პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო?
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო?

მსოფ­ლიო ბან­კის შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტი­რე­ბის და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­და.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცია ე.წ. "დიდი ოთხე­უ­ლის კომ­პა­ნი­ებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) და­ეგ­ზავ­ნათ. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებს სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბის და წარ­მო­ე­ბის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პორ­ტის სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დიდი წილი მო­დის ფსკე­რის დაღ­რმა­ვე­ბა­ზე, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დაღ­რმა­ვე­ბის/დამღრმა­ვე­ბე­ლი ფლო­ტის 80%-ს ფლო­ბენ. სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ებ­თან („დიდი ოთხე­უ­ლი“) დაგ­ზავ­ნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია HAEDES B.V.-სთან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია შპს „ანაკ­ლი­ის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­მა“ სა­მუ­შა­ო­ე­ბის დრო­უ­ლად, სა­ი­მე­დოდ და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შეს­რუ­ლე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და შემ­დგომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა-შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით და­ი­ქი­რა­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ერ­თე­ტა­პი­ა­ნი შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რა, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბაზ­რო მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მოწ­ვე­ულ­მა პრე­ტენ­დენ­ტებ­მა სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბე­ბი უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს/შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებს და ექ­ნე­ბა ჯა­მუ­რი (ტექ­ნი­კუ­რი წი­ნა­და­დე­ბის ქუ­ლას პლი­უს ფი­ნან­სუ­რი წი­ნა­და­დე­ბის ქულა) უმაღ­ლე­სი ქულა. სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი კი­თხვე­ბის და­სას­მე­ლად და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად (წარ­მო­სად­გე­ნად) მო­ნა­წი­ლე­ებს 45 დღი­ა­ნი ვადა მი­ე­ცათ.

პრე­ტენ­დენ­ტე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის ტექ­ნი­კურ და ფი­ნან­სურ ნა­წილ­ში შე­ფა­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს შპს „ანაკ­ლი­ის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის“ მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სა­ტენ­დერო კო­მი­სია, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტან­ტებ­თან ერ­თად. აქვე ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ პრო­ექ­ტის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­თი შეს­ყიდ­ვე­ბი პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით და კონ­კუ­რენ­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, რა­საც მსგავ­სი მას­შტა­ბის ტენ­დერებ­ში გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის, მათი სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი­სა და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მო­თხოვ­ნე­ბის, ასე­ვე გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის FIDIC-ის ტი­პის სამ­შე­ნებ­ლო კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

შპს "ანაკ­ლი­ის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­მა,“ რო­მე­ლიც 2023 წელს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფუძნ­და, უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის (ფსკერ­დაღ­რმა­ვე­ბა, ტალღმტე­ხე­ლი) მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით - გა­ნახ­ლდა/შე­იქ­მნა ძი­რი­თა­დი საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცია, და­ქი­რა­ვე­ბულ იქნა სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში და ამ­ჟა­მად მო­ნა­წი­ლე­ობს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რის წარ­მარ­თვა­ში, რომ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და და­ი­წყე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სა­ზღვაო ნა­წი­ლის სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ნახ­ლე­ბა და პორ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კერ­ძო პარტნი­ო­რის შერ­ჩე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შპს „ანაკ­ლი­ის სა­ზღვაო ნავ­სად­გურს“ კა­პი­ტალ­შე­ნა­ტა­ნის სა­ხით, გა­და­ე­ცა პირ­ვე­ლი ფა­ზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ნა­წი­ლი. ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ათა­სო­ბით ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნას, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდას, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით ახა­ლი ტვირთნა­კა­დე­ბის მო­ზიდ­ვას, ასე­ვე ნავ­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, წარ­მო­ე­ბი­სა და ლო­გის­ტი­კუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო?

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკის სამინისტრო?

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

"სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. "დიდი ოთხეულის კომპანიებს" (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ. სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოების დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა.

აღნიშნული შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით. გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლიუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45 დღიანი ვადა მიეცათ.

პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. აქვე ნიშანდობლივია, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასეთი შესყიდვები პრაქტიკაში გამოირჩევა უცხოური კომპანიების აქტიური ჩართულობით და კონკურენციის მაღალი ხარისხით, რასაც მსგავსი მასშტაბის ტენდერებში განაპირობებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების პროცედურების, მათი სტანდარტული პირობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე გასაფორმებელი ხელშეკრულებებისათვის FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტის პირობების გამოყენება.

შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა,“ რომელიც 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნდა, უკვე განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით - განახლდა/შეიქმნა ძირითადი საპროექტო დოკუმენტაცია, დაქირავებულ იქნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მონაწილეობდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში და ამჟამად მონაწილეობს გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის წარმართვაში, რომლის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის სამშენებლო პროცესი. დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასევე ნავსადგურის მიმდებარედ, წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.