16 მარტს ინგლისურენოვანი ჟურნალის GLAMOUR საგაზაფხულო ნომრის პრეზენტაცია GEORGIAN WOMEN & WOMEN FOR GEORGIA პროექტის ფარგლებში გაიმართა. ნომერში წარმოდგენილები იყვნენ ქალბატონები, რომლებიც დღეს საკუთარი მიღწევებით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიას წერენ საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნის მმართველობაში, კულტურაში, ხელოვნებაში, ბიზნესში, სპორტში და არაერთ საინტერესო მიმართულებაში.
ღონისძიებას GLAMOUR-ის საგაზაფხულო ნომრის რესპონდენტები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ჟურნალი GLAMOUR უფასოდ ვრცელდება საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში არსებულ 5 ვარსკვლავიან საერთაშორისო ბრენდების წარმოდგენილ სასტუმროებში და მაღალი კლასის ლოკაციებზე.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი GLAMOUR, პირველ რიგში, ჩვენი მრავალფეროვანი და მდიდარი რესურსების მქონე ქვეყნის - საქართველოს პოპულარიზაციას, ტურიზმის და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, ქალების გაძლიერებას, ქართული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობას ემსახურება და მკითხველს საინტერესო სტატიებით და LIFESTYLE რუბრიკით ანებივრებს.
ნახეთ ფოტოები:
ამ "უამრავი ცნობილი სახე"-დან რომელი იცანით?
ნინი წილოსანის გარეშე გლამური ვინ გაიგონა