მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იხოცებიან მასობრივად ფრინველები?
რატომ იხოცებიან მასობრივად ფრინველები?

ბოლო ორი კვი­რაა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ფრინ­ვე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ხოც­ვის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ მოვ­ლე­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ტივ­ზე სა­უბ­რო­ბენ: მა­ვა­ნის აზ­რით, ფრინ­ვე­ლე­ბი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ­მა ხმა­ურ­მა იმ­სხვერ­პლა, სხვე­ბის ვერ­სი­ით, ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე მომ­წამლვე­ლი ქი­მი­კა­ტე­ბია, თუმ­ცა ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი კვლავ და­უდ­გე­ნე­ლია.

ყვე­ლა­ფე­რი 2010 წლის 31 დე­კემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბო­და. არ­კან­ზა­სის შტა­ტის ქა­ლაქ ბიბ­ში სა­ა­ხალ­წლო ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­წა­ზე 3 ათა­სამ­დე და­ხო­ცი­ლი შაშ­ვი ჩა­მო­ვარ­და. მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მოთ­ქვეს მო­საზ­რე­ბა, რომ აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა­უ­რით შე­ში­ნე­ბულ­მა ფრინ­ვე­ლებ­მა ორი­ენ­ტა­ცია და­კარ­გეს და არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნის დროს ყვე­ლა­ფერს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ, რაც გზად ხვდე­ბო­დათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღი­სით ამ ფრინ­ვე­ლებს ორი­ენ­ტა­ცია არ უჭირთ და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა დაფ­რი­ნა­ვენ.

არ­კან­ზა­სის მო­სახ­ლე­ო­ბა მალე დამ­შვიდ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 500 შაშ­ვი და­ი­ხო­ცა. ფრინ­ველ­თა მა­სობ­რი­ვი ხოც­ვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ევ­რო­პა­შიც და­ა­ფიქ­სი­რეს.

5 იან­ვარს შვე­დე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ასო­ბით ყვა­ვი, კა­ჭ­კა­ჭი და მტრე­დი და­ი­ხო­ცა. თავ­და­პირ­ვე­ლად სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჩი­ტე­ბის და­ხოც­ვის მი­ზე­ზი "ძლი­ე­რი გა­რე­გა­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბა" გახ­და - მათ მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და სის­ხლმდი­ნა­რე ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­მო­ით­ქვა მო­სარ­ზე­ბა, რომ ჩი­ტე­ბი ქი­მი­ურ­მა მო­წამლვამ იმ­სხვერ­პლა, რად­გან და­ხო­ცი­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი ქი­მი­ურ ქარ­ხა­ნას­თან ახ­ლოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დე­გაც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩი­ტე­ბის და­ხოც­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნა ვერ შეძ­ლეს. ად­გი­ლობ­რივ­მა ორი­ენ­ტო­ლო­გებ­მა გა­ნა­ცხდეს, რომ ფრინ­ვე­ლე­ბის და­ხოც­ვა საგ­ზაო "რე­გენ­ტე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა სა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა მათ სხე­უ­ლებ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი, გა­ურ­კვე­ვე­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დაბ­ნე­უ­ლი და შე­ში­ნე­უ­ლია.

ფრინ­ვე­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ხოც­ვა ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა არა რის, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბულ­თან გვაქვს საქ­მე.

7 იან­ვარს იტა­ლი­ის ქა­ლაქ ფა­ენ­ცა­ში ასო­ბით მკვდა­რი გვრი­ტი იპო­ვეს. გა­მო­ით­ქვა მო­წამლვი­სა და ეპი­დე­მი­ის ვერ­სი­ე­ბი, თუმ­ცა ისე­ვე რო­გორც წინა შემ­თხვე­ვებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბამ მოვ­ლე­ნის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი ვერ და­ად­გი­ნა.

8 იან­ვარს კა­ნა­დის ქა­ლაქ სან-ოგი­უს­ტენ-დე-დე­მორ­ში ასო­ბით მკვდა­რი მტრე­დი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კა­ნა­დელ­მა ორი­ენ­ტო­ლო­გებ­მა მი­ზე­ზე­ბის და­გე­ნა ვერც ამ­ჯე­რად შეძ­ლეს, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა იმით და­ამ­შვი­დეს, რომ ამ შემ­თხვე­ვას აშშ-ში, შვე­დეთ­სა და იტა­ლი­ა­ში მომ­ხდარ შემ­თხვევბთან კავ­ში­რი არ აქვს.

11 იან­ვარს თურ­ქე­თის პრო­ვინ­ცია ბურ­სა­ში ათე­უ­ლო­ბით მკვდა­რი შო­შია იპო­ვეს. და­ხო­ცი­ლი ფრინ­ვე­ლი გზა­ზე ეყა­რა, რის გა­მოც გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ მათი და­ხოც­ვა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან შე­ჯა­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი კვლავ უც­ნო­ბია.

მა­ვა­ნის მო­საზ­რე­ბით, საქ­მე გვაქვს ახა­ლი სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღის გა­მოც­დას­თან და სა­ხი­ფა­თო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა - ფოს­გე­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან. საქ­მე ის არის, რომ ბოლო დღე­ებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ზღვის ბი­ნა­და­რიც და­ი­ხო­ცა. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რით, რომ­ლებ­საც 2012 წელს სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის სჯე­რათ, ფრინ­ვე­ლე­ბის, თევ­ზე­ბი­სა და კო­ბორჩხა­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ხოც­ვა, რაც ავ­სტრა­ლი­ა­ში და გერ­მა­ნი­ა­ში ძლი­ერ წყალ­დი­დო­ბებს და­ემ­თხვა, სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას ნიშ­ნავს.

Video

რა­ტომ იხო­ცე­ბი­ან მა­სობ­რი­ვად ფრინ­ვე­ლე­ბი?

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

რა­ტომ იხო­ცე­ბი­ან მა­სობ­რი­ვად ფრინ­ვე­ლე­ბი?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ იხოცებიან მასობრივად ფრინველები?

რატომ იხოცებიან მასობრივად ფრინველები?

ბოლო ორი კვირაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფრინველების მასობრივი დახოცვის შესახებ იტყობინებიან. მეცნიერები ამ მოვლენის რამდენიმე მოტივზე საუბრობენ: მავანის აზრით, ფრინველები ფეიერვერკების აფეთქების შედეგად გამოწვეულმა ხმაურმა იმსხვერპლა, სხვების ვერსიით, ყველაფერში დამნაშავე მომწამლველი ქიმიკატებია, თუმცა ზუსტი მიზეზები კვლავ დაუდგენელია.

ყველაფერი 2010 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, როდესაც მთელი მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდა. არკანზასის შტატის ქალაქ ბიბში საახალწლო ფეიერვერკების დასრულების შემდეგ მიწაზე 3 ათასამდე დახოცილი შაშვი ჩამოვარდა. მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ აფეთქებების ხმაურით შეშინებულმა ფრინველებმა ორიენტაცია დაკარგეს და არასწორი მიმართულებით ფრენის დროს ყველაფერს ეჯახებოდნენ, რაც გზად ხვდებოდათ. აღსანიშნავია, რომ დღისით ამ ფრინველებს ორიენტაცია არ უჭირთ და საკმაოდ მაღალა დაფრინავენ.

არკანზასის მოსახლეობა მალე დამშვიდდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ლუიზიანას შტატში, დაახლოებით, 500 შაშვი დაიხოცა. ფრინველთა მასობრივი ხოცვა მოგვიანებით ევროპაშიც დააფიქსირეს. 

5 იანვარს შვედეთის სამხრეთ-დასავლეთით ასობით ყვავი, კაჭკაჭი და მტრედი დაიხოცა. თავდაპირველად სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩიტების დახოცვის მიზეზი "ძლიერი გარეგანი ზემოქმედება" გახდა - მათ მრავლობითი მოტეხილობები და სისხლმდინარე ჭრილობები აღენიშნებოდათ. მოგვიანებით კი გამოითქვა მოსარზება, რომ ჩიტები ქიმიურმა მოწამლვამ იმსხვერპლა, რადგან დახოცილი ფრინველები ქიმიურ ქარხანასთან ახლოს აღმოაჩინეს. ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგაც სპეციალისტებმა ჩიტების დახოცვის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ შეძლეს. ადგილობრივმა ორიენტოლოგებმა განაცხდეს, რომ ფრინველების დახოცვა საგზაო ”რეგენტების” შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ზემოქმედებამ გამოიწვია. თუმცა საიდან აღმოჩნდა მათ სხეულებზე ჭრილობები, გაურკვეველია. ადგილობრივი მოსახლეობა დაბნეული და შეშინეულია.

ფრინველების მასობრივი დახოცვა ბუნებაში იშვიათი შემთხვევა არა რის, თუმცა ამჯერად ყველა ხვდება, რომ რაღაც განსხვავებულთან გვაქვს საქმე.

7 იანვარს იტალიის ქალაქ ფაენცაში ასობით მკვდარი გვრიტი იპოვეს. გამოითქვა მოწამლვისა და ეპიდემიის ვერსიები, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევებში, გამოძიებამ მოვლენის ზუსტი მიზეზები ვერ დაადგინა.

8 იანვარს კანადის ქალაქ სან-ოგიუსტენ-დე-დემორში ასობით მკვდარი მტრედი აღმოაჩინეს. კანადელმა ორიენტოლოგებმა მიზეზების დაგენა ვერც ამჯერად შეძლეს, თუმცა მოსახლეობა იმით დაამშვიდეს, რომ ამ შემთხვევას აშშ-ში, შვედეთსა და იტალიაში მომხდარ შემთხვევბთან კავშირი არ აქვს.

11 იანვარს თურქეთის პროვინცია ბურსაში ათეულობით მკვდარი შოშია იპოვეს. დახოცილი ფრინველი გზაზე ეყარა, რის გამოც გამოითქვა მოსაზრება, რომ მათი დახოცვა სატვირთო ავტომობილებთან შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ნამდვილი მიზეზი კვლავ უცნობია.

მავანის მოსაზრებით, საქმე გვაქვს ახალი საიდუმლო იარაღის გამოცდასთან და სახიფათო ქიმიური ნივთიერება - ფოსგენის ტრანსპორტირებასთან. საქმე ის არის, რომ ბოლო დღეებში მილიონობით ზღვის ბინადარიც დაიხოცა. იმ ადამიანების აზრით, რომლებსაც 2012 წელს სამყაროს აღსასრულის სჯერათ, ფრინველების, თევზებისა და კობორჩხალების მასობრივი დახოცვა, რაც ავსტრალიაში და გერმანიაში ძლიერ წყალდიდობებს დაემთხვა, სამყაროს დასასრულის მოახლოებას ნიშნავს.

Video

რატომ იხოცებიან მასობრივად ფრინველები?

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

რატომ იხოცებიან მასობრივად ფრინველები?

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს