დღეს თბილისში UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დაბრუნდა. ილიას აეროპორტში ასობით გულშემატკივარი დახვდა.
ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს წარადგენს.
ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.