი ნიაგარას ჩანჩქერის წინ პოზირებს. ფოტო ერთ-ერთია იმ მცირე კადრებიდან რომლებიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.
წაიკითხეთ ასევე: