პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რასაც გეტყვით, ძალიან მოულოდნელი იქნება" - რა თქვა პუტინმა ნავალნიზე და უკრაინაში დაწყებულ ომზე: როგორია რუსეთის მეთაურის გეგმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე
"რასაც გეტყვით, ძალიან მოულოდნელი იქნება" - რა თქვა პუტინმა ნავალნიზე და უკრაინაში დაწყებულ ომზე: როგორია რუსეთის მეთაურის გეგმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 87.34%-ით მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ლი­დე­რობს, დათ­ვლი­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის 98.02%, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ კან­დი­და­ტებს, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით: ნი­კო­ლაი ხა­რი­ტო­ნოვ­მა ხმე­ბის 4.30%-ი მი­ი­ღო, ვლა­დის­ლავ და­ვან­კოვ­მა - ხმე­ბის 3.80%, ლე­ო­ნიდ სლუც­კიმ - 3.17%. შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 15-17 მარტს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას პუ­ტინ­მა თქვა, რომ რუ­სეთს ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს, რომ ქვე­ყა­ნა გაძ­ლი­ერ­დეს.

"ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბით, სწო­რი გზა, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბით და შევ­ქმნათ პი­რო­ბე­ბი შემ­დგო­მი წინსვლის­თვის, რათა რუ­სე­თი კი­დევ უფრო ძლი­ე­რი, უფრო ეფექ­ტუ­რი იყოს და ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა შე­ეძ­ლოს“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მი­ვი­და.

  • მან მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ე.წ. „სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის“ ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რა, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

პუ­ტი­ნის თქმით, არ გა­მო­რი­ცხავს, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ნი­ტა­რუ­ლი ზონა შექ­მნას.

"არ ვარ მზად ახლა ვი­სა­უბ­რო იმა­ზე, თუ რა, რო­გორ და რო­დის უნდა შე­მო­ვი­ერ­თოთ, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ დღე­ვან­დე­ლი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­ღაც მო­მენ­ტში იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყოთ - როცა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვლით - შევ­ქმნათ გარ­კვე­უ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ზონა დღე­ვან­დელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რო­მე­ლიც კი­ე­ვის რე­ჟიმს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის შექ­მნა, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც მტე­რი იყე­ნებს, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის“, - გან­მარ­ტა პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ემ­ხრო­ბა უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ მტერ­მა გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის პა­უ­ზა აი­ღოს.

”ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი და კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - ჩვენ ვართ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მომ­ხრე, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ მტერს ვაზ­ნე­ბი ეწუ­რე­ბა, არა­მედ, თუ მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­დათ, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის და არა 1,5-2 წლით გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის­თვის პა­უ­ზის მიზ­ნით. ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თა­ნახ­მა იყო ალექ­სეი ნა­ვალ­ნი და­სავ­ლე­თის ცი­ხე­ებ­ში მყოფ პი­რებ­ში გა­ეც­ვა­ლა.

„გე­ტყვით, ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა: ბა­ტო­ნი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ზო­გი­ერ­თმა კო­ლე­გამ, და არა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­მა, მი­თხრა, რომ იყო იდეა, ბა­ტო­ნი ნა­ვალ­ნი გაც­ვლი­ლი­ყო ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ად­გი­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­გიძ­ლი­ათ და­მი­ჯე­როთ, შე­გიძ­ლი­ათ არა, იმ ადა­მი­ანს, ვინც მე­სა­უბ­რე­ბო­და, წი­ნა­და­დე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, ვუ­თხა­რი: „თა­ნახ­მა ვარ! მაგ­რამ მოხ­და ის, რაც მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, მზად იყო წა­მო­ე­ყე­ნე­ბია მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბა: „ჩვენ გავცვლით მას და არ უნდა დაბ­რუნ­დეს. მაგ­რამ ეს [სიკ­ვდი­ლი] ხდე­ბა, ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი, ასე­თია ცხოვ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
////////???
1

ყველაზე კარგი და გაწონასწორებული პოლიტიკოსი მტელს მშოფლიოში. 

გადა წყვეტა
2

დღის ბოლოს უნდა დაწეროთ ხოლმე. შეჯამების სახით. კომენტარებში ვინ მოიგო. პუტინმა თუ უკრაინამ. საქართველო წყვეტს ომის ბედს

ავტორი:

"რასაც გეტყვით, ძალიან მოულოდნელი იქნება" - რა თქვა პუტინმა ნავალნიზე და უკრაინაში დაწყებულ ომზე: როგორია რუსეთის მეთაურის გეგმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე

"რასაც გეტყვით, ძალიან მოულოდნელი იქნება" - რა თქვა პუტინმა ნავალნიზე და უკრაინაში დაწყებულ ომზე: როგორია რუსეთის მეთაურის გეგმა ახალ საპრეზიდენტო ვადაზე

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით: ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.80%, ლეონიდ სლუცკიმ - 3.17%. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.

ახალი საპრეზიდენტო ვადის გეგმებზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთს ყველა პირობა აქვს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ქვეყნისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ საზოგადოება, ვაჩვენოთ ჩვენი არჩევანის სისწორე, რომელსაც მივყვებით, სწორი გზა, რომელსაც მივყვებით და შევქმნათ პირობები შემდგომი წინსვლისთვის, რათა რუსეთი კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტური იყოს და ყველა პრობლემის გადაჭრა შეეძლოს“, - აღნიშნა პუტინმა, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო შტაბში მივიდა.

  • მან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ე.წ. „სპეცოპერაციების“ ამოცანების გადაჭრა, თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება.

პუტინის თქმით, არ გამორიცხავს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონა შექმნას.

"არ ვარ მზად ახლა ვისაუბრო იმაზე, თუ რა, როგორ და როდის უნდა შემოვიერთოთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, რაღაც მომენტში იძულებული ვიყოთ - როცა მიზანშეწონილად ჩავთვლით - შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა დღევანდელ ტერიტორიებზე, რომელიც კიევის რეჟიმს ექვემდებარება. უსაფრთხოების ზონის შექმნა, რომლის გადალახვაც საკმაოდ რთული იქნება იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც მტერი იყენებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უცხოური წარმოების“, - განმარტა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ემხრობა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერმა გადაიარაღებისთვის პაუზა აიღოს.

”ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებების მომხრე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მტერს ვაზნები ეწურება, არამედ, თუ მართლა სერიოზულად უნდათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის და არა 1,5-2 წლით გადაიარაღებისთვის პაუზის მიზნით. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვები“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე განცხადებით, თანახმა იყო ალექსეი ნავალნი დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში გაეცვალა.

„გეტყვით, ეს ძალიან მოულოდნელი იქნება: ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, და არა ადმინისტრაციის წევრებმა, მითხრა, რომ იყო იდეა, ბატონი ნავალნი გაცვლილიყო ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან. შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ არა, იმ ადამიანს, ვინც მესაუბრებოდა, წინადადება ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ვუთხარი: „თანახმა ვარ! მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მზად იყო წამოეყენებია მხოლოდ ერთი პირობა: „ჩვენ გავცვლით მას და არ უნდა დაბრუნდეს. მაგრამ ეს [სიკვდილი] ხდება, ვერაფერს გახდები, ასეთია ცხოვრება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.