მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო, მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა.
მას არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმეა საჭირო, რომ გოგონამ ოცნება აიხდინოს:
საბედისწერო დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, მარიამის სანუკვარი ოცნება ახდეს...
გოგონა გადაცემაში "ნოესთან“ იმყოფებოდა. მარიამმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება ავარიის შემდეგ.
"რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ვიფიქრე რაღაც პრობლემები ჰქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა…
საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ“. – აღნიშნა მარიამმა.
"რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერში დაგეხმარებით უფასოდ. როდესაც თქვენს პრობლემებს გამოვიკვლევთ, შეგვეძლება გითხრათ, რას შეიძლება ველოდოთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გექნებათ და შეიძლება ისეთიც გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“. – აღნიშნა ციცინო შურღაიამ.
ასევე იხილეთ: